აცც 200

აცც 200

აცც 200–ის ზოგადი ინფორმაცია

აცც 200. ACC 200. მუკოლიზური და ხველის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – აცეტილცისტეინი. Acetylcysteine. მწარმოებელი ფირმა – OTC – Sandoz (გერმანია).


აცც 200 აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


აცც 200–ის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

აცც 200. ACC 200 გამოდის შუშხუნა ტაბლეტის ფორმით. ერთი შუშხუნა ტაბლეტი შეიცავს 200 მგ აცეტილცისტეინს. სხვა კომპონენტებია: ასკორბინის მჟავა (C ვიტამინი), უწყლო ლიმონმჟავა (ფარმ. ევრ.), მაკროგოლი 8000, ნატრიუმის კარბონატი, ნატრიუმის ციკლამატი, ნატრიუმის წყალბადის კარბონატი, ნატრიუმის საქარინი, არომატიზატორები (შავი მოცხარი, ტყის ხილი).

აცც 200–ის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც აცც 200, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია აცც 200–ის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

აცც 200–ის ფასები ფარმადეპოში
აცც 200–ის  ფასები ავერსში
აცც 200–ის  ფასები psp-ში
აცც 200–ის ფასები სხვა აფთიაქებში

აცც 200–ის აქტიური ნივთიერება

აცეტილცისტეინი. Acetylcysteine. ქიმიური დასახელება –  N-აცეტილ-L-ცისტეინ (და ნატრიუმის მარილის სახით). ბრუტო–ფორმულა: C5H9NO3S. აცეტილცისტეინს მიაკუთვნებენ სეკრეტოლიტიკების და სასუნთქი გზების მოტორული ფუნქციის სტიმულატორების და  დეტოქსიკაციის საშუალებების (ანტიდოტების ჩათვლით) ჯგუფს. CAS-კოდი: 616-91-1.

სინონიმები

ასისტი 4% სიროფი (ASIST 4%, Bilim, თურქეთი), ასისტი კაფსულები (ASIST CAPSULES, Bilim, თურქეთი),  აცეტილცისტეინი (Acetylcysteine, Your Pharmacy, საქართველო),აცც  100 (ACC 100, NOVARTIS CONSUMER HEALTH S.A., გერმანია), აცც  ლონგი (ACC  Long, გერმანია, NOVARTIS CONSUMER HEALTH S.A.), აცც  ცხელი დასალევი (ACC Hot drink, NOVARTIS CONSUMER HEALTH S.A., გერმანია), რინოფლუიმუცილი (RINOFLUIMUCIL, PSP, იტალია), ფლუიმუცილი (FLUIMUCIL, PSP, შვეიცარია).

აცც 200–ის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • საჰაერო გზებში ბლანტი ლორწო
  • ხველა
  • სასუნთქი სისტემის დაავადებები

აცც 200–ის საფირმო აღწერიდან

ჩვენებები
ACC® გამოიყენება საჰაერო გზებშო ბლანტი ლორწოს გასათხიერებლად.
ACC® ნაჩვენებია ლორწოს დასაშლელად და ხველის შესამსუბუქებლად სასუნთქი დაავადებების შემთხვევაში ბლანტი ლორწოთი.
მიღების წესები და დოზები
ACC® 200 ყოველთვის მიიღეთ ექიმის დანიშნულებისამებრ. რაიმე ეჭვის არსებობისას მიმართეთ ექიმს.
თუ არ არსებობს ექიმის სხვა დანიშნულება, ჩვეული დოზა არის:
ასაკი საერთო დღიური დოზა (შუშხუნა ტაბლეტები)
2-5 წლის ასაკის ბავშვები ½ შუშხუნა ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში (დღეში 200-300 მგ აცეტილცისტეინის ექვივალენტური)
6-14 წლის ასაკის ბავშვების და მოზარდები 1 შუშხუნა ტაბლეტი დღეში ორჯერ (დღეში 400 მგ აცეტილცისტეინის ექვივალენტური)
14 წელს ზემოთ მოზარდები და უფროსები 1 შუშხუნა ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში (დღეში 400-600 მგ აცეტილცისტეინის ექვივალენტური)
მუკოვისციდოზის შემთხვევაში
6 წელს ზემოთ ბავშვები ღებულობენ 1 შუშხუნა ტაბლეტს 3-ჯერ დღეში (დღიური 600 მგ აცეტილცისტეინის ექვივალენტური).
2-6 წლის ბავშვები ღებულობენ ნახევარ შუშხუნა ტაბლეტს 4-ჯერ დღეში (დღიური 400 მგ აცეტილცისტეინის ექვივალენტური).
გამოყენების მეთოდი
ACC® 200 მიირეთ ჭამის შემდეგ.
შუშხუნა ტაბლეტი გახსენით 1 ჭიქა სასმელ წყალში და მთლიანად დაცალეთ ჭიქა.
გამოყენების ხანგრძლივობა
გამოყენების ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების ტიპსა და სიმძიმეზე, ხოლო გადაწყვეტილებას იღებს ექიმი.
ინფექციის პროფილაქტიკის მისაღწევად ქრონიკული ბრონქიტისა და მუკოვისციდოზის მკურნალობა უფრო ხანგრძლივად ხდება.
ACC® 200 – ს ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტი ეფექტის შემჩნევისას აუცილებლად მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენები
შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა პრეპარატის მსგავსად ACC® 200 – ს გამოყენებამაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყოველთვის.
გვერდითი მოვლენების სიხშირის შესაფასებლად გამოიყენება შემდეგ მონაცემები:
ძალიან ხშირი: 10 პაციენტიდან  > 1-ში
ხშირი: 10 პაციენტიდან  < 1-ში, თუმცა 100 პაციენტიდან >1-ში
არახშირი: 100 პაციენტიდან  < 1-ში, თუმცა 1000 პაციენტიდან >1-ში
იშვიათი: 1000 პაციენტიდა  < 1-ში, თუმცა 10,000 პაციენტიდან >1-ში
ძალიან იშვიათი: 10,000 პაციენტიდა  < 1-ში, ერთეული შემთხვევების ჩათვლით
გვერდითი მოვლენები
გენერალიზებული დაავადებები
არახშირი: ალერგიული რეაქციები (ქავილი, ჭინჭრის ციება, კანზე გამონაყარი, დისპნოე, გაძლიერებული გულისცემა და ჰიპოტენზია), თავის ტკივილი, ცხელება.
ძალიან იშვიათი : ანაფილაქსიური რეაქციები შოკის განვითარებამდეც კი.
სასუნთქი სისტემა
იშვიათი: დისპნოე, ბრონქოსპაზმი – უპირატესად პაციენტებში ჰიპერრეაქტიული ბრონქული სისტემით ბრონქული ასთმის შემთხვევაში.
საჭმლისმომნელებელი ტრაქტი
არახშირი: სტომატიტი, მუცლის ტკვილი, გულისრევა, ღებინება და ფაღარათი.
აცეტილცისტეინის მიღებასთან დაკავშირებული სისხლდენის განვითარება ძალიან იშვიათად აღინიშნება, ნაწილობრივ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების ფარგლებში.
საწინააღმდეგო ზომები
ჰიპერმგრძნობელობის პირველივე რეაქციების გამოვლენისთანავე, უნდა შევწყვიტოთ ACC® 200 – ს მიღება. ამ შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდით ექიმს.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის დამძიმების შემთხვევაში, ან ისეთი მოვლენის შემჩნევისას, რომელიც არ აღწერილი მოცემულ ინსტრუქციაში, გთხოვთ დაუკავშირდით ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენება
აცეტილცისტეინი ან ACC® 200-s ნებისმიერი კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
ვინაიდან ორსულ ქალებში აცეტილცისტეინის გამოყენების სათანადო გამოცილდება არ არსებობს, ორსულობის დროს ACC® 200 გამოიყენება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.
ძუძუთი კვება
დედის რძეში აცეტილცისტეინის გამოყოფის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. ამიტომ ACC® 200 ძუძუთი კვების დროს გამოიყენება მხოლოდ აბსოლუტური აუცილებლობის შემთხვევაში.
ნებისმიერი წამლის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
განსაკუთრებული მითითებები
აცეტილცისტეინის გამოყენებისას ძალიან იშვიათად შეიძლება განვითდეს კანის მძიმე რეაქციები, როგორებიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ლაიელის სინდრომი. კანისა და ლორწოვანის ცვლილებების ხელახალი განვითარების შემთხვევაში, აუცილებელია ექიმთან დაუყოვნელიბლივი კონსულტაცია აცეტილცისტეინის მიღების შეწყვეტა.
ACC® 200 – ს გამოყენება არ შეიძლება ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობის დროს, რათა თავიდან ავიცილოთ აზოტოვანი ნივთიერებების შემდგომი მიწოდება.
სიფრთხილეა საჭირო, ბრონქული ასთმის ან კუჭის ან ნაწლავების წყლულების არსებობისას ანამნეზში.
ბავშვები
ACC® 200-ს გამოყენება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში შესაძლებელია მხოლოდ ექიმტან კონსულტაციის შემდეგ, ვინაიდან ამ ასაკობრივ ჯგუფში პრეპარატის გამოყენების შესახებ საკმარისი გამოცდილება არ არსებობს.
აქტიური ნივთიერების მაღალი შემცველობის გათვალისწინებით, ACC® 200 არ გამოიყენება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში. პრეპარატები, აქტიური ნივთიერებების უფრო დაბალი შემცველობით მათტვის უფრო ხელსაყრელია.
ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
განსაკუთრებულ სიფრთხილეს არ საჭიროებს.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ACC® 200-ს ზოგიერთი კომპონენტის შესახებ
ერთი შუშხუნა ტაბლეტი შეიცავს 5.7 მმოლ (131.0 მგ) ნატრიუმს, რაც მხედველობაში მისაღები პაციენტებში უმარილო დიეტის დროს.
ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირების შემთხვევაში, შეიძლება განვითარდეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანება (მაგ. მუცლის ტკვილი, გულისრევა, ღებინება, ფაღარათი).
მიუხედავად ამისა, ინტოქსიკაციის მძიმე გვერდითი მოვლენები ან სიმპტომები არ აღინიშნება, ძლიერი ჭარბი დოზირების შემთხვევაშიც კი. ACC® 200-ით ჭარბ დოზირებაზე ეჭვის არსებობის შესახებ გთხოვთ აცნობოთ ექიმს.
ACC® 200 – ს დოზის გამოტოვების შემთხვევაში
თუ დაგავიწყდათ ACC® 200 – ს ერთი ტაბლეტის მიღება ან ძალიან ცოტა მიიღეთ, გთხოვთ განაგრძოთ ACC® 200 – ს მიღება დოზირების ინსტრუქციების მიხედვით.
ACC® 200 –მიღების შეწყვეტა
გთხოვთ ნუ შეწყვიტავთ ACC® 200 – თი მკურნალობას ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე. თქვენი დაავადება შეიძლება გამწვავდეს.
პროდუქტის გამოყენების შესახებ ნებისმიერი დამატებითი შეკითხვის არსებობისას, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ ან ადრე ღებულობთ რომელიმე სხვა პრეპარატს, ურეცეპტოდ გაცემული პრეპარატების ჩათვლით.
ხველის საწინააღმდეგო საშუალებები
ACC® 200-ს კომბინირებულმა გამოყენებამ ხველის საწინააღმდეგო საშუალებებთან შეიძლება გამოიწვიოს სახიფათო სეკრეტორული შეგუბება ხველის დაქვეითებული რეფლექსის გამო, ასე რომ ასეთი კომბინაციური მკურნალობისათვის აუცილებელია განსაკუთრებული დიაგნოზირება. ამ კომბინაციის გამოყენებამდე სავალდებულოა ექიმთან კონსულტაცია.
ანტიბიოტიკები
ექსპერიმენტულმა კვლევებმა უჩვენეს აცეტილცისტეინით გამოწვეული ანტიბიოტიკების (ტეტრაციკლინების, ამინოგლიკოზიდების, პენიცილინების) დაქვეითებული ეფექტი. უსაფრთხოების მიზნებისათვის, ანტიბიოტიკების მიღება ცალკე უნდა მოხდეს სულ მცირე 2 საათიანი ინტერვალით. ეს არ ეხება პრეპარატებს აქტიური ნივთიერებით ცეფიქსიმი ან ლორაკარბეფი. მათი მიღება შეიძლება აცეტილცისტეინთან ერთად.
შენახვის პირობები და ვადები
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
ნუ გამოიყეენებთ პრეპარატს მუყაოს კოლოფზე ან ტუბზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
შეინახეთ მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილოას. ინახება არა უმეტეს 30oC ტემპერატურის პირობებში. ტაბლეტის მიღების შემდეგ კარგად დაახურეთ ტუბს.