გვირილას ყვავილი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

გვირილას ყვავილის საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

გვირილას ყვავილის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ფიტოპრეპარატები. ანთების საწინააღმდეგო, სპაზმოლიზური საშუალება.


გვირილას ყვავილის სიტყვა  აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა

გვირილას ყვავილი შეიცავს ტერპენულ ლაქტონებს (მატრიცინს, მატრიკორეინს), ეთერზეთებს (0,1-0.5%), აზულენს, ფლავონოიდურ გლიკოზიდებს, კუმარინებს, ორგანულ მჟავებს.
ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი აღიზიანებს ნერვულ დაბოლოებებს, ავლენს სპაზმოლიზურ, ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკურ, სედაციურ და ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას. გააჩნია ნაღვლმდენი მოქმედება, იგი ამცირებს ნაწლავების სპაზმს. ეთერზეთები რამდენადმე აძლიერებენ და აღრმავებენ სუნთქვას, აწესრიგებენ გულის მუშაობის რითმს. აფართოებენ თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას.
ჩვენებები

გამოიყენება პირის ღრუს ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ (სტომატიტი, გინგივიტი, ტონზილიტი, ანგინა), აგრეთვე მწვავე და ქრონიკული გასტრიტის, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, კოლიტის, ენტეროკოლიტის, ღვიძლის და სანაღვლე გზების ანთებითი დაავადებებისას. ბუასილის, კოლიტის და ენტეროკოლიტის შემთხვევაში პრეპარატი გამოიყენება მიკროოყნების სახით.
გვერდითი მოვლენები
მცენარის მაღალი დოზით გამოყენებისას აღინიშნება თავის ტკივილი და საერთო სისუსტე
გამოშვების ფორმა: 30 გრ. და 50 გრ. მცენარე მუყაოს კოლოფში, 50 გრ. გრანული მოთავსებული ქილაში მუყაოს შეფუთვით
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: ნატურფარმი, საქართველო

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook