ვოლტარენ ემულგელი

ვოლტარენ ემულგელი

ვოლტარენ ემულგელის ზოგადი ინფორმაცია

ვოლტარენ ემულგელი. VOLTAREN EMULGEL. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების – ფენილძმარჟავას წარმოებულების ჯგუფის სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – დიკლოფენაკი. Diclofenac. ათქ.კლასიფიკაციის კოდი – M02AA. მწარმოებელი ფირმა – OTC – NCH (შვეიცარია).

ვოლტარენ ემულგელის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ვოლტარენ ემულგელი. VOLTAREN EMULGEL გამოდის 1% 20 გ და 50 გ გელის (გარეგანი გამოყენებისთვის) ფორმით. ტუბში არის  20 გ და 50 გ დიკლოფენაკის დიეთილამინი 1.16 გ,  რაც შეესაბამება 1 გ დიკლოფენაკის ნატრიუმს.დამხმარე ნივთიერებებია:დიეთილამინი, კარბომერები (კარბოპოლი 974 P), makrogoli ცეტოსტეარილის ეთერი (ცეტომაკროგოლი 1000), კოკოილ კაპრილოკაპრატი (ცეტიოლი LC), იზოპროპილის სპირტი, თხევადი პარაფინი (მინერალური ზეთი), არომატული მალამო 45, პროპილენგლიკოლი, გასუფთავებული წყალი.

ვოლტარენ ემულგელის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ვოლტარენ ემულგელის ფასები ფარმადეპოში
ვოლტარენ ემულგელის ფასები ავერსში
ვოლტარენ ემულგელის ფასები psp-ში
ვოლტარენ ემულგელის ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც ვოლტარენ ემულგელი, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია ვოლტარენ ემულგელის  ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

ვოლტარენ ემულგელის აქტიური ნივთიერება

დიკლოფენაკი. Diclofenac. ქიმიური დასახელება – 2-[(2,6-დიქლორფენილ)ამინო] ბენზოლძმარმჟავა (და ნატრიუმის მარილის სახით). ბრუტო–ფორმულა: C14H11Cl2NO2. დიკლოფენაკს მიაკუთვნებენ აასს – ძმარმჟავას წარმოებულების და მონათესავე ნაერთების ჯგუფს. CAS-კოდი:15307-86-5.

ვოლტარენ ემულგელის სინონიმები 

დიკლოფენაკი (DICLOFENAC, AVERSI, საქართველო), დიკლოფენაკი (Diclofenac, Batfarma, საქართველო).

ვოლტარენ ემულგელის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • რბილი ქსოვილებისა და სახსრების  ანთებები, პოსტტრავმული(მაგ: დაჭიმულობის და დაშავების შედეგად განვითარებული)
  • რბილი ქსოვილების რევმატული დაავადებები
  • ტენდოვაგინიტი
  • ბურსიტი
  • პერიარტიკულური ქსოვილების დაზიანება
  • ტკივილის სინდრომი, კუნთებისა და სახსრების დაავადებებთან დაკავშირებული (რევმატოიდული ართრიტი, ოსტეოართროზი, რადიკულიტი, ლუმბაგო, იშიაზი)
  • შეშუპება, კუნთებისა და სახსრების დაავადებებთან დაკავშირებული (რევმატოიდული ართრიტი, ოსტეოართროზი, რადიკულიტი, ლუმბაგო, იშიაზი)

ვოლტარენ ემულგელის საფირმო აღწერიდან

ფარმაკოლოგიური თვისებები
აქტიური კომპონენტი დიკლოფენაკი არის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი, რომელსაც გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო თვისებები. თრგუნავს რა I და II ტიპის ციკლოოქსიგენაზას, ის არღვევს არაქიდონის მჟავის მეტაბოლიზმს.
ვოლტარენ ემულგელი გამოიყენება ტკივილის სინდრომის მოსახსნელად და შეშუპების შესამცირებლად, რაც დაკავშირებულია ანთებით პროცესთან.
პრეპარატის რეკომენდებული წესით წასმისას აბსორბირდება დიკლოფენაკის არანაკლებ 6%.
ჩვენებები
– რბილი ქსოვილებისა და სახსრების პოსტტრავმული ანთებები. (მაგ: დაჭიმულობის და დაშავების შედეგად განვითარებული);
– რბილი ქსოვილების რევმატული დაავადებები (ტენდოვაგინიტი, ბურსიტი, პერიარტიკულური ქსოვილების დაზიანება);
– ტკივილის სინდრომი და შეშუპება, რაც დაკავშირებულია კუნთებისა და სახსრების დაავადებებთან (რევმატოიდული ართრიტი, ოსტეოართროზი, რადიკულიტი, ლუმბაგო, იშიაზი).
მიღების წესები და დოზები
გელი გარეგანი გამოყენებისათვის.
მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ზემოთ პრეპარატის წასმა ხდება კანზე დღეში 3-4-ჯერ. წასმის შემდეგ ხდება გელის ოდნავ შეზელვა. პრეპარატის საჭირო რაოდენობის განსაზღვრა ხდება მტკივნეული მიდამოს ზომის მიხედვით (რაც ზომით შეესაბამება ალუბლის ან კაკლის ზომას). პრეპარატის ერთჯერადი დოზა შეადგენს 2-4 გ-ს. პრეპარატის წასმის შემდეგ აუცილებელია ხელების დაბანა. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ჩვენებებზე და გამოვლენილ ეფექტზე (ეფექტის გასაძლიერებლად შესაძლებელია გელის გამოყენება ვოლტარენის სხვა სამკურნალო ფორმებთან ერთან). პრეპარატის ორკვირიანი გამოყენების შემდეგ აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
გვერდითი მოვლენები
ადგილობრივი რეაქციები: ეგზემა, ფოტოსენსიბილიზაცია, კონტაქტური დერმატიტი (ქავილი, შეწითლება, კანის დამუშავებული უბნის შეშუპება, პაპულომები, ვეზიკულები, კანის აქერცვლა).
სისტემური რეაქციები: გენერალიზებული გამონაყარი კანზე, ალერგიული რეაქციები (ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, ბრონქოსპასტიკური რეაქციები), ფოტოსენსიბილიზაცია.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა დიკლოფენაკის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ, აცეტილსალიცილმჟავის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ, „ასპირინული“ ასთმა, ორსულობა (III ტრიმესტრი), ლაქტაციის პერიოდი, ბავშვთა ასაკი (12 წლამდე), კანის საფარის მთლიანობის დარღვევა.
ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ორსულობის III ტრიმესტრში. გამოცდილება ლაქტაციის პერიოდში ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ არ არსებობს. ორსულობის I და II ტრიმესტრებში პრეპარატის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციით.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება შემდეგ შემთხევებში: ღვიძლის პორფირია (გამწვავება), კუჭ-ნაწალავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებები, ღვიძლისა და თირკმლების ფუნქციის მწვავე მოშლა, გულის ქრონიკული უკმარისობა, ბრონქული ასთმა, ორსულობის I და II ტრიმესტრი.
ვოლტარენ ემულგელის წასმა უნდა მოხდეს მხოლოდ დაუზიანებელ კანზე და თავიდან უნდა იქნეს აცილებული გელის მოხვედრა ღია ჭრილობებზე. გელის წასმის შემდეგ არ უნდა გაკეთდეს ოკლუზიური სახვევი. დაუშვებელია პრეპარატის მოხვედრა თვალებში და ლორწოვან გარსზე.
ჭარბი დოზირება
გარეგანი გამოყენებისას პრეპარატის აქტიური კომპონენტების ძალიან დაბალი სისტემური აბსორბცია პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის ჭარბ დოზირებას.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ვოლტარენ ემულგელმა შეიძლება გააძლიეროს ისეთი პრეპარატების მოქმედება, რომლებიც იწვვენ ფოტოსენსიბილიზაციას. კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ არის აღწერილი.
შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 30oC ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა – 3 წელი.