ვიბროცილი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ფენილეფრინი, დიმეთინდენი/PHENYLEPHRINE; DIMETINDENE

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სისხლძარღვების შემავიწროვებელი და ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისათვის ოტორინოლარინგოლოგიაში.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ცხვირის წვეთები: ფლაკონში 15 მლ
1 მლ
ფენილეფრინი…………………………..2.5 მგ
დიმეთინდენის მალეატი……….  250 მკგ
დამხმარე ნივთიერებები:
ბენზალკონიუმის ქლორიდი (კონსერვანტი) ლიმონმჟავა მონოჰიდრატი, დინატრიუმის ფოსფატი უწყლო, სორბიტოლი, ლავანდას დეტერპენის ექსტრაქტი, გასუფთავებული წყალი.
ცხვირის სპრეი: ტუბიკ-საწვეთურში 10 მლ
1 მლ
ფენილეფრინი……………………………….       2,5 მგ
დეიმეთინდენის მალეატი………….          250 მკგ
დამხმარე ნივთიერებები:
ბენზალკონიუმის ქლორიდი (კონსერვანტი), ლიმონმაჟვა მონოჰიდრატი, დინატრიუმის ფოსფატი უწყლო, სორბიტოლი, ლავანდას დეტერპენის ექსტრაქტი, გასუფთავებული წყალი.
ცხვირის გელი: ტუბში 12 გ
1 გ
ფენილეფრინი……………………………..         2.5 მგ
დიმეთინდენის მალეატი……………          250 მკგ
დამხმარე ნივთიერებები:
ბენზალკონიუმის ქლორიდი (კონსერვანტი), ლიმონმჟავა მონოჰიდრატი, დინატრიუმის ფოსფატი უწყლო, სორბიტოლი, ლავანდას დეტერპენის ექსტრაქტი, მეთილჰიდროქსიპროპილცელულოზა, გასუფთავებული წყალი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ვიბროცილი კომბინირებული პრეპარატია, რომელიც შეიცავს ფენილეფრინსა და დიმეთინდენის მალეატს.
ფენილეფრინი სიმპათომიმეზური საშუალებაა, ადგილობრივად გამოყენებისას ახდენს ზომიერ სისხლძარღვების შემავიწროვებელ მოქმედებას (ცხვირის ლორწოვანი გარსის ვენოზურ სისხლძარღვებში განლაგებული ალფა1-ადრენორეცეპტორების სტიმულირების ხარჯზე), აღმოფხვრის ცხვირის ლორწლოვანი გარსის შეშუპებას.
დიმეთინდენი წარმოადგენს ალერგიის საწინააღმდეგო საშუალებას
ჰისტამინური-H1-რეცეპტორების ანტაგონისტს; არ ამცირებს ცხვირის ლორწოვანას მოციმციმე ეპითელიუმის აქტივობას.
ფარმაკოკინეტკა:
ვიბროცილი განკუთვნილია ადგილობრივი გამოყენებისათვის და მისი აქტივობა არ არის დამოკიდებული სისხლის პლაზმაში აქტიური ნივთიერებების კონცენტრაციაზე.
ჩვენებები:
მწვავე რინიტის (მ.შ. სურდო გაცივების დაავადებებისას);
ალერგიული რინიტი (მ.შ. თივის ცხელებისას);
ვაზომოტორული რინიტი;
ქრონიკული რინიტი;
მწვავე და ქრონიკული სინუსიტი;
მწვავე შუა ოტიტი (როგორც მკურნალობის დამხმარე მეთოდი).
მზადება ცხვირის არეში ქირურგიული ჩარევებისათვის და ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპების აღმოფხვრა ამ არეში ქირურგიული ჩარევების შემდეგ.
მიღების წესი და დოზირება:
ცხვირის წვეთები
მოზრდილებსა და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში: ინიშნება 3-4 წვეთი თითოეული ნესტოში 3-4-ჯერ დღეში.
ბავშვებში (1-6 წლის) ინიშნება მხოლოდ ცხვირის წვეთების სახით (1-2 წვეთი თითოეულ ნესტოში 3-4-ჯერ დღეში).
1 წლამდე ასაკის ბავშვებში (ინიშნება მხოლოდ ცხვირის წვეთების სახით)
1 წვეთი თითოეულ ნესტოში 3-4-ჯერ დღეში.
გამოყენებამდე რეკომენდებულია ცხვირის გზების კარგად გასუფთავება; ჩაიწვეთება ცხვირში თავის უკან გადაწევით. თავის ამ მდგომარეობის შენარჩუნება უნდა მოხდეს რამოდენიმე წუთის განმავლობაში. ძუძუზე მყოფ ბავშვებს ცხვირში აწვეთებენ ჭამამდე.
ცხვირის სპრეი
6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებში: ინიშნება 1-2 შესხურება თითოეულ ნესტოში 3-4-ჯერ დღეში.
სპრეის გამოყენებისას სასხურებელი უნდა მოთავსდეს ვერტიკალურ მდგომარეობაში დაბოლოებით ზევით. თავის სწორად დაჭერით, დაბოლოება მოთავსდება ცხვირის ნესტოში, ერთხელ  ხანმოკლე მკვეთრი მოძრაობით დაეჭირება სასხურებელს, ხოლო, ცხვირიდან დაბოლოების გამოღების შემდეგ, ხელი აეშვება. შესხურების დროს რეკომენდებულია ცხვირით ოდნავ შესუნთქვა. პრეპარატის შეყვანამდე უნდა მოხდეს ცხვირის გზების გამოსუფთავება.
ცხვირის გელი
6 წლის ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებში: გელი წაისმევა რაც შეიძლება ღრმად თითოეულ ნესტოში 3-4-ჯერ დღეში (ბოლო აპლიკაცია ტარდება დაძინებამდე ცოტა ხნით ადრე). პრეპარატის გამოყენება უშუალოდ ძილის წინ ეფექტს უზრუნველყოფს მთელი ღამის განმავლობაში.
გვერდითი მოვლენები:
სუსტად გამოხატული და ტრანზიტორული ადგილობრივი რეაქციები ცხვირის ლორწოვანი გარსის მხრივ (წვის ან სიმშრალის შეგრძნება).
უკუჩვენებები:
*ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
*ატროფიული რინიტი; მაო-ს ინჰიბიტორების მიღება (ერთდროულად ან წინა 14 დღე).
ორსულობა და ლაქტაცია:
*ექიმის რეკომენდაციის გარეშე პრეპარატის გამოყენება ორსულობის დროს რეკომენდებული არ არის.
ლაქტაციის პერიოდში მისი გამოყენება შეიძლება.
განსაკუთრებული მითითებები:
– ვიბროცილი გელის ფორმით განსაკუთრებით ნაჩვენებია ცხვირის ლორწოვანი გარსის სიმშრალისას. ქერქების არსებობისას, ცხვირის ტრავმის შედეგების დროს. ასევე ღამე ცხვირის შეგუბების პრევენციისათვის.
– ექიმთან კონსულტაციის გარეშე 1 კვირაზე მეტ ხანს ვიბროცილის გამოყენება არ შეიძლება. პრეპარატის ხანგრძლივად (2 კვირაზე მეტი) ან ჭარბად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ტაქიფილაქცია და
რიკოშეტის ეფექტი (მედიმამენტოზური რინიტი). გამოიწვიოს სისტემური სისხლძარღვების შემავიწროვებელი მოქმედების განვითარება.
– არ შეიძლება ვიბროცილის რეკომენდებული დოზების გადაჭარბება! წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია პრეპარატის სისტემური მოქმედების გამოვლინებების განვითარება.
6 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოიყენება მხოლოდ ცხვირის წვეთები.
ვიბროცილი არ ახდენს სედაციურ მოქმედებას (არ მოქმედებს ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეზე).
*სიფრთხილით გამოიყენება ავადმყოფებში არტერიული ჰიპერტენზიით, არითმიებით, გულსისხლძარღვთა დაავადებებით; ასევე
*ავადმყოფებში გენერალიზებული ათეროსკლეროზით;
*ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებით;
*დახურულკუთხოვანი გლაუკომით;
*წინამდებარე ჯირკვლის ადენომით;
*ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტით.
*როგორც სისხლძარღვების ნებისმიერი ადგილობრივი გამაფართოვებელი საშუალებების გამოყენებისას აუცილებელია სიფრთხილის დაცვა ვიბროცილის დანიშვნისას პაციენტებში გამოხატული რეაქციებით სიმპათომიმეზურებზე (მაგ., უძილობის და თავბრუსხვევის განვითარებით).
ჭარბი დოზირება:
შემთხვევით პატარა ბავშვების მიერ ვიბროცილის შიგნით მიღებისას რაიმე სერიოზული გვერდითი ეფექტები აღნიშნული არ არის. უმეტეს შემთხვევაში ჭარბი დოზირების სიმპტომები არ გამოვლენილა, მაგრამ ზოგჯერ იყო ცნობები ისეთი სიმპტომების შესახებ, როგორებიცაა დაღლილობის შეგრძნება, ტკივილი კუჭის არეში, ტაქიკარდია, არტერიული ჰიპერტენზია, აგზნებულობა, უძილობა, კანის მკრთალი ფერი (უფრო ხშირად ბავშვებში შიგნით შემთხვევით მიღებისას).
მკურნალობა: აქტივირებული ნახშირის, საფაღარათე საშუალებების (კუჭის ამორეცხვა საჭირო არ არის); მოზრდილებსა და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში
დიდი რაოდენობით სითხის მიღება. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ფენილეფრინი (სისხლძარღვების შემავიწროვებელი სხვა საშუალებების მსგავსად უკუნაჩვენებია ავადმყოფებში, რომლებიც იღებენ მაო-ს ინჰიბიტორებს ან იღებდნენ წინა 2 კვირის განმავლობაში.
პრეპარატის დანიშნვა ტრიციკლურ ანტიდეპრესიულებთან, ბეტა-ადრენობლოკატორებთან ერთად არ შეიძლება.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
მწარმოებელი: NOVARTIS CONSUMER HEALTH S. A., შვეიცარია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook