აცეტილცისტეინი

აცეტილცისტეინი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აცეტილცისტეინის ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი წარმოადგენს მუკოლიზურ საშუალებას. იგი ათხელებს ნახველს, ზრდის მის მოცულობას, აადვილებს მის გამოყოფას და ამოხველების პროცესს. აცეტილცისტეინის მოქმედება დაკავშირებულია მასში შემავალი სულფჰიდრილური ჯგუფის თვისებასთან დაარღვიოს ნახველის მჟავე მუკოპოლისაქარიდების დისულფიდური კავშირები, რაც იწვევს მიკოპროტეინების დეპოლიმერიზაციას და ლორწოს სიბლანტის შემცირებას. იგი ინარჩუნებს აქტივობას ჩირქოვანი ნახველის არსებობისას.


აცეტილცისტეინი აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


ჩვენებები
პრეპარატი გამოიყენება სასუნთქი სისტემის ორგანოების დაავადებების დროს, რომელთა თანმხლებია ბლანტი და ჩირქოვანი ნახველი:
მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი;
ბაქტერიულ და/ან ვირუსული ინფექციებით გამოწვეული ტრაქეიტი;
პნევმონია;
ბრონქოექტაზური დაავადება;
ბრონქული ასთმა;
ატელექტაზი, რომელიც გამოწვეულია ბრონქების ობტურაციით ლორწოვანი საცობით;
მუკოვისციდოზის (კომბინირებული თერაპიის დროს), აგრეთვე ტრავმისა და ოპერაციის შემდგომ პერიოდში სასუნთქი გზებიდან ბლანტი სეკრეტის ევაკუაციისათვის და სინუსიტების დროს სეკრეციის შესამსუბუქებლად.

დოზირების რეჟიმი
მიღების წესი და დოზირება ინდივიდუალურია.
– 6 წლის ასაკის ზევით ბავშვებსა და მოზრდილებში პრეპარატი გამოიყენება პერორალურად 200 მგ-ის ოდენობით 2-3-ჯერ დღეში;
– 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში – 200 მგ 2-ჯერ დღეში, ან 100 მგ 3-ჯერ დღეში,
– 2 წლამდე ასაკის ბავშვებში 100 მგ 2-ჯერ დღეში.
– მოზრდილებში ინიშნება კუნთებში დოზით 300 მგ ერთხელ დღეში;
– ბავშვებში -150 მგ-მდე ერთხელ დღეში.
– ინჰალაციის სახით იგი გამოიყენება 300 მგ-ის ოდენობით დღეში.
– ბრონქების შიგნით ინსტილაციისათვის გამოიყენება დოზით 300 მგ დღეში, ხოლო ადგილობრივად, პროცედურის დროს – 150 მგ-დან 300 მგ-მდე (ყურის გარე გასავალში ჩასაწვეთებლად). გამოხატული სეკრეტოლიზური მოქმედების შემთხვევაში აწარმოებენ სეკრეტის ასპირაციას, ხოლო ინჰალაციის სიხშირესა და პრეპარატის სადღეღამისო დოზას ამცირებენ.

გვერდითი მოვლენები
იშვიათად – გულისრევა, ღებინება, კუჭის ავსების შეგრძნება, ცხვირიდან სისხლდენა, ურტიკარია, ყურებში შუილი. ძალიან იშვიათად – გულძმარვა, დისპეფსია.
აეროზოლური თერაპიის დროს: რეფლექსური ხველა, სასუნთქი გზების ადგილობრივი გაღიზიანება, იშვიათად – სტომატიტი.

უკუჩვენებები
*კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში;
* სისხლიანი ნახველი;
* ფილტვიდან სისხლდენა;
* ორსულობა;
* აცეტილცისცეინის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები
♦ პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ბრონქული ასთმით, ღვიძლისა და თირკმელების, აგრეთვე თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებების დროს.
♦ ბრონქული ასთმით შეპყრობილ პაციენტებში პრეპარატის გამოყენებისას აუცილებელია უზრუნველყოფილი იქნას ნახველის დრენაჟი.
♦ ახალშობილებში პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ სასიცოცხლო აუცილებლობის შემთხვევაში დოზით 10 მგ/კგ სხეულის წონის მიხედვით, ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ.
♦ აცეტილცისტეინთან კონრაქტის დროს აუცილებელია გამოვიყენოთ მინის ჭურჭელი. არ შეიძლება ლითონისა და რეზინის ნაწარმის, აგრეთვე ადვილად ჟანგვადი ნივთიერებების გამოყენება.
♦ აცეტილცისტეინი შეუთავსებადია ტეტრაციკლინთან, ამპიცილინთან, ერითრომიცინთან და ამფოტერიცინ B-სთან.

გაფრთხილება