ესრამი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ესციტალოპრამი/ESCITALOPRAM

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტიდეპრესანტები;  სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები.
შემადგენლობა
ესრამი 10 მგ შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 10 მგ ესციტალოპრამის ექვივალენტურ ესციტალოპრამის ოქსალატსა და ტიტანის დიოქსიდს საღებავი ნივთიერების სახით.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
– ადრენორეცეპტორები, ჰისტამინური H1, მუსკარინული ქოლინერგული, ბენზოდიაზეპინური და ოპიოიდური რეცეპტორები. b–ესციტალოპრამი სეროტონინის (5-HT) უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორია. 5-HT უკუმიტაცების ინჰიბირება მოქმედების ერთადერთი სავარაუდო მექანიზმია, რომელიც ესციტალოპრამის ფარმაკოლოგიურ და კლინიკურ ეფექტებს განაპირობებს. ესციტალოპრამს ძალიან დაბალი აფინენტურობა გააჩნია რიგი რეცეპტორების მიმართ, როგორებიცაა 5-HT1A, 5-HT2, DA D1 და D2 რეცეპტორები, α1-, α2-,
მიჩნეულია, რომ ესციტალოპრამის ანტიდეპრესანტული მექანიზმი დაკავშირებულია ცენტრალურ ნერვულ სისტემაში (ცნს) სეროტონერგული აქტივობის გაძლიერებასთან, რაც გამოწვეულია სეროტონინის (5-HT) ცნს-ის ნეირონული უკუმიტაცების ინჰიბირებით. ცხოველებზე ჩატარებული in vitro და in vivo კვლევები ცხადჰყოფენ, რომ ესციტალოპრამი სეროტონინის უკუმიტაცების ძლიერ სელექტიური ინჰიბიტორია (SSRI), ნორეპინეფრინისა და დოფამინის ნეირონულ უკუმიტაცებაზე მინიმალური ეფექტით. ესციტალოპრამი სულ მცირე 100-ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე R- ენანტიომერი 5-HT უკუმიტაცების ინჰიბირებასა და (5-HT) ნეირონული ინჰიბირების სიჩქარესთან მიმართებაში. ესციტალოპრამი ასევე არ უკავშირდება, ან ძალიან დაბალი აფინენტობა გააჩნია სხვადასხვა იონური არხების მიმართ, როგორიცაა Na+, K+,Cl- და Ca++ არხები. მუსკარინული, ჰისტამინერგულ და ადრენერგულ რეცეპტორებთან ანტაგონიზმს სავარაუდოდ უკავშირდება სხვა ფსიქოტროპული სამკურნალო საშუალებებისათვის დამახასიათებელი ანტიქოლინერგული, სედაციური და გულსისხლძარღვოვანი გვერდითი მოვლენები.
ფარმაკოკინეტიკა:
შეწოვა თითქმის სრულია და არ არის დამოკიდებული საკვების მიღებაზე. მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის საშუალო დრო (საშუალო Tmax) მრავალჯერადი დოზირებიდან 4 საათია.
ესციტალოპრამისა და მისი მთავარი მეტაბოლიტებისათვის პლაზმის ცილებთან შეკავშირება 80%-ზე დაბალია. ესციტალოპრამი მეტაბოლიზდება ღვიძლში დემეთილირებულ და დიდემეთილირებულ მეტაბოლიტებად. ორივე ფარმაკოლოგიურად აქტიურია.
ეს არის ხაზოვანი ფარმაკოკინეტიკა. წონასწორული პლაზმური დონე დაახლოებით ერთ კვირაში მიიღწევა. მრავალჯერადი დოზირების შემდეგ ნახევრადდაშლის პერიოდი T1/2 დახლოებით 30 სთ–ია. ხოლო პერორალური პლაზმური კლირენსი (Cloral) დაახლოებით არის 0.61 ლ/წთ. ესციტალოპრამი და ძირითადი მეტაბოლიტები გამოიყოფიან ღვიძლისა და თირკმლის გზებით, დოზის უდიდესი ნაწილი შარდში მეტაბოლიტების სახით გამოიყოფა
ჩვენებები:
ღრმა დეპრესიული მოვლენების მკურნალობა.
პანიკური დარღვევები (აგორაფობიით ან მის გარეშე) მკურნალობა.
სოციალური შფოთვის დაავადების მკურნალობა (სოციალური ფობია). შფოთვის დაავადების მკურნალობა.
აკვიატებულ-კომპულსური დაავადებების მკურნალობა.
მიღების წესები და დოზები:
ესრამი მიიღება დღეში ერთხელ, საკვებთან ერთად ან საკვების გარეშე. 20 მგ-ზე მეტი დღიური დოზის უსაფრთხოება არ არის დადგენილი.
ღრმა დეპრესიული ეპიზოდები :
ჩვეული დოზა არის 10 მგ დღეში ერთხელ. პაციენტის ინდივიდუალური შედეგის მიხედვით, დოზა შეიძლება, გაიზარდოს დღეში მაქსიმუმ 20 მგ-მდე. ანტიდეპრესანტული ეფექტის მისაღებად ჩვეულებრივ 2-4 კვირა არის საჭირო. სიმპტომების მოხსნის შემდეგ, შედეგის გასამყარებლად სულ მცირე 6 თვიანი მკურნალობა არის საჭირო.
პანიკური აშლილობანი აგორაფობიით ან აგორაფობიის გარეშე :
პირველი კვირის განმავლობაში რეკომენდებულია საწყისი დოზა 5 მგ, რომელიც შემდგომ შეიძლება, გაიზარდოს 10 მგ-მდე დღეში. დოზა კიდევ შეიძლება, გაიზარდოს დღეში მაქსიმუმ 20 მგ-მდე, პაციენტის პასუხის მიხედვით. მაქსიმალური ეფექტურობა მიიღწევა დაახლოებით 3 თვის შემდეგ. მკურნალობა რამდენიმე თვე გრძელდება.
სოციალური შფოთვა :
ჩვეული დოზა არის 10 მგ დღეში ერთხელ.
დოზა შემდგომში შეიძლება, გაიზარდოს მაქსიმუმ 20 მგ-მდე დღეში.
სოციალური შფოთვის დარღვევა დაავადებაა ქრონიკული მიმდინარეობით და შედეგის გასამყარებლად რეკომენდებულია 12 კვირიანი მკურნალობა.
გენერალიზებული შფოთვის დარღვევები :
საწყისი დოზა არის 10 მგ დღეში ერთხელ. დოზა შეიძლება, გაიზარდოს მაქსიმუმ 20 მგ-მდე დღეში.
გენერალიზებული შფოთვის დარღვევა დაავადებაა ქრონიკული მიმდინარეობით, და შედეგის გასამყარებლად რეკომენდებულია 12 კვირის მკურნალობა. მკურნალობის სარგებელი და დოზა რეგულარულად უნდა იქნეს შეფასებული.
ობსცესურკომპულსური აშლილობა :
საწყისი დოზა არის 10 მგ დღეში ერთხელ. დოზა შეიძლება, გაიზარდოს მაქსიმუმ 20 მგ-მდე დღეში.
ობსცესურ-კომპულსური აშლილობა ქრონიკული დაავადებაა და შედეგის გასამყარებლად რეკომენდებულია ხანგრძლივი მკურნალობა. მკურნალობის სარგებელი და დოზა რეგულარულად უნდა იქნეს შეფასებული.
ხანდაზმული პაციენტები ( > 65 წელი)
საწყისი მკურნალობა ხდება რეკომენდებული დოზის ნახევრით და უფრო დაბალი მაქსიმალური დოზებით.
ესციტალოპრამის ეფექტურობა სოციალური შფოთვის დარღვევებისას ხანდაზმულებში არ შესწავლილა.
ბავშვები და მოზარდები ( < 18 წელი)
ესრამი არ გამოიყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდების მკურნალობისას.
თირკმლის დარღვეული ფუნქცია
პაციენტებში თირკმლის მსუბუქი ან ზომიერი უკმარისობით დოზის კორექცია საჭირო არ არის. სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევებით (CLCR < 30 მლ/წთ).
ღვიძლის დარღვეული ფუნქცია
პაციენტებში ღვიძლის მსუბუქი ან ზომიერი დარღვევებით რეკომენდებულია დღეში 5 მგ საწყისი დოზა პირველი ორი კვირის განმავლობაში. დოზა შეიძლება, გაიზარდოს დღეში 10 მგ-მდე. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში ღვიძლის მძიმე უკმარისობით.
CYP2C19 სუსტი მეტაბოლიზატორი
პაციენტებში, რომლებიც CYP2C19-ის სუსტი მეტაბოლიზატორები არიან, რეკომენდებულია საწყისი დოზა 5 მგ დღეში მკურნალობის პირველი ორი კვირის განმავლობაში. დოზა შეიძლება, გაიზარდოს დღეში 10 მგ-მდე.
მკურნალობის შეწყვეტისას გამოვლენილი მოხსნის სიმპტომები
თავიდან უნდა ავიცილოთ უეაცრი შეწყვეტა. ესციტალოპრამით მკურნალობის შეწყვეტისას მოხსნის სიმპტომების განვითარების რისკის შემცირების მიზნით დოზა თანდათანობით უნდა შემცირდეს სულ მცირე ერთი ან ორი კვირის განმავლობაში.
გვერდითი მოვლენები:
გვერდითი მოვლენები ყველაზე ხშირია მკურნალობის პირველი ან ორი კვირის განმავლობაში და ჩვეულებრივ მცირდებიან მკურნალობის გაგრძელებისას.
სუმსი-ს (სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორი) მოხსნა (განსაკუთრებით უეცარი) ხშირად იწვევს მოხსნის სიმპტომებს. მოხსნის სიმპტომები არ უჩვენებს იმას, რომ ანტიდეპრესანტები იწვევენ დამოკიდებულებას.
ორმაგი, ბრმა პლაცებოკონტროლირებულ კლინიკურ კვლევაში ესციტალოპრამის გამოყენებისასაღინიშნებოდა შემდეგი გვერდითი მოვლენები:
მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევები: ხშირი ( > %1, < %10) დაქვეითებული მადა
ფსიქიატრიული დარღვევები: ხშირი ( > %1, < %10) ქალები: დაქვეითებული ლიბიდო, ანორგაზმია.
ნერვული სისტემის დარღვევები: ძალიან ხშირი (>%10) თავის ტკივილი, ხშირი ( > %1, < %10) უძილობა, ძილიანობა, თავბრუ არახშირი ( > %0.1, < %1) გემოს შეცვლა, ძილის დარღვევები.
სუნთქვის, გულმკერდის და შუასაყარის მხრივ დარღვევები: ხშირი ( > %1, < %10) სინუსიტი, მთქნარება.
კუჭ-ნაწლავის დარღვევები: ძალიან ხშირი (>%10) გულისრევა, ხშირი ( > %1, < %10) ფაღარათი, შეკრულობა, ქსეროსტომია, მომატებული ან დაქვეითებული მადა.
კანისა და კანქვეშა ქსოვილების დარღვევები: ხშირი ( > %1, < %10) მომატებული ოფლიანობა.
რეპროდუქციული სისტემისა და სარძევე ჯირკვლების დარღვევები: ხშირი ( > %1, < %10) ეაკულაციის დარღვევები, იმპოტენცია.
ზოგადი დარღვევები: ხშირი ( > %1, < %10) სისუსტე, პირექსია, ართრალგია, ტრემორი, დაბინდული მხედველობა.
ორთოსტატული ჰიპოტენზია აღინიშნება, როგორც სუმსის გვერდითი მოვლენა გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ.
ნებისმიერი არასასურველი მოვლენის შემჩნევისას კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
უკუჩვენება:
ესრამის შემოგარსული ტაბლეტები უკუნაჩვენებია პაციენტებში ესციტალოპრამის ან პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობით.
პაციენტებში, მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორების გამოყენებისას პრეპარატის მიღება უკუნაჩვენებია.
თანმხლები გამოყენება პაციენტებში, რომლებიც პიმოზიდს ღებულობენ, უკუნაჩვენებია.
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულებისა და ლაქტაციის პერიოდში ესციტალოპრამის კლინიკური უსაფრთხოების მონაცემები შეზღუდულია.
ესციტალოპრამი ორსულობის დროს გამოიყენება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში და მხოლოდ მას შემდეგ, რაც სათანადოდ შეფასდება რისკი/სარგებელის თანაფარდობა.
ესციტალოპრამის დედის რძეში გამოყოფა მოსალოდნელია. ამიტომ მკურნალობის დროს ძუძუთი კვება რეკომენდებული არ არის.
განსაკუთრებული მითითებები:
ბავშვებსა და მოზარდებში ჩატარებულ ხანმოკლე კვლევებში ანტიდეპრესანტებმა სუიციდური აზროვნებისა და ქცევის (სუიციდალობა) რისკი გაზარდეს. მკურნალობის დაწყებისას, აუცილებელია პაციენტებზე სათანადო მეთვალყურეობა, კლინიკური გაუარესების, სუიციდალობის, ან ქცევის უჩვეულო ცვლილებების გამო, განსაკუთრებით მკურნალობის კურსის პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში, ან დოზირების შეცვლისას, დოზის მომატების ან დაკლების დროს. ოჯახები და მომვლელები გაფრთხილებულნი უნდა იყვენენ მუდმივად დააკვირდნენ და ეკონტაქტონ პაციენტს.
ესციტალოპრამის გამოყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის რეკომენდებული.
სუმსი (სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორი) თერაპიული
ჯგუფისათვის გამოიყენება
შემდეგი განსაკუთრებული მითითებანი:
პარადოქსული შფოთვა:
ანტიდეპრესანტებით მკურნალობის დასაწყისში, ზოგიერთ პაციენტს პანიკური აშლილობებით, შეიძლება აღენიშნებოდეს შფოთვის სიმპტომების მომატება. ეს პარადოქსული მოვლენა ჩვეულებრივ მკურნალობის გაგრძელებისას ორი კვირის განმავლობაში გაივლის. ანქსიოგენური ეფექტის ალბათობის შესამცირებლად რეკომენდებულია დაბალი დოზებით დაწყება.
კრუნჩხვები
კრუნჩხვების განვითარების შემთხვევაში, პრეპარატი უნდა მოიხსნას ნებისმიერ პაციენტში. პაციენტებში არასტაბილური ეპილეფსიით სუმსი არ გამოიყენება და პაციენტები კონტროლირებული ეპილეფსიით საჭიროებენ მონიტორინგს. თუ აღინიშნება კრუნჩხვების სიხშირის მომატება, სუმსი უნდა მოიხსნას.
მანია
სუმსი სიფრთხილით გამოიყენება მანია/ჰიპომანიის ისტორიით. მანიაკალურ ფაზაში შესვლისას სუმსი უნდა მოიხსნას ნებისმიერ პაციენტში.
დიაბეტი
პაციენტებში დიაბეტით, სუმსით მკურნალობამ შეიძლება, შეცვალოს გლიკემიური კონტროლი (ჰიპოგლიკემია ან ჰიპერგლიკემია). საჭირო იქნება ინსულინის და/ან პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების დოზირების კორექცია.
სუიციდი
სუმსი (სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორი) სუიციდისა და აჟიტირების მომატებულ რისკთან არის დაკავშირებული. მკურნალობის პირველი რამდენიმე ან მეტი კვირის განმავლობაში აუცილებელია პაციენტის მონიტორინგი.
ჰიპონატრიემია:
ჰიპონატრიემია, გამოწვეული ანტიდიურეზული ჰორმონის სეკრეციის დარღვევის, იშვიათად აღინიშნება სუმსის გამოყენების დროს. სიფრთხილეა საჭირო რისკის ქვეშ მყოფ პაციენტებში, როგორებიც არიან ხანდაზმულები, ციროზის მქონე პაციენტები ან პაციენტები, რომლებიც ღებულობენ ჰიპონატრიემიის გამომწვევ სამკურნალო საშუალებებს.
სისხლდენები:
სუმსის გამოყენების დროს შეიძლება აღინიშნებოდეს სისხლჩაქცევები კანში, როგორებიცაა ექკიმოზები და პურპურა. სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში, რომლებიც სუმსის ღებულობენ, განსაკუთრებით პერორალურ ანტიკოაგულანტებთან (მაგ. ატიპიური ანტიფსიქოზური საშუალებები და ფენოთიაზინები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, აცეტილსალიცილის მჟავა და არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატები, ტიკლოპიდინი და დიპირიდამოლი) ერთად გამოყენებისას, ასევე პაციენტებში სისხლდენებისადმი მიდრეკილებით.
ელექტროკონვულსიური თერაპია:
სუმსისა და ელექტროკონვულსიური თერაპიის ერთად გამოყენების შეზღუდული კლინიკური გამოცდილება არსებობს, ამიტომ სიფრთხილეა საჭირო.
მაო -A-s შექცევადი, სელექტიური ინჰიბიტორები:
ესციტალოპრამისა და მაო -A ინჰიბიტორების კომბინაცია ჩვეულებრივ რეკომენდებული არ არის სეროტონინის სინდრომის განვითარების რისკის არსებობის გამო. აგრეთვე, როგორც თანმხლები მკურნალობა არასელექტიურ, შეუქცევად მაო-ინჰიბიტოებთან ერთად.
სეროტონინის სინდრომი :
სიფრთხილეა საჭირო ესციტალოპრამის გამოყენებისას სეროტონინერგული მოქმედების მქონე სამკურნალო საშუალებებთან ერთად, როგორიცაა სუმატრიპტანი და სხვა ტრიპტანი, ტრამადოლი და ტრიპტოფანი. იშვიათ შემთხვევებში, სეროტონინის სინდრომი აღინიშნება პაციენტებში, რომლებიც სუმსს ღებულობენ სეროტონერგულ სამკურნალო საშუალებებთან ერთად. ამ მდგომარეობის განვითარებაზე შეიძლება, მიუთითებდეს სიმპტომთა კომბინაცია, როგორებიცაა აჟიტირება, ტრემორი, მიოკლონუსი და ჰიპერთერმია. ამ შემთხვევაში სუმსით და სეროტონინერგული სამკურნალო საშუალებებით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და დაიწყოს სიმპტომური მკურნალობა.
კრაზანა
კრაზანას (Hypericum perforatum) შემცველ მცენარეულ საშუალებებთან სუმსის კომბინირებამ შეიძლება, გაზრადოს გვერდითი მოვლენების განვითარების სიხშირე.
მოხსნის სიმპტომები მკურნალობის შეწყვეტის დროს :
ესციტალოპრამით მკურნალობის შეწყვეტისას, მოხსნის სიმპტომების განვითარების რისკის შესამცირებლად დოზა თანდათანობით უნდა შემცირდეს სულ მცირე ერთი ან ორი კვირის განმავლობაში.
კორონარული დაავადება :
შეზღუდული კლინიკური გამოცდილების გამო, პაციენტებში კორონარული დაავადებით სიფრთხილეა საჭირო.
ხანდაზმულებში გამოყენება :
ესციტალოპრამი ხანდაზმულებში, ახალგაზრდებთან შედარებით უფრო ნელა გამოიყოფა. სისტემური ექსპოზიცია (AUC) 50%-ით უფრო მაღალია ხანდაზმულებში, ახალგაზრდა ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით.
ხანდაზმული პაციენტები (> 65 წელი) :
მიზანშეწონილია მკურნალობის დაწყება რეკომენდებული ჩვეული დოზის ნახევრით და უფრო დაბალი მაქსიმალური დოზით.
სოციალური შფოთვის აშლილობის დროს ესციტალოპრამის ეფექტურობა ხანდაზმულ პაციენტებში შესწავლილი არ არის.
ბავშვებში გამოყენება :
ბავშვთა პოპულაციაში უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.

ავტომობილის
მართვის და მექანიზმებთანმუშაობის უნარზე ზეგავლენა:
მიუხედავად იმისა, რომ ესციტალოპრამი ინტელექტუალურ ფუნქციასა თუ ფსიქომოტორულ ქმედებაზე ზეგავლენას არ ახდენს, ნებისმიერმა ფსიქოაქტიურმა სამედიცინო საშუალებამ შეიძლება, დაარღვიოს კონცენტრაციის უნარი. ამიტომ, პაციენტები გაფრთხილებულნი უნდა იყვნენ ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზეგავლენის რისკის შესახებ.
ჭარბი დოზირება:
ტოქსიურობა
ესციტალოპრამის ჭარბი დოზირების შესახებ მონაცემები შეზღუდულია და ბევრი შემთხვევა სხვა წამლებით ჭარბ დოზირებას მოიცავს. შემთხვევათა უმრავლესობაში მსუბუქი სიმპტომები ან საერთოდ არანაირი სიმპტომი არ აღინიშნება. 400 – 800 მგ ესციტალოპრამის დოზები ყოველგვარი მძიმე სიმპტომების გარეშე მიიღება.
სიმპტომები
ესციტალოპრამის ჭარბი დოზირების დროს გამოვლენილი სიმპტომები, ცენტრალურ ნერვულ სისტემასთან (თავბრუ, ტრემორი, და აჟიტირება, იშვიათ შემთხვევებში სეროტონინის სინდრომი, კრუნჩხვები და კომა), კუჭ-ნაწლავის სისტემასთან (გულისრევა/ღებინება), გულ-სისხლძარღვთა სისტემასთან (ჰიპოტენზია, ტაქიკარდია, QT გახანგრძლივება და არითმია) და წყალ-ელექტროლიტურ დისბალანსთან (ჰიპოკალიემია, ჰიპონატრიემია) შეიძლება იყოს დაკავშირებული.
მკურნალობა
სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. აუცილებელია სათანადო ოქსიგენაციისა და რესპირატორული ფუნქციის უზრუნველყოფა. რეკომენდებულია კუჭის ამორეცხვა და აქტივირებული ნახშირის გამოყენება. კუჭის ამორეცხვა, პერორალური მიღებიდან, რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩატარდეს. რეკომენდებულია გულის და სასიცოცხლო ნიშნების მონიტორინგი ზოგად სიმპტომატურ შემანარჩუნებელ ზომებთან ერთად.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება;
ფარმაკოლოგიური ურთიერთქმედება:
უკუნაჩვენები კომბინაციები:
მაო-ს არასელექტიური ინჰიბიტორები:
პაციენტებში, რომლებიც სუმსს ღებულობდნენ მონოამინოქსიდაზას არასელექტიურ ინჰიბიტორებთან (მაო) კომბინაციაში მძიმე რეაქციების შემთხვევები აღინიშნებოდა, ასევე პაციენტებში, რომლებმაც ეხლახანს შეწყვიტეს სუმსით მკურნალობა და დაიწყეს მაო ინჰიბიტორებით მკურნალობა. ზოგიერთ შემთხვევაში განვითარდა სეროტონინის სინდრომი.
ესციტალოპრამი უკუნაჩვენებია მაო-ს არასელექტიურ ინჰიბიტორებთან კომბინაციაში. ესციტალოპრამით მკურნალობის დაწყება შეიძლება მაო-ს შეუქცევადი ინჰინიტორებით მკურნალობის შეწყვეტიდან 14 დღის შემდეგ და მაო-ს შექცევადი ინჰინიტორებით (RIMA), მაგ: მოკლობემიდით მკურნალობის შეწყვეტიდან სულ მცირე ერთი დღის შემდეგ. მაო-ს არასელექტიური ინჰიბიტორებით მკურნალობის დაწყებამდე, ესციტალოპრამის შეწყვეტიდან სულ მცირე 7 დღე უნდა გავიდეს.
არასასურველი კომბინაციები:
მაო -A-s შექცევადი, სელექტიური ინჰიბიტორი (მოკლობემიდი):
სეროტონინის სინდრომის განვითარების რისკის არსებობის გამო, ესციტალოპრამის კომბინაცია მაო -A ინჰიბიტორებთან რეკომენდებული არ არის. თუ კომბინაცია აუცილებელია, ის უნდა დაიწყოს მინიმალური დოზებით და კლინიკური მონიტორინგის გაძლიერების პირობებში.
კომბინაციები, რომლებიც სიფრთხილეს მოითხოვენ:
სელეგილინი:
სელეგილინთან კომბინაციაში (მაო-B შეუქცევადი ინჰიბიტორი), სიფრთხილეა საჭირო სეროტონინული სინდრომის განვითარების რისკის არსებობის გამო. დღეში 10 მგ-მდე სელეგილინის დოზა უსაფრთხოდ გამოიყენება ციტალოპრამთან ერთად.
სეროტონინერგული სამედიცინო პრეპარატები
სეროტონინერგულ პრეპარატებთან (მაგ. ტრამადოლი, სუმატრიპტანი და სხვა ტრიპტანები) თანმხლებმა გამოყენებამ შეიძლება, გამოიწვიოს სეროტონინული სინდრომის განვითარება.
კრუნჩხვითი ზღურბლის დამწევი სამედიცინო საშუალებები:
სუმსს შეუძლია, დააქვეითოს კრუნჩხვითი ზღურბლი. სიფრთხილეა საჭირო ისეთ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას, რომლებიც აქვეითებენ კრუნჩხვით ზღურბლს (მაგ. ანტიდეპრესანტები (ტრიციკლური, სუმსი), ნეიროლეპსიურები (ფენოთიაზინი, თიოქსანტენი და ბუტიროფენონები) მეფლოქინი, ბუპროპიონი და ტრამადოლი).
ლითიუმი, ტრიპტოფანი
ლითიუმთან ან ტრიპტოფანთან სუმსის გამოყენებისას შეიძლება, აღინიშნებოდეს ეფექტის გაძლიერება, ამიტომ ამ საშუალებებთან ერთად სუმსის გამოყენებისას სიფრთხილეა აუცილებელი.
კრაზანა
სუმსისა და კრაზანას შემცველი მცენარეული საშუალებების ერთობლივმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს გვერდითი მოვლენების განვითარების სიხშირე.
სისხლდენები
ესციტალოპრამისა და პერორალური ანტიკოაგულანტების ერთად გამოყენებისას შეიძლება შეიცვალოს ანტიკოაგულაციური ეფექტი. პაციენტები, რომლებიც პერორალურ ანტიკოაგულანტებს ღებულობენ, ესციტალოპრამით მკურნალობის დაწყებისას სათანადო მონიტორინგს საჭიროებენ.
ალკოჰოლი
ესციტალოპრამსა და ალკოჰოლს შორის ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედებები მოსალოდნელი არ არის. თუმცა, ისევე როგორც სხვა ფსიქოტროპული საშუალებების დროს, ალკოჰოლთან კომბინაცია რეკომენდებული არ არის.
ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედებები:
ესციტალოპრამის ფარმაკოკინეტიკაზე სხვა სამკურნალო საშუალებების ზეგავლენა:
ესციტალოპრამის მეტაბოლიზმი ხორციელდება CYP2C19- ით. CYP3A4 და CYP2D6 – მა შეიძლება ასევე ხელი შეუწყოს მეტაბოლიზმს, თუმცა მცირედით. მთავარი მეტაბოლიტის S-DCT-s (დემეთილირებული ესციტალოპრამი) მეტაბოლიზმი ნაწილობრივ კატალიზდება CYP2D6-ით.
ესციტალოპრამის კომბინირება ომეპრაზოლთან (30 მგ დღეში ერთხელ) (ფერმენტების ზომიერად ძლიერი ინჰიბიტორი) იწვევს ესციტალოპრამის პლაზმური კონცენტრაციის ზომიერ მომატებას (დაახლოებით 50%-ით).
ესციტალოპრამის კომბინირება ციმეტიდინთან (400 მგ დღეში ორჯერ) (ფერმენტების ზომიერად ძლიერი ინჰიბიტორი) იწვევს ესციტალოპრამის პლაზმური კონცენტრაციის ზომიერ მომატებას (დაახლოებით 70%-ით).
ამრიგად, CYP2C19 ინჰიბიტორებთან (მაგ. ომეპრაზოლი, ესომეპრაზოლი, ფლუვოქსამინი, ლანსოპრაზოლი, ტიკლოპიდინი) ან ციმეტიდინთან ერთობლივი გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო. თანმხლები მკურნალობის დროს შეიძლება, საჭირო გახდეს ესციტალოპრამის დოზის შემცირება. ესციტალოპრამის ზეგავლენა სხვა სამკურნალო საშუალებების ფარმაკოკინეტიკაზე: ესციტალოპრამი CYP2D6 ფერმენტის ინჰიბიტორია. სიფრთხილეა საჭირო ესციტალოპრამის გამოყენებისას ისეთ სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც ძირითადად ამ ფერმენტით მეტაბოლიზდებიან, და რომელთაც ვიწრო თერაპიული ინდექსი გააჩნიათ, როგორიცაა მაგალითად: ფლეკაინიდი, პროპაფენონი და მეტოპროლოლი (გულის უკმარისობის დროს გამოყენებისას), ან ზოგიერთ სამკურნალო საშუალებებთან ერთად გამოყენებისას, რომლებიც ძირითადად მეტაბოლიზდებიან CYP2D6- ით, მაგალითად@ ანტიდეპრესანტები, როგორიც არის დეზიპრამინი, კლომიპრამინი და ნორტრიპტილინი ან ანტიფსიქოზური საშუალებები, მაგალითად რისპერიდონი, თიორიდაზინი და ჰალოპერიდოლი. დოზირების კორექცია შეიძლება გამართლებული იყოს. დეზიპრამინტან ან მეტოპროლოლთან კომნიბირებამ ორივე შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს ამ ორი CYP2D6- ის სუბსტრატის პლაზმური დონის ორჯერ მომატება. In vitro კვლევებმა უჩვენეს, რომ ესციტალოპრამმა შეიძლება, გამოიწვიოს CYP2C19- ის სუსტი ინჰიბირება. სიფრთხილეა საჭირო ისეთ სამკურნალო საშუელებებთან კომბინირებისას, რომლებიც CYP2C19-ით მეტაბოლიზდებიან.
შენახვის პირობები და ვადები
შეინახეთ არა უმეტეს 25ºC-ის პირობებში ოთახის ტემპერატურაზე, ორიგინალურ შეფუთვაში. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა:  2 წელი.
გამოშვების ფორმა: 20მგ შემოგარსული აბი #28
გაცემის წესი: აფთიაქიდან გაიცემა ფორმა 3 რეცეპტით.
მწარმოებელი
: Nobelfarma Ilaç San. ve Tic. A.Ş.,თურქეთი

გაფრთხილება