დერმობაქტერი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

დერმობაქტერის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტისეპტიკური საშუალება (დერმატოლოგია).


დერმობაქტერი აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ხსნარი გარეგანი გამოყენებისათვის: ფლაკონში 125 მლ და 300 მლ.
ხსნარის შემადგენლობაშია: ბენზალკონიუმის ქლორიდის ხსნარი 0.985 გ (შეესაბამება ბენზალკონიუმის ქლორიდის 0.500 გ), ქლორჰექსიდინის დიგლუკონატის ხსნარი 1.065 გ (შეესაბამება ქლორჰექსიდინის დიგლუკონატს 0.20 გ).
ალკილდიმეთილბეტაინის 30% ხსნარი, ეთილენის ოქსიდის და პროპილენის ოქსიდის კოპოლმერი q. s. q.  100 მლ.

ჩვენებები:
გამოიყენება ინფიცირებული კანისა და ლორწოვანი გარსის დაავადების მკურნალობისას და მათი დაინფიცირებისაგან პროფილაქტიკის მიზნით.

მიღების წესები და დოზირება:
გამოიყენება განზავებული ან განუზავებელი ხსნარი 1-2-ჯერ დღეში. ლორწოვანი გარსების ადგილობრივად დამუშავებისას გამოიყენება 1:10 განზავებული ხსნარი.
ხსნარი განაზავეთ უშუალოდ გამოყენების წინ, ვინაიდან განზავებული ხსნარი არ ინახება. გამოყენების შემდეგ აუცილებელია ხსნარის ჩამობანვა.  დაიცავით ექიმის ან ფარმაცევტის მითითებები.
გამოიყენება მხოლოდ გარეგანად, არ გადაყლაპოთ.
მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი ან ფარმაცევტი.

გვერდითი მოვლენები:
სიმშრალის შეგრძნება კანსა და ლორწოვანზე, რომელიც ქრება ხსნარის ჩამობანვის შემდეგ.
შესაძლებელია მსუბუქი გაღიზიანება გამოყენების დასაწყისში.
შესაძლებელია კონტაქტური ეკზემის განვითარება.
გამოყენების ინსტრუქციაში აღნიშნული გვერდითი მოვლენების გამოვლინების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები:
*მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ, განსაკუთრებით ქლორჰექსიდინის (ან მისი მსგავსი) ან ბენზალკონიუმის ქლორიდის (მეოთხეული ამონიუმის ნაერთების) მიმართ.
*უფრთხილდით თვალსა და ყურში მოხვედრას.
*არ გამოიყენება სამედიცინო და ქირურგიული ხელსაწყოების სადეზინფექციოდ. ინფორმაცისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა და ლაქტაცია:
არ გამოიყენოთ ხსნარი ძუძუთი კვების დროს. ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს რჩევისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

განსაკუთრებული მითითებები:
გამოიყენება მხოლოდ გარეგანად. პრეპარატის კანიდან შეწოვა არ არის მაღალი, მაგრამ არ არის გამორიცხული სისტემური მოქმედების რისკი. სისტემური მოქმედება შესაძლებელია დაზიანებული კანის (მაგალითად დამწვრობა) და ლორწოვანის ფართო უბანზე ხმარებისას და აგრეთვე დღენაკლი ან დროული ახალშობილის კანზე გამოყენებისას.
დაიცავით ბოთლი დაბინძურებისაგან, არ დატოვოთ ხანგრძლივად გახსნილ მდგომარეობაში. ვინაიდან შესაძლებელია მისი მიკრობული დაბინძურება, კერძოდ დიდი მოცულობის ფლაკონები (2500 მლ და მეტი).

ჭარბი დოზირება: აღწერილი არ არის.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
პრეპარატის გამოყენება სხვა ანტისეპტიკურ საშუალებებთან და ჩვეულებრივ საპონთან ერთად (შეუთავსებლობის და ეფექტურობის დაქვეითების რისკი) არ არის რეკომენდებული. დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 4-250C ტემპერატურაზე, მშრალ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

მწარმოებელი: Laboratoire INNOTECH INTERNATIONAL, INNOTHERA CHOUZY,საფრანგეთი

გაფრთხილება