ერსეფურილი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ნიფუროქსაზიდი/nifuroxazide

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტიმიკრობული საშუალება.
ათქ კლასიფიკაციის
კოდი A07AX03
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
კაფსულები: ბლისტერზე 14 კაფს., შეფუთვაში 2 ბლისტერი.
1 კაფს.
ნიფუროქსაზიდი………200 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
საქაროზა 72.0 მგ, მაგნიუმის სტეარატი 1.8 მგ, სიმინდის სახამებელი 361.8 მგ-მდე.
კაფსულის გარსის შემადგენლობა:
ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი (E 171), ყვითელი რკინის ოქსიდი (E 172).

ფარმაკოლოგიური თვისებები
სხვა ნიტროფურანების მსგავსად მიკროორგანიზმების უჯრედებში აბლოკირებს ზოგიერთ ჟანგვა-აღდგენით ენზიმურ რეაქციებს. თერაპიულ დოზებში გამოყენების შემთხვევაში ახდენს ბაქტერიოსტატიკურ მოქმედებსას, ხოლო მაღალ დოზებში აქვს ბაქტერიოციდური მოქმედებაც. აქტიურია გრამდადებითი (შტაპჰყლოცოცცუს, შტრეპტოცოცცუს, ჩლოსტრიდიუმ) და გრამუარყოფითი (E.ცოლი, შალმონელლა, შჰიგელლა, Kლებსიელლა, Eნტერობაცტერ, Vიბრიო ცჰოლერაე) მიკროორგანიზმების მიმართ. არ ახდენს ზეგავლენას საპროფიტულ ფლორაზე (არ იწვევს დისბაქტერიოზს). პრეპარატის მიმართ ბაქტერიული შტამების რეზისტენტობა არ ვითარდება.
ფარმაკოკინეტიკა
კუჭში პრაქტიკულად არ შეიწოვება და მოქმედებს ნაწლავის სანათურში.
ჩვენებები
მწვავე ბაქტერიული დიარეა.
დოზირების რეჟიმი
შიგნით, მოზარდები – 1 კაფს. (200 მგ) 4-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი – არა უმეტეს 7 დღისა.
გვერდითი მოვლენები
ძალიან იშვიათად შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა (მ.შ. ნიტროფურანის სხვა წარმოებულების მიმართ);
ახალშობილები (1 თვემდე).
განსაკუთრებული მითითებები
საჭიროების შემთხვევაში, აუცილებელია ჩატარდეს რეჰიდრატაცია. შესაყვანი სითხის მოცულობა და შეყვანის წესი (შიგნით, ი/ვ) უნდა შეესაბამებოდეს დიარეის ხარისხს, ავადმყოფის ასაკს და კლინიკურ მდგომარეობას.
ინფექციური დიარეის შემთხვევაში აუცილებელია სისტემატური ანტიბაქტერიული თერაპია. არ შეიძლება პრეპარატის დანიშვნა საქაროზადამშლელი ფერმენტის თანდაყოლილი დეფიციტის მქონე პაციენტებში (ახალშობილთა სუსპენზიის გამოყენების შემთხვევაში).
შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 30°C ტემპერატურაზე, მშრალ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა
– 5 წელი.
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.
გამოშვების ფორმა:
200მგ კაფსულა #28
მწარმოებელი: Sanofi-Wintrop Industrie, საფრანგეთი

გაფრთხილება