nostalgia

მკურნალობა უცხოეთში


ენტეროჯერმინა

ენტეროჯერმინას ზოგადი ინფორმაცია

ენტეროჯერმინა. ENTEROGERMINA. ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის მარეგულირებელი პრეპარატების ჯგუფის სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – Bacillus clausii. ათქ.კლასიფიკაციის კოდი – A07FA 49. მწარმოებელი ფირმა – სანოფი ავენტისი (საფრანგეთი).

ენტეროჯერმინას შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ენტეროჯერმინა. ENTEROGERMINA გამოდის 5 მლ სუსპენზიის ფორმით ფლაკონში.

ენტეროჯერმინას ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ენტეროჯერმინას ფასები ფარმადეპოში
ენტეროჯერმინას ფასები ავერსში
ენტეროჯერმინას ფასები psp-ში
ენტეროჯერმინას ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც ენტეროჯერმინა, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია ენტეროჯერმინას ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

ენტეროჯერმინას საფირმო აღწერიდან

ენტეროჯერმინას ფარმაკოლოგიური თვისებები

ენტეროჯერმინას ფარმაკოდინამიკური თვისებები:

ენტეროჯერმინა® წარმოადგენს კუჭ-ნაწლავისათვის დამახასიათებელი ნორმალური ორგანიზმების Bacillus clausii – ის სპორების სუსპენზიის შემცველ პრეპარატს, რომელთაც არ ახასიათებთ არავითარი დაავადების გამომწვევი მოქმედება. ორალური გზით მისაღები Bacillus clausii – ის სპორები, მათთვის დამახასიათებელი როგორც ქიმიური, ასევე ფიზიკური საშუალებების მიმართ მაღალი რეზისტენტულობის გამო, ლახავენ კუჭის წვენის ბარიერს და აღწევენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, სადაც ისინი გარდაიქმნებიან მეტაბოლიზმის მხრივ აქტიურ ვეგეტატიურ უჯრედებად. ენტეროჯერმინა®-ის მიღება ხელს უწყობს სხვადასხვა წარმოშობის დისბაქტერიოზით ჩატარებული მკურნალობის კურსის განმავლობაში დარღვეული კუჭ-ნაწლავის მიკრობული ფლორის აღდგენას, Bacillus clausii – ის მოქმედების წყალობით. გარდა ამისა, Bacillus clausii – ს შეუძლია სხვადასხვა ვიტამინების, განსაკუთრებით კი B ჯგუფის ვიტამინების წარმოება. იგი ხელს უწყობს ანტიბიოტიკებითა და ქიმიოთერაპიული საშუალებებით გამოწვეული დევიტამინოზის კორექციას. ენტეროჯერმინა® შესაძლებელს ხდის არასპეციფიური ანტიგენური და ანტიტოქსიკური მოქმედების განხორციელებას, რაც მჭიდროდ არის დაკავშირებული Bacillus – ის მეტაბოლურ მოქმედებასთან. ანტიბიოტიკების მიმართ ხელოვნურად გამოწვეული ჰეტეროლოგიურ რეზისტენტულობასთან ერთად, იგი უზრუნველყოფს თერაპიული ბაზის შექმნას კუჭ-ნაწლავის მიკრობული ფლორის დარღვევის პრევენციის მიზნით, რაც თან ახლავს განსაკუთრებით ფართო სპექტრის ანტიბიოტიკების სელექციურ მოქმედებას ან აღადგენს მის ბალანსს. ანტიბიოტიკების მიმართ გამოხატული რეზისტენტობის გამო, ენტეროჯერმინა®-ის მიღება ხდება ანტიბიოტიკის ორ დოზას შორის არსებულ ინტერვალში. ანტიბიოტიკის მიმართ რეზისტენტობა ვრცელდება პენიცილინზე, ცეფალოსპორინებზე, ტეტრაციკლინზე, მაკროლიდებზე, ამინოგლიკოზიდებზე, ნოვობიცინზე, ქლორამფენიკოლზე, თიამფენიკოლზე, ლინკომიცინზე, იზონიაზიდზე, ციკლოსერინზე, რიფამპიცინზე, ნალიდიქსის მჟავასა და პიპემიდინის მჟავაზე

ენტეროჯერმინას მიღების წესები და დოზები

მოზრდილები: 2-3 ფლაკონი დღეში, ბავშვები: 1-2 ფლაკონი დღეში; ჩვილები: 1-2 ფლაკონი დღეში, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ექიმი სხვაგვარად განსაზღვრავს. პრეპარატი მიიღება რეგულარული ინტერვალებით (3-4 საათი), ფლაკონის შიგთავსის განზავებით დამტკბარ წყალში, რძეში, ჩაისა თუ ფორთოხლის წვენში.

ენტეროჯერმინას გვერდითი მოვლენები

ენტეროჯერმინა გამოყენებასთან დაკავშირებით დღემდე არავითარი გვერდითი მოვლენა არ გამოვლენილა.

ენტეროჯერმინას უკუჩვენებები

პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ დადგენილი მომატებული მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთდროულ მიღებასთან დაკავშირებით ურთიერთქმედების თაობაზე მონაცემები ცნობილი არ არის.

ენტეროჯერმინას ჭარბი დოზირება

დღემდე ჭარბი დოზირების კლინიკური მაჩვენებლები არ გამოვლენილა.

ენტეროჯერმინას სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთდროულ მიღებასთან დაკავშირებით ურთიერთქმედების თაობაზე მონაცემები ცნობილი არ არის

ენტეროჯერმინას შენახვის პირობები და ვადები

ენტეროჯერმინა ინახება 30°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე

ენტეროჯერმინას გაცემის წესი

ურეცეპტოდ

Comments are closed.

დარგობრივი საიტები

vaka