ზომეტა

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ზოლედრონი/ZOLEDRONIC ACID

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ძვლის სტრუქტურაზე და მინერალიზაციაზე მოქმედი საშუალება, ბისფოსფონატი.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად კონცენტრატი: ფლაკონში 5 მლ
1 ფლ.
ზოლედრონის მჟავა (უწყლო)…………     4 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
მანიტოლი ნატრიუმის ციტრატი, საინექციო წყალი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ზოლედრონის მჟავა მიეკუთვნება მაღალეფექტური ბისფოსფონატების ახალ კლასს, რომლებიც  არჩევითად მოქმედებენ ძვალზე. იგი ძვლოვანი ქსოვილის რეზორბციის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერმოქმედ ინჰიბიტორს წარმოადგენს. ძვალზე ბისფოსფონატების არჩევითი ზემოქმედება განპირობებულია მათი მაღალი თვისებით (სწრაფვით) მინერალიზებული ძვლისადმი, თუმცა ოსტეოკლასტების აქტიურობის ინჰიბირების ზუსტი მოლეკულური მექანიზმი ჯერჯერობით გაურკვეველი რჩება. ცხოველებში ჩატარებული გამოკვლევებით გამოვლინდა, რომ ზოლედრონის მჟავა აინჰიბირებს ძვლის რეზორბციას, ამასთან არ ახდენს არასასურველ მოქმედებას ძვლის ფორმირებაზე, მის მინერალიზაციაზე და მექანიკურ თვისებებზე.
გარდა ოსტეოკლასტური ძვლის რეზორბციის ინჰიბირებისა, ზოლედრონის მჟავა ავლენს სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედებას მიელომის და ადამიანის სარძევე ჯირკვლის კიბოს კულტივირებულ უჯრებებზე, რაც მდგომარეობს აპოპტოზის პროლიფერაციისა და ინდუქციის დათრგუნვაში. ეს ადასტურებს, რომ ზოლედრონის მჟავას ახასიათებს ანტიმეტასტაზური მოქმედება.
In vivo- ოსტეოკლასტური ძვლის რეზორბციის ინჰიბაცია, რაც ზემოქმედებას ახდენს ძვლის მიკროკრისტალური მატრიქსის სტრუქტურაზე, რაც ამცირებს სიმსივნის ზრდას; ანტიანგიოგენური მოქმედება, ტკივილის საწინააღმდეგო მოქმედება.
In vitro – ოსტეობლასტური პროლიფერაციის ინჰიბაცია, სიმსივნის უჯრედებზე პროაპოპტოსტატიკური მოქმედება, ციტოსტატიკური მოქმედება, სინერგიული ციტოსტატიკური ეფექტი სიმსივნის საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებთან, ანტიადჰეზიური და ანტიინვაზიური მოქმედება.
ფარმაკოკინეტიკა:
ზოლედრონის მჟავას ფარმაკოკინეტიკა შესწავლილი იქნა ძვლის მეტასტაზების მქონე 64 პაციენტში, რომლებსაც ჩაუტარდათ ერთჯერადი ინფუზია 5 და 15 წუთის განმავლობაში, დოზებით 2, 4, 8 და 16 მგ. ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლების სიდიდეები დამოკიდებული არ იყო დოზაზე.
ზოლედრონის მჟავას ინფუზიის დაწყების შემდეგ პრეპარატის პლაზმური კონცენტრაციები სწრაფად მატულობდა, გადასხმის ბოლოს აღწევდა პიკს, შემდეგ კი სწრაფად ქვეითდებოდა პიკის <10%-მდე 4 საათის შემდეგ და პიკის <1%-მდე 24 საათის შემდეგ, ძალიან დაბალი კონცენტრაციების შედგომი ხანგრძლივი პერიოდით, რომელიც არ აღემატებოდა პიკური დონის 0,1%-ს პრეპარატის მეორე ინფუზიამდე 28-ე დღეს.
ვენაში შეყვანილი ზოლედრონის მჟავა გამოიყოფა სამ ფაზად: სწრაფი ორფაზიანი გამოყოფა სისხლის მიმოქცევის დიდი წრიდან, ნახევარგამოყოფის პერიოდებით T1/2 ალფა 0.24 და T1/2 ბეტა 1.87 საათი, რომელსაც მოყვება ხანგრძლივი ელიმინაციის ფაზა ნახევარგამოყოფის საბოლოო პერიოდით T1/2 გამა 146 საათი. მოცემული პრეპარატის მრავალჯერადი დოზების ყოველ 18 დღეში შეყვანის შემდეგ მისი დაგროვება პლაზმაში არ აღნიშნულა.
ზოლედრონის მჟავა არ მეტაბოლიზდება და გამოიყოფა თირკმელებით უცვლელის სახით. შეყვანილი დოზის 39±16% პირველი 24 საათის განმავლობაში გამოიყოფა შარდთან, ხოლო ნაშთი უპირატესად უკავშირდება ძვლოვან ქსოვილს. შემდეგში ხდება ძვლოვანი ქსოვილიდან ზოლედრონის მჟავას უკუგამოთავისუფლება სისტემურ ცირკულაციაში და მისი გამოყოფა თირკმელებით.
პრეპარატის საერთო პლაზმური კლირენსი შეადგენს 5.04± 2.5 ლ/ს-თს. იგი დამოკიდებული არ არის პრეპარატის დოზაზე, პაციენტის სქესზე, ასაკზე, რასობრივ კუთვნილებაზე და სხეულის წონაზე. ინფუზიის გახანგრძლივება 5 წთ-დან 15 წთ-მდე იწვევს სისხლში ზოლედრონის მჟავას კონცენტრაციის შემცირებას 30%-ით ინფუზიის ბოლოს, მაგრამ გავლენას არ ახდენს მრუდის “კონცენტრაცია-დროს” ქვეშ მდებარე ფართის სიდიდეზე.
მონაცემები ზოლედრონის მჟავას ფარმაკოკინეტიკის შესახებ პაციენტებში ჰიპერკალციემიით, ასევე ღვიძლის უკმარისობით დაავადებულებში, ჯერჯერობით მიღებული არ არის. In vitro მიღებული მონაცემების მიხედვით, ზოლედრონის მჟავა არ აინჰიბირებს ადამიანის D450 ფერმენტს და არ ექვემდებარება ბიოტრანსფორმაციას.
ცხოველებში ჩატარებული გამოკვლევების მონაცემების მიხედვით, განავალთან ერთად გამოიყოფა პრეპარატის დოზის 3%-ზე ნაკლები. ამგვარად, ღვიძლის ფუნქციის მდგომარეობა ზოლედრონის მჟავის ფარმაკოკინეტიკაზე რაიმე არსებით გავლენას არ ახდენს.
ზოლედრონის მჟავას არ გააჩნია თვისობა (სწრაფვა) სისხლის უჯრედებისადმი. პლაზმის ცილებთან შეკავშირება დაბალია (დაახლოებით 56%) და დამოკიდებული არ არის პლაზმაში პრეპარატის კონცენტრაციაზე.
ზოლედრონის მჟავას თირკმლისმიერი კლირენსი დადებითად დაკავშირებულია კრეატინინის კლირენსთან, თირკმლისმიერი კლირენსი – კრეატინინის კლირენსის 75± 33%, რაც აჩვენებს 84 ±29 მლ/წთ (დონე 22-დან 143 მლ/წთ-მდე) სიმსივნით დაავადებულ 64 ავადმყოფთან. პოპულაციის ანალიზმა აჩვენა, რომ ავადმყოფებში კრეატინის კლირენსით 20 მლ/წთ-დან (თირკმელების მწვავე უკმარისობა) ან 50 მლ/თ (საშუალო უკმარისობა), ზოლედრონატის კლირენსი შეადგენს 37%-ს. ან 72%-ს. მონაცემები თირკმლის მწვავე უკმარისობით დაავადებული ავადმყოფების შესახებ (<30მლ/წთ) არ არის.
ჩვენებები:
ავთვისებიანი სიმსივნით გამოწვეული ჰიპერკალციემია;
ძვლოვან ქსოვილთან დაკავშირებული სიმპტომების პროფილაქტიკა (პათოლოგიური მოტეხილობები, ხერხემლის სვეტის კომპრესია, ქირურგიული ჩარევების და სხივური თერაპიის შემდგომი გართულებები ან ჰიპერკალციემია ავადმყოფებში ავთვისებიანი ახალწარმონაქმნებით, ძვლების დაზიანებით).
დოზირების რეჟიმი:
ძვლოვან ქსოვილთან დაკავშირებული სიმპტომების პროფილაქტიკა ძვლის დაზიანებით მიმდინარე ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების მქონე პაციენტებში.
მოზრდილი პაციენტები: ძვლოვანი ქსოვილის მხრივ სიმპტომების პროფილაქტიკის დროს ძვლის დაზიანებით მიმდინარე ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების მქონე პაციენტებში რეკომენდებული დოზაა ზოლედრონის მჟავას 4 მგ. კონცენტრატი საჭიროა გაზავდეს ნატრიუმის ქლორიდის 0.9%-იანი ხსნარის ან გლუკოზის 5%-იანი ხსნარის 100 მლ-ში; შეჰყავთ ერთჯერადად 15 წუთიანი ინტრავენური ინფუზიით 3-4 კვირაში ერთხელ.
ასევე საჭიროა ინტრავენურად კალციუმის პრეპარატების დანიშვნა დოზით 500 მგ და 400 სე ვიტამინი D ყოველ დღე.
ავთვისებიან სიმსივნესთან დაკავშირებული ჰიპერკალციემიის მკურნალობა.
მოზრდილი პაციენტები: ჰიპერკალციემიის დროს (კალციუმის კონცენტრაცია კორექციით ალბუმინის დონის მიხედვით ≥12.0 მგ/დლ ან 3,0 მმოლ/ლ) პრეპარატის რეკომენდებული დოზაა ზოლედრონის მჟავას 4 მგ.
კონცენტრატი საჭიროა გაზავდეს ნატრიუმის ქლორიდის 0.9%-იანი ხსნარის ან გლუკოზის 5%-იანი ხსნარის 100 მლ-ში; შეჰყავთ ერთჯერადად 15 წუთიანი ინტრავენური ინფუზიით, 3-4 კვირაში ერთხელ.
ზომეტის შეყვანამდე საჭირო შეფასდეს პაციენტის ჰიდრატაციის ხარისხი. ზომეტის ინფუზია ტარდება პაციენტის ადექვატური ჰიდრატრაციის პირობით.
თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები
ავთვისებიან სიმსივნესთან დაკავშირებული ჰიპერკალციემია. ავთვისებიან სიმსივნესთან დაკავშირებული ჰიპერკალციემიის (HCM) და თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევების მქონე პაციენტების ზომეტით მკურნალობა დასაშვებია მხოლოდ მკურნალობის რისკისა და ეფექტურობის შეფასების შემდეგ. კლინიკურ გამოკვლევებში ის პაციენტები, რომელთაც აღენიშნებოდათ შრატში კრეატინინის კლირენსი  >400მ იკრომოლ/ლ ან > 4.5მგ/დლ, გარიცხულნი იყვნენ. ავთვისებიან სიმსივნესთან დაკავშირებული ჰიპერკალციემიის მქონე პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებათ შრატში კრეატინინის კლირენსი <400 მიკრომოლ/ლ ან<4,5 მგ/დლ, დოზირების განსაკუთრებული რეჟიმი არ ესაჭიროებათ.
ძვლოვან ქსოვილთან დაკავშირებული სიმპტომების პროფილაქტა ძვლის დაზიანებით მიმდინარე ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების მქონე პაციენტებში. მრავლობითი მიელომის ან სიმსივნის შედეგად ძვლების მეტასტაზური დაზიანების მქონე პაციენტებში ზომეტით მკურნალობის დაწყებისას აუცილებელია განსაზღვრული იქნას კრეატინინის დონე შრატში და კრეატინინის კლირენსი (CrCl). CrCl გამოითვლება შრატში კრეატინინის დონიდან, ფორმულის Cockcroft-gault  გამოყენებით. ზომეტა რეკომენდებული არ არის თერაპიის დაწყებამდე თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებისათვის, რაც ამ პოპულაციისათვის განსაზღვრულია, როგორც CrCl <30 მლ/წთ. ზომეტის კლინიკურ გამოკვლევებში ის პაციენტები, რომელთა შრატში კრეატინინის დონე >265 მიკრომლ/ლ ან <3.0 მგ/დლ, გარიცხულნი იყვნენ.
ძვალში მეტასტაზების მქონე პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებოდათ თირკმლის ფუნქციის მსუბუქი ან ზომიერი ხარისხის დარღვევა თერაპიის დაწყებამდე, რაც განსაზღვრული იყო ამ პოპულაციისათვის, როგორც CrCl 30-დან 60 მლ/წთ-მდე, რეკომენდებულია ზომეტის შემდეგი დოზები:
კრეატინინის საწყისი დონე (მლ/წთ)       ზომეტის რეკომენდებული დოზა
>60                                                          4.0 მგ
50-60                                                        3.5 მგ*
40-49                                                        3.3 მგ*
30-39                                                         3.0 მგ*
*დოზები გათვლილი იყო მოცემული AUC 0.66 (მგსთ/ლ) (CrCl =75 მლ/წთ) ვარაუდით.
თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებისათვის ნავარაუდევია დოზის შემცირება, რათა მიღწეული იქნას ისეთივე AUC, როგორც პაციენტებში კრეატინინის კლირენსით 75 მლ/წთ. თერაპიის დაწყების შემდეგ ზომეტის თითოეული დოზის მიღების წინ აუცილებელია შრატში კრეატინინის განსაზღვრა და თირკმლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში საჭიროა მისი მოხსნა. კლინიკურ გამოკვლევებში თირკმლის ფუნქციის დარღვევები განსაზღვრული იყო შემდეგნაირად:
– პაციენტებისათვის შრატში კრეატინინის ნორმალური საწყისი დონით (1.4 მგ/დლ), მომატება ≥ 0.5მგ/დლ;
– პაციენტებისათვის შრატში კრეატინინის შეცვლილი საწყისი დონით (>1.4 მგ/დლ) მომატება ≥ 1.0 მგ/დლ;
ზომეტით მკურნალობის განახლება საჭიროა ისეთივე დოზით, როგორიც იყო მკურნალობის შეწყვეტამდე.
ზომეტის შემცირებული დოზების დამზადების ინსტრუქცია. აიღეთ საჭირო თხიერი კონცენტრატის შესაბამისი მოცულობა შემდეგნაირად:
4.4 მლ – 3.5 მგ დოზისათვის;
4.1 მლ – 3.3 მგ დოზისათვის;
3.8 მლ – 3.0 მგ დოზისათვის.
თხიერი კონცენტრატის აღებული რაოდენობა საჭიროა განზავდეს ნატრიუმის ქლორიდის 0.9%-იანი სტერილური ხსნარის, ან გლუკოზის 5%-იანი ხსნარის 100 მლ-ში. დოზა შეჰყავთ ერთჯერადად, ინტრავენური ინფუზიის სახით, არანაკლებ 15 წუთის განმავლობაში.
გაცივებული ხსნარის გამოყენებამდე აუცილებელია მისი წინასწარი გაჩერება ოთახის ტემპერატურაზე.
გვერდითი მოვლენები:
გვერდითი რეაქციები კლასიფიცირებულია მათი გამოვლინების სიხშირის მიხედვით: ძალიან ხშირად (≥1/10) ხშირად (≥1/100, <1/10), ზოგჯერ (≥1/1000, <1/100) იშვიათად (≥1/10000,  <1/1000), ძალიან იშვიათად (<1/10000), ცალკეული ცნობების ჩათვლით.
დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: ხშირად – ანემია, ზოგჯერ -თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია; იშვიათად -პანციტოპენია.
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად – თავის ტკივილი; ზოგჯერ – თავბრუსხვევა, პარესთეზიები, გემოვნების დარღვევები, ჰიპოსთეზია, ჰიპერსთეზია, ტრემორი.
დარღვევები ფსიქიკის მხრივ: ზოგჯერ – მოუსვენრობა, ძილის დარღვევა; იშვიათად – გონების არევა.
მხედველობის ფუნქციის დარღვვები: ხშირად – კონიუნქტივიტი; ზოგჯერ -მხედველობის დაბინდვა; ძალიან იშვიათად – უვეიტი, ეპისკლერიტი.
დარღვევები კუჭნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად – გულისრევა, ღებინება, ანორექსია; ზოგჯერ – დიარეა, შეკრულობა, აბდომინური ტკივილი, დისპეფსია, სტომატიტები, პირის სიმშრალე.
დარღვევები სასუნთქი სისტემის მხრივ: ზოგჯერ -დისპნოე, ხველა.
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ზოგჯერ – ქავილი, გამონაყარი (ერითემატოზული და მაკულარული გამონაყრის ჩათვლით), მომატებული ოფლიანობა.
დარღვევები ჩონჩხკუნთოვანი სისტემის, შემაერთებელი ქსოვილის და ძვლების მხრივ: ხშირად -ტკივილი ძვლებში, მიალგია, ართრალგია, გენერალიზებული ტკივილი; ზოგჯერ – კუნთოვანი კრუნჩხვები.
დარღვევები გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ზოგჯერ – ჰიპერტენზია, ჰიპოტენზია; იშვიათად – ბრადიკარდია.
დარღვევები თირკმელებისა და შარდგამომყოფი სისტემის მხრივ ხშირად –  თირკმლისმიერი დარღვევები; ზოგჯერ – თირკმლის მწვავე უკმარისობა, ჰემატურია, პროტეინურია.
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ: ზოგჯერ – ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, იშვიათად – ანგიონევროზული შეშუპება.
ზოგადი დარღვევები და რეაქციები პრეპარატის შეყვანის ადგილზე: ხშირად – ცხელება, გრიპის მსგავსი მდგომარეობა (დაღლილობა, შემცივნება, მოთენთილობა და სახეში სისხლის მოწოლა); იშვიათად – ასთენია, პერიფერიული შეშუპება, რეაქციები ინექციის ადგილზე (ტკივილი, გაღიზიანება, შეშუპება, გამაგრება), ტკივილი მკერდში, სხეულის წონის მომატება.
ლაბორატორიული მაჩვენებლების გადახრები: ძალიან ხშირად -ჰიპოფოსფატემია; ხშირად- სისხლში კრეატინინის და შარდოვანას დონის მომატება, ჰიპოკალციემია; ზოგჯერ -ჰიპომაგნიემია, ჰიპოკალიემია; იშვიათად – ჰიპერკალიემია, ჰიპერნატრიემია.
მიუხედავად იმისა, რომ ზომეტის მიღების დროს ბრონქოსტენოზი არ აღინიშნება, სხვა ბისფოსფონატების მიღება ასთმატიკ-პაციენტებში, რომლებიც მგრძნობიარენი არიან აცეტილსალიცილის მჟავას მიმართ, დაკავშირებული იყო ბრონქოსტენოზთან.
პოსტმარკეტინგი: არსებობს ცნობები ოსტეონეკროზის (უპირველეს ყოვლისა ყბების) იშვიათი შემთხვევების შესახებ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ დისფოსფონატებით. მრავალს აღენიშნებოდა ადგილობრივი ინფექციის ნიშნები, ოსტეომიელიტის ჩათვლით. ცნობების უმრავლესობა ეხება კიბოიან პაციენტებს კბილის ამოღების შემდეგ, ან სხვა სტომატოლოგიური ოპერაციების შემდეგ. ყბების ოსტეონეკროზს გააჩნია დოკუმენტებით დადასტურებული რისკის ფაქტორები, კიბოს დიაგნოზის ჩათვლით, თანმხლები მკურნალობა (მაგალითად, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია, კორტიკოსტეროიდები) და სხვა პათოლოგიური მდგომარეობები (მაგალითად, ანემია, კოაგულოპათია, ინფექცია, პირის ღრუს ადრე არსებული დაავადებები. თუმცა მიზეზობრივი კავშირის დადგენა ვერ ხერხდება, მიზანშეწონილია სტომატოლოგიური ოპერაციების თავიდან არიდება, ვინაიდან გამოჯანმრთელება შესაძლებელია გახანგრძლივდეს.
ძალიან იშვიათ შემთხვევებში ჰიპოტონია იწვევდა გულის წასვლას ან სისხლძარღვოვან უკმარისობას, უწინარეს ყოვლისა რისკის ფაქტორის მქონე პაციენტებში.
უკუჩვენებები:
პრეპარატი ზომეტა ინფუზიისათვის უკუნაჩვენებია ორსულებში და მეძუძურ დედებში, ასევე პაციენტებისთვის, რომელთაც აღენიშნებათ მგრძნობელობის მნიშვნელოვანი მომატება ზოლედრონის მჟავის, სხვა ბისფოსფონატების ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი სხვა ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია:
იმის გათვალისწინებით, რომ არ არსებობს ზომეტის გამოყენების გამოცდილება ორსულობის დროს, ეს პრეპარატი არ შეიძლება რეკომენდებული იყოს მოცემული კონტინგენტის პაციენტებში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებლობა აღემატება რისკს ნაყოფისათვის.
*ამჟამად ცნობილი არ არის, გამოიყოფა თუ არა ზოლედრონის მჟავა დედის რძეში. ძუძუთი კვების პერიოდში ზომეტის მიღება არ შეიძლება.
განსაკუთრებული მითითებები:
– ზომეტის დანიშვნამდე საჭიროა პაციენტების გამოკვლევა, იმის საგარანტიოდ, რომ ისინი შესაბამისად ჰიდრატირებულნი არიან.
– ზომეტით თერაპიის დაწყების შემდეგ გულდასმით უნდა იქნას გამოკვლეული ჰიპერკალციემიასთან დაკავშირებული ისეთი სტანდარტული მეტაბოლური პარამეტრები, როგორიცაა კალციუმის, ფოსფატისა და მაგნიუმის დონეები, ასევე კრეატინინის დონე შრატში. თუკი წარმოიქმნება ჰიპოკალციემია, ჰიპოფოსფატემია და ჰიპომაგნიემია, შესაძლებელია საჭირო გახდეს ხანმოკლე დამატებითი თერაპიის ჩატარება. ჰიპერკალციემიის მქონე არანამკურნალევ პაციენტებს აღენიშნებათ თირკმლის ფუნქციის გარკვეული ხარისხის დარღვევა, ამიტომ აუცილებელია თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი.
– ავთვისებიან სიმსივნესთან დაკავშირებული ჰიპერკალციემიის მქონე პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმლის ფუნქციის გაუარესების ნიშნები, გულდასმით უნდა იყვნენ გამოკვლეულნი იმის გასარკვევად, აღემატება თუ არა პოტენციური სარგებლობა ზომეტით ხანგრძლივი მკურნალობის შესაძლო რისკს.
– ძვალში მეტასტაზების მქონე პაციენტების მკურნალობის გადაწყვეტილების მიღებისას, ჩონჩხთან დაკავშირებული მოვლენების თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა გავითვალისწინოთ, რომ მკურნალობის ეფექტი დგება 2-3 თვის შემდეგ.
– არსებობს მონაცემები თირკმლის დისფუნქციასთან ბისფოსფონატების კავშირზე. თირკმლის ფუნქციის დარღვევები შეიძლება გამოიწვიოს ისეთმა ფაქტორებმა, როგორებიცაა დეჰიდრატაცია, თირკმლის ფუნქციის ადრე არსებული დარღვევები, ზომეტის ან სხვა ბიფოსფონატების მრავალჯერადი ციკლები, ასევე ნეფროტოქსიკური საშუალებების გამოყენება ან ინფუზიის ჩატარება უფრო ხანმოკლე პერიოდში, ვიდრე ეს რეკომენდებულია. მართალია, ზომეტის შეყვანისას დოზით 4 მგ არანაკლებ 15 წუთის განმავლობაში, რისკი მცირდება, მიუხედავად ამისა, თირკმლის ფუნქციის გაუარესება მოსალოდნელია.
– შრატში კრეატინინის დონის მომატება აღინიშნება ასევე ზოგიერთ პაციენტში, რომლებიც მუდმივად ღებულობდნენ ზომეტას რეკომენდებული დოზებით, ჩონჩხთან დაკავშირებული სიმპტომების თავიდან ასაცილებლად. თუმცა შედარებით ნაკლები სიხშირით.
ზომეტის ყოველი დოზის მიღების წინ აუცილებელია პაციენტის შრატში კრეატინინის დონის შეფასება. მკურნალობის დაწყების შემდეგ პაციენტებში, რომლებსაც ძვალში აღენიშნებათ მეტასტაზები და თირკმლის ფუნქციის უმნიშვნელო ან ზომიერი დარღვევა, რეკომენდებულია ზომეტის შედარებით დაბალი დოზები. პაციენტებში, რომლებსაც მკურნალობის დროს აღენიშნებათ თირკმლის ფუნქციის გაუარესების ნიშნები, ზომეტის მიღების განახლება შეიძლება მხოლოდ მაშინ, როცა კრეატინინის დონე დაუბრუნდება კრეატინინის საწყის მნიშვნელობას, საწყისი სიდიდის 10%-ის ფარგლებში.
თირკმლის ფუნქციაზე ბისფოსფონატების, მათ შორის ზომეტის პოტენციური ზემოქმედების გათვალისწინებით, თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებში უსაფრთხოების შესახებ მონაცემების არარსებობის გამო (კლინიკურ გამოკვლევებში განსაზღვრულია როგორც კრეატინინის დონე შრატში ≥400 მიკრომოლ/ლ, ან ≥ 4.5 მგ/ პაციენტებისათვის ავთვისებიან სიმსივნესთან დაკავშირებული ჰიპერკალციემიით და ≥ 265 მიკრომოლ/ლ ან 3.0 მგ/ პაციენტებისათვის კიბოთი და ძვალში მეტასტაზებით, შესაბამისად) მკურნალობის დასაწყისში და მხოლოდ შეზღუდული ფარმაკოლოგიური მონაცემების არსებობისას პაციენტებში თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევებით მკურნალობის დასაწყისში (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ), ზომეტის მიღება ასეთ პაციენტებში რეკომენდებული არ არის.
ვინაიდან ღვიძლის მძიმე უკმარისობით დაავადებულების მხოლოდ შეზღუდული კლინიკური მონაცემები არსებობს, რეკომენდაციები პაციენტთა ამ პოპულაციისათვის არა გვაქვს. საჭიროა თავიდან იქნას აცილებული ჰიპერჰიდრატაცია გულის უკმარისობის განვითარების რისკის მქონე პაციენტებში.
– ბავშვებში ზომეტის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.
არსებობს ცნობები ყბების ოსტეონეკროზის შესახებ კიბოთი დაავადებულ პაციენტებში, რომლებსაც უტარდებოდათ მკურნალობა გარკვეული სქემით, ბისფოსფონატების  ჩათვლით. ამათგან მრავალ პაციენტს უტარდებოდა ქიმიოთერაპია და ღებულობდნენ კორტიკოსტეროიდებს. ცნობების უმრავლესობა დაკავშირებული იყო სტომატოლოგიურ პროცედურებთან, კბილის ამოღების სახით. მრავალთან ადგილი ჰქონდა ადგილობრივი ინფექციის ნიშნებს, ოსტეომიელიტის ჩათვლით.
რისკის ფაქტორების მქონე პაციენტებში (მაგალითად, კიბო, ქიმიოთერაპია, კორტიკოსტეროიდები, პირის ღრუს არასაკმარისი ჰიგიენა) ბისფოსფონატებით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა ჩატარდეს პირის ღრუს დათვალიერება, შესაბამისი პროფილაქტიკური სტომატოლოგიით.
მკურნალობის მსვლელობისას ეს პაციენტები შესაძლებლობის მიხედვით უნდა ერიდონ ინვაზიურ სტომატოლოგიურ პროცედურებს. პაციენტებს, რომელთაც ბისფოსფონატებით თერაპიის დროს განუვითარდათ ყბის ოსტეონეკროზი, სტომატოლოგიურმა ოპერაციამ შესაძლებელია გააუარესოს მდგომარეობა. ცნობები იმ პაციენტების შესახებ, რომლებსაც ესაჭიროებათ სტომატოლოგიური პროცედურები, არ არსებობს, რათა ვივარაუდოთ, ამცირებს თუ არა ბისფოსფონატებით მკურნალობის შეწყვეტა ყბის ოსტეონეკროზის განვითარების რისკს. მკურნალი ექიმი კლინიკური შეფასებისას უნდა ხელმძღვანელობდეს თითოეული პაციენტს მკურნალობის გეგმით, რაც დაფუძნებულია სარგებლობა/რისკის ინდივიდუალურ შეფასებაზე.
პოსტმარკეტინგულ გამოკვლევებში არსებობს ცნობები მწვავე და ზოგჯერ მწყობრიდან გამოსული ძვლის, ყბის შესახებ და/ან კუნთოვანი ტკივილების შესახებ პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ბისფოსფონატებს. თუმცა ამგვარი ცნობები ხშირი არ არის. სამკურნალო საშუალებების ამ კატეგორიაში შედის ასევე ზომეტა (ზოლედრონის მჟავა). სიმპტომების განვითარების დასაწყისი ვარირებს ერთი დღიდან რამდენიმე თვემდე, მკურნალობის დაწყებიდან. პაციენტთა უმრავლესობაში მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ აღინიშნება სიმპტომების შემსუბუქება. სუბპოპულაციაში ვლინდება სიმპტომების რეციდივი, თუკი მკურნალობა განახლდებოდა იმავე სამკურნალო საშუალებებით ან სხვა ბისფოსფონატებით.
ავტოტრანსპორტის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე გავლენა: გამოკვლევები პრეპარატის გავლენის შესახებ ავტოტრანსპორტის მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე, არ ჩატარებულა.
ჭარბი დოზირება:
ზომეტის დოზის გადაჭარბების მწვავე შემთხვევა აღნიშნული არ ყოფილა. პაციენტი, რომელმაც მიიღო პრეპარატის დოზა, რომელიც აღემატება რეკომენდებულს, საჭიროა იმყოფებოდეს მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. ჰიპოკალციემიის განვითარების შემთხვევაში, რასაც თან ახლავს კლინიკურად მნიშვნელოვანი გამოვლინებები, ნაჩვენებია კალციუმის გლუკონატის ინფუზიის ჩატარება.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ჩატარებულ კლინიკურ გამოკვლევებში ზომეტთან ერთად ინიშნებოდა სხვა, ხშირად გამოყენებული სამკურნალო პრეპარატები – სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებები, დიურეტიკები, ანტიბიოტიკები, ანალგეტიკები. რაიმე კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებები არ აღნიშნულა. In vitro გამოკვლევით მიღებული მონაცემების მიხედვით, ზოლედრონის მჟავას არ გააჩნია არსებითი შეკავშირება პლაზმის ცილებთან და ადამიანის D450 ფერმენტთან. მიუხედავად ამისა, სპეციალური კლინიკური გამოკვლევები წამლების ურთიერთქმედებების შესასწავლად არ ჩატარებულა.
-გარკვეული სიფრთხილეა საჭირო ბისფოსფონატების და ამინოგლიკოზიდების ერთდროულად გამოყენების დროს, ვინაიდან ორივე პრეპარატმა შესაძლებელია მოახდინოს ადიტიური გავლენა კალციუმის შრატისმიერ კონცენტრაციაზე, რის შედეგადაც შრატში კალციუმის დონე შესაძლებელია დარჩეს დაქვეითებული უფრო ხანგრძლივად, ვიდრე ეს საჭიროა.
– სიფრთხილეა საჭირო ზომეტის და სხვა პოტენციურად ნეფროტოქსიკური პრეპარატების დანიშვნისას. გასათვალისწინებელია აგრეთვე ჰიპომაგნიემიის განვითარების შესაძლებლობა.
– მიელომური დაავადების მქონე პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევების რისკი შესაძლებელია ინტრავენური ბისფოსფონატების ერთდროული დანიშვნისას, როგორიცაა ზომეტა  ტალიდომიდთან კომბინაციაში.
შენახვის პირობები:
100 მლ ფიზიოლოგიურ ხსნარში ან 5%-იან გლუკოზის ხსნარში მთლიანად გახსნის შემდეგ პრეპარატი სტაბილურია 24 საათი 2-დან 80C ტემპერატურის პირობებში.
ასეპტიკური გახსნისა და გაზავების შემდეგ სასურველია პრეპარატის დაუყოვნებლივ გამოყენება. პრეპარატის დაუყოვნებლივ გამოყენების შეუძლებლობის შემთხვევაში, გამოყენების მომენტამდე შენახვის პირობებზე და ხანგრძლივობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება სამედიცინო პერსონალს. საერთო დრო გახსნის დაწყებიდან, მაცივარში 2-დან 80C შენახვის, მიღების ბოლომდე ჩათვლით არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.
მწარმოებელი: NOVARTIS PHARMA AG,შვეიცარია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook