დიკლაკი გელი

დიკლაკი გელი

დიკლაკი გელის ზოგადი ინფორმაცია

დიკლაკი გელი. Diclac Gel. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების – ფენილძმარჟავას წარმოებულების ჯგუფის სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – დიკლოფენაკის ნატრიუმი. Diclofenac sodium. ათქ.კლასიფიკაციის კოდი – M02AB. მწარმოებელი ფირმა – Sandoz (გერმანია).

დიკლაკი გელის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

დიკლაკი გელი. Diclac Gel გამოდის 5% 50გ გელის ფორმით ტუბში. 1გ შეიცავს 50მგ ნატრიუმის დიკლოფენაკს.დამხმარე ნივთიერებებია: იზოპროპანოლი, გაფილტრული წყალი, მიკროგოლ-7-გლიცეროლ კოკოატი, ჰიპრომელოზა, არომატიზატორის ზეთი „Bouquet“ WN 4507.

დიკლაკის (გელი) ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

დიკლაკის (გელი) ფასები ფარმადეპოში
დიკლაკის (გელი) ფასები ავერსში
დიკლაკის (გელი) ფასები psp-ში
დიკლაკის (გელი) ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც დიკლაკი (გელი) , იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია დიკლაკის (გელი) ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ   mpifarm@gmail.com

აქტიური ნივთიერება

დიკლოფენაკის ნატრიუმი. Diclofenac sodium.

დიკლაკი გელის სინონიმები

დიკლაკი (Diclac, NOVARTIS CONSUMER HEALTH S.A., გერმანია), დიკლობერლი  N75 (Dicloberl  N75, Berlin-Chemie Menarini,  გერმანია), დიკლობერლი  რეტარდი (Dicloberl  retard, Berlin-Chemie Menarini, გერმანია), დიკლო-დენკი 100 რეტარდი (Diclo-Denk 100 Retard, Denk Pharma, გერმანია), დიკლო-დენკი 100 რექტალი (Diclo-Denk 100 Rectal, Denk Pharma, გერმანია), დიკლო-დენკი 50 (Diclo-Denk 50, Denk Pharma, გერმანია), დიკლო-დენკი 75 ინექცია (Diclo-Denk 75 Injection, Denk Pharma, გერმანია), დიკლოფეროლი (DIKLOFEROL, AVERSI, საქართველო), დიკლოფეროლი N (DIKLOFEROL N, AVERSI, საქართველო).

დიკლაკი გელის პრეპარატის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • სახსრების დეგენერაციული დაავადებები
  • ართროზები მუხლის სახსრის
  • ტენდინიტი
  • ტენდოვაგინიტი
  • ნეიროპათია მხრის წნულის
  • ანთება კუნთების
  • ანთება სახსრების
  • ტრავმები სპორტული
  • ტრავმები საყოფაცხოვრებო
  • მყესების დაჭიმვა
  • დაჟეჟილობა
  • შეშუპება

დიკლაკი გელის საფირმო აღწერიდან

ფარმაკოლოგიური თვისებები
დიკლაკ გელი – არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა გარეგანი გამოყენებისათვის ფენილძმარმჟავას წარმოებულების ჯგუფიდან. პრეპარატს გააჩნია გამოხატული ადგილობრივი ანტირევმატული ანალგეზიური და ანთების საწინააღმდეგო თვისებები, რომლებიც განპირობებულია პროსტაგლანდინების – ტკივილის და ანთების მედიატორების სინთეზის დათრგუნვით. დიკლოფენაკის გამოყენება ხელს უწყობს მოძრაობის სიფართის გაზრდას დაზიანებულ სახსრებში, ტკივილის შემცირებას მოსვენებისას და მოძრაობისას.
ჩვენებები
ტკივილის, ანთების და შეშუპების მოსახსნელად შემდეგ შემთხვევებში:
– სახსრების დეგენერაციული დაავადებები (მუხლის სახსრების ართროზები და სხვა სახსრების დაზიანებები);
– რბილი ქსოვილების რევმატიული დაავადებები (ტენდინიტი და ტენდოვაგინიტი, მხრის წნულის ნეიროპათია, კუნთების და სახსრების ანთება);
– სპორტული, საყოფაცხოვრებო და სხვა ტრავმები (მყესების დაჭიმვა, დაჟეჟილობა, შეშუპება).
მიღების წესები და დოზები
ჩვეულებრივ დაიტანება დიკლაკის გელის 2-4გ (გელის ხაზი 4-8სმ) სხეულის დაზიანებულ ნაწილზე 2-3-ჯერ დღეში თხელ ფენად და მსუბუქად შეიზილება. დიკლაკის გელი შეიძლება გამოვიყენოთ იონოფორეზთან ერთად. ელექტროთერაპიის ეს ფორმა აძლიერებს პრეპარატის შეწოვას კანის მეშვეობით. დიკლაკის გელი დაიტანება უარყოფით პოლუსზე (კათოდი).
მკურნალობის ხანგრძლივობა – 10-14 დღე.
გვერდითი მოვლენები
გვერდითი მოვლენები ვითარდება იშვიათად და სწრაფად ქრება პრეპარატის გამოყენების შეწყვეტის შემდეგ.
ადგილობრივი გვერდითი მოვლენები
ზოგჯერ აღინიშნება რეაქციები კანის მხრივ (ქავილი, ჰიპერემია, ეკზანთემა, წვის შეგრძნება, სიმშრალე და დესქვამაციის დარღვევა).
სისტემური გვერდითი მოვლენები
შეიძლება განვითარდეს გელის მაღალი დოზებით გამოყენებისას, ან მისი წასმისას კანის დიდ ფართობზე. არსებობს ცნობები ცალკეულ შემთხვევებში კუჭ-ნაწლავის აშლილობის, გენერალიზებული ეკზანთემის, მომატებული მგრძნობელობის რეაქციების – სახის შეშუპების სახით (ანგიონევროზული შეშუპება) და დისპნოეს, ასევე ფოტომგრძნობელობის განვითარების შესახებ.
ამ ან სხვა არასასურველი მოვლენის გამოვლენისას შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს!
უკუჩვენება
დიკლაკის გელის გამოყენება არ არის რეკომენდებული პრეპარატის კომპონენტებისადმი ან სხვა არასტრეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებისადმი მომატებული მგრძნობელობისას; კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებისას გამწვავების სტადიაში; 6 წლამდე ასაკის ბავშვების სამკურნალოდ; ორსულობის ბოლო ტრიმესტრში.
უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას
პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში ჰქონდათ ასთმის შეტევები, კანის ალერგიული რეაქციები, ალერგიული რინიტი გამოწვეული ანალგეტიკების მოხმარებით ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ადგილობრივი გამოყენებით, დიკლაკის გელის გამოყენება დასაშვებია გართულებების შესაძლო რისკის და მოსალოდნელი სარგებელის გულმოდგინე შეფასებით.
არ არის რეკომენდებული პრეპარატის წასმა ღია ჭრილობებზე. თავი უნდა აარიდოთ პრეპარატის მოხვედრას თვალში და ლორწოვან გარსზე. არ წაისვათ დამწოლი ნახვევის ქვეშ.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის პერიოდში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოების შესახებ ცნობების არ არსებობის გათვალისწინებით, დიკლაკის გელის გამოყენება ორსულობის პირველი 6 თვის განმავლობაში შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი დედისათვის აღემატება ნაყოფისათვის პოტენციურ რისკს. უკუნაჩვენებია დიკლაკის გელის გამოყენება ორსულობის ბოლო ტრიმესტრში, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში და დიდ ფართობზე.
ძუძუთი კვება
დიკლოფენაკი მცირე რაოდენობით გადის დედის რძეში. თავი უნდა აარიდოთ პრეპარატის გამოყენებას კანის დიდ უბანზე და ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ადგილობრივი გამოყენებისას ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან დღეისთვის არ არის გამოვლენილი.
შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატის ვარგისიანობის ვადა არის 3 წელი.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ
. შეფუთვა გელი 50გ ტუბში, მოთავსებული მუყაოს ყუთში.
აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III (გაცემის რეჟიმი ურეცეპტოდ).