არყის ხის კვირტები

არყის ხის კვირტები. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

არყის ხის კვირტების საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

არყის ხის კვირტების კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნაღვლმდენი და შარდმდენი საშუალება, ფიტოპრეპარატები


არყის ხის კვირტები აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა
არყის ხის კვირტები შეიცავენ ეთერზეთებს (ბეტულენის მჟავას, ბეტულენს, ბეტულოლს და სხვა), მთრიმლავ ნივთიერებებს, საპონინებს, ჰიპეროზიდებს, კაროტინს, ასკორბინის და ნიკოტინის მჟავეებს.

ფარმაკოლოგიური თვისებები
მცენარეს გააჩნია სპაზმოლიზური, ზომიერად გამოხატული ნაღვლმდენი და შარდმდენი მოქმედება. გარდა ამისა, არყის ხის კვირტები ხასიათდება ანტისეპტიკური თვისებებით.

ჩვენებები
გამოიყენება, როგორც შარდმდენი, ნაღვლმდენი და სადეზინფექციო საშუალება. ეფექტურია გულის უკმარისობის დროს. არყის ხის კვირტების დიურეზული თვისებები განპირობებულია ფლავონოიდების შემცველობით. ეფექტურია ღვიძლის დაავადებების სამკურნალოდ კომპლექსურ თერაპიაში. მცენარე გამოიყენება სასუნთქი გზების დაავადებების (ლარინგიტი, ბრონქიტი, ტრაქეიტი) სამკურნალოდ, როგორც ანტისეპტიკური, ამოსახველებელი საშუალება.
არყის ხის კვირტები ფართოდ გამოიყენება კანის დაავადებებისას, კერძოდ კი, სხვადასხვა ფორმის ეგზემის სამკურნალოდ. ეფექტურია შესაზელად ნევრალგიური ტკივილების, მიოზიტების დროს. ართრიტების და რევმატიზმების შემთხვევაში გამოიყენება კომპრესების სახით

უკუჩვენება
თირკმლის უკმარისობის დროს მცენარე არ გამოიყენება, ვინაიდან მასში შემავალი ცვილისებრი ნივთიერებები აღიზიანებენ თირკმლის ქსოვილს

გამოშვების ფორმა: 30 გრ. მცენარე მუყაოს კოლოფში

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი კომპანია: ნატურფარმი, საქართველო

გაფრთხილება