გამალატი B6

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

გამალატი B6-ის  საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

გამალატი B6-ის  კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: თავის ტვინის მეტაბოლიზმის გასაუმჯობესებელი საშუალებები


გამალატი B6 აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა
მაგნი გლუტამატ ბრომჰიდრატი 75მგ გამა-ამინო-ბუტირის მჟავა (GABA) 75მგ
გამა-ამინო-ბეტა-ჰიდროქსი-ბუტირიკ მჟავა (GABOB) 37მგ
ვიტამინი B6 37მგ
დანამატები Q.S.
ფარმაკოლოგიური თვისებები
გამალატი B6 ითვისებს რა თავისი აქტიური კომპონენტების: ცერებროტონური ამინომჟავების (GABA და GABOB), მსუბუქი სედატიურის (MGH) და კოენზიმ ვიტამინ B6
თვისებებს ახორციელებს თავის ტვინზე ენერგოტონურ და ნეირორეგულატორულ მოქმედებას.
ამნომჟავები და ვიტამინი მონაწილეობას ღებულობს ცერებრალურ მეტაბოლიზმში და ზრდის ნერვული უჯრედების ენერგეტიკულ პოტენციას. იგი აუმჯობესებს ინტელექტუალურ ხარისხს.
ჩვენებები
მოზრდილებში:
ფუნქციური ასთენიების შემთხევევბში:
-ემოციური არამდგრადობა (ლაბილურობა)
-კონცენტრაციის და მეხსიერების დაქვეითება
-დეპრესია და ნერვული მოშლილობანი
-ადაპტაციის უნარის დაქვეითება
მიღების წესები და დოზები
მოზრდილებში: 2 შემოგარსული ტაბლეტი 2-3 ჯერ დღეში;
უკუჩვენება
ალერგია ნებისმიერი კომპონენტებისადმი. მაღალი დოზების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს მსუბუქი დარღვევები კუჭის მხრივ, რაც თავისით ქრება დოზის შემცირებისთანავე.
ორსულობა და ლაქტაცია
საჭიროების შემთხვევაში მიიღება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
ჭარბი დოზირება
პრეპარატის არსებული იშვიათი ტოქსიკურობის სიმპტომების გამოვლინება მოსალოდნელი არ არის ზედმეტი დოზირების შემთხვევაშიც კი.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას
გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #20 და#60
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: მედიალი, ესპანეთი

გაფრთხილება