დისფლატილი

  • თურმანიძის მალამოები

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

დისფლატილის საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): სიმეტიკონი/simethicone

დისფლატილის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნაწლავებში აირწარმომქნის შემამცირებელი პრეპარატები


დისფლატილი აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა
შემადგენლობა 1 მლ შეიცავს
აქტიური კომპონენტი:
სიმეტიკონი (აქტივირებული პოლიდიმეთილსილოქსანი) 40.00მგ
კონსერვანტი
ბენზოის მჟავა 1.00მგ
ნატრიუმ ბენზოატი 1.00მგ
დამხმარე ნივთიერებები:
პოლიოკსიეთილენი (2) სტეარატი, პოლიოკსიეთილენი (20) სტეარატი, ნატრი სახარინატი, აპომატული დანამატი (ანანასი) გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
დისფლატილის წვეთების აქტიური კომპონენტი სიმეტიკონი წარმოადგენს სილიციუმის შემცველ ზედაპირული მოქმედებისა და ქაფისჩამქრობ საშუალებას. თავისი ფიზიკურ-ქიმიური თვისებების წყალობით ინერტული ნივთიერებაა, რომელიც არატოქსიურია და არ აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის უჯრედის მემბრანის მიერ. სიმეტიკონი შლის გაზის ბუშტუკებს ფიზიკური ზემოქმედების გზით, ცვლის მათ ზედაპირულ დაჭიმულობას და იწვევს მათ დაშლას. ამ მოქმედების წყალობით სიმეტიკონი გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოჭარბებული გაზწარმოქმნისას. გამოთავისუფლებული გაზი შემდეგ გამოიყოფა ბუნებრივი გზით.
ჩვენებები
დისფლატილის წვეთები გამოიყენება ყველა სახის მოჭარბებული გაზწარმოქმნის შემთხვევებში და კუჭ-ნაწლავის ტრაქტში აირების დაგროვებისას: ყურ-ყური, მუცლის შებერილობა, მეტეორიზმი (მათ შორის პოსტოპერაციულიც), აეროფაგია. დისფლატილის წვეთების გამოყენება ამცირებს გადავსების შეგრძნებასა და მუცლის დაჭიმულობას.
ექიმის დანიშნულებით დისფლატილის წვეთები გამოიყენება ენდოსკოპიური, რენტგენოლოგიური, ულტრაბგერითი პროცედურებისთვის მოსამზადებლად და ასევე კუჭის და/ან ნაწლავების ტრაქტის სონოგრაფიული გამოკვლევებისას საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან გაზების და ჰაერის გამოდევნის მიზნით.
მიღების წესები და დოზები
სიმპტომური მკურნალობა.
მოზრდილები: 25-50 წვეთი, მცირე რაოდენობით წყლის მიყოლებით ყოველი კვების შემდეგ და ძილის წინ.
ბავშვები 6-დან 15 წლამდე 25-50 წვეთი, მცირე რაოდენობით წყლის მიყოლებით ყოველი კვების შემდეგ და ძილის წინ.
ახალშობილები და ბავშვები 6 წლამდე; 10-15 წვეთი 2-3-ჯერ დღეში ჭამის დროს ან შემდეგ (ჩვილებისათვის ჩასხმული ბოთლში)
პროფილაქტიკური მიღება კუჭისა და/ან ნაწლავების გამოკვლევებისათვის მოსამზადებლად.
50 წვეთი 3-4-ჯერ დღეში გამოკვლევებამდე წინა 2 დღის განმავლობაში, 50 წვეთი დილით უზმოთ გამოკვლევის დღეს და 50 წვეთი უშუალოდ გამოკვლევის წინ..
გამოყენებამდე აუცილებელია ფლაკონი კარგად შეინჯღრეს!
გვერდითი მოვლენები
რადგანაც დისფლატილის წვეთების აქტიური კომპონენტი – სიმეტიკონი არ აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და გამოიყოფა ორგანიზმიდან შეუცვლელი სახით, პრეპარატი ითვლება უსაფრთხოდ და არ ავლენს გვერდით მოვლენებს.
ერთეულ შემთხვევებში შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
უკუჩვენება
1. ნაწლავთა გაუვალობა, მიმდინარე ძლიერი კოლიკითა და ღებინებით. ამ შემთხვევასი აუცილებელია ექიმის სასწრაფო კონსულტაცია.
2. პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა.
განსაკუთრებული მითითებები
1. დისფლატილის წვეთების მიღება დიაბეტით დაავადებულებში.
დისფლატილის წვეთები არ შეიცავს შაქარს.Pპრეპარატი შეიცავს სინთეზურ შაქრის შემცვლელს ნატრიუმის საქარინატს. ამის გამო პრეპარატის მიღება შესაძლებელია დიაბეტით დაავადებულებში.
2. დისფლატილის წვეთების მიღება ორსულობისა და ლაქტაციის დროს.
ორსულებმა და მეძუძურმა ქალებმა უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე ჯობს საერთოდ თავი შეიკავონ სამკურნალო პრეპარატების მიღებისაგან, ან მიმართონ მკურნალ ექიმს.
სპეციალური გამოკვლევები არ ჩატარებულა არც ადამიანებში, არც ცხოველეში.
რადგანაც პრეპარატის აქტიური ნივთიერება სიმეტიკონი არ აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და გამოიყოფა შეუცვლელი სახით, ამიტომ დისფლატილის წვეთების მიღება ორსულობისას არ ახდენს ზეგავლენას ნაყოფის განვითარებაზე და ძუძუთი კვებისას არ აღწევს დედის რძეში.
3. დისფლატილის მიღება მექანიზმებთან მუშაობისას და ავტოტრანსპორტის მართვის დროს.
პრეპარატი არ ახდენს სისტემურ ზემოქმედებას ორგანიზმზე და შეიძლება გამოიყენებოდეს ავტოტრანსპორტის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის დროს.
4. დისფლატილის წვეთების მიღება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან და საკვებ პროდუქტებთან ერთად.
არ საჭიროებს უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზომებს სხვა სამკურნალო საშვალებებთან და საკვებ პროდუქტებთან ერთად მიღებისას. (მათ შორისაა ჩაი, ყავა, ალკოჰოლური სასმელები)
5. თუ თქვენ უჩივით რაიმე დაავადებას და მიდრეკილი ხართ ალერგიული რეაქციებისადმი,.მაშინ წინასწარ უნდა მიმართოთ კონსულტაციისათვის ექიმს.
6. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გახანგრძლივებული და განმეორებადი მოშლილობების დროს აუცილებელია დადგინდეს ამ მოვლენების გამომწვევი მიზეზი. აქ შეიძლება საქმე ეხებოდეს არასწორ კვებას ან არასაკმარის მოძრაობით აქტივობას. ასევე თუ ადგილი აქვს ორგანულ დარღვევებსა და დარღვევებს ნერვული სისტემის მხრიდან, ყველა ჩამოთვლილის შემთხვევაში აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.
ჭარბი დოზირება
დღევანდლამდე არ არის დაფიქსირებული პრეპარატის დოზის გადაჭარბების შენთხვევები
შენახვის პირობები და ვადები
შენახვის ვადა 5 წელი. არ გამოიყენოთ შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ.
შენახვის პირობები
ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 15-25ºC ტემპერატურაზე.
გამოშვების ფორმა: 40 მგ/1მლ ფლაკონი 30მლ
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი კომპანია: მედა ფარმაცევტიკალს

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook