იდეოსი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): კალციუმის კარბონატი, ქოლეკალციფეროლი/CALCIUM CARBONATE; COLECALCIFEROL

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ორგანიზმში კალციუმის დეფიციტის შემავსებელი პრეპარატი. ოსტეოპოროზის სამკურნალო საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
საღეჭი ტაბლეტები: ტუბში 15 ტაბ., შეფუთვაში 2 ტუბი.
1 ტაბ.
კალციუმის კარბონატი……………………..   1.25 გ,
მათ შორის კალციუმი……………………..   500 მგ
ქოლეკალციფეროლი (ვიტამინი D3)……    400 სე
დამხმარე ნივთიერებები:
სორბიტოლი, ქსილიტოლი პოლივიდონი, მაგნიუმის სტეარატი, ლიმონის არომატიზატორი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
იდეოსი წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს, რომელიც არეგულირებს კალციუმისა და ფოსფორის ცვლას ორგანიზმში. პრეპარატი ავსებს ვიტამინ D3-სა და კალციუმის დეფიციტს ორგანიზმში.
ვიტამინი D3 ზრდის კალციუმის შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და მის შეღწევას ძვლოვან ქსოვილში.
ჩვენებები:
ვიტამინი D3 და კალციუმის დეფიციტის კორექცია ხანდაზმულებში. ოსტეოპოროზის პროფილაქტიკისა და კომპლექსური მკურნალობისათვის.
დოზირების რეჟიმი:
პრეპარატი ინიშნება დოზით 2 ტაბლეტი დღეში დილას და საღამოს. ტაბლეტი უნდა დაიღეჭოს ან გაიწუწნოს.
გვერდითი მოვლენები:
კუჭნაწლავის ტრაქტის მხრივ: ყაბზობა ან ფაღარათი, მეტეორიზმი, გულისრევა, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში.
კალციუმის რაოდენობის მომატება სისხლში ან შარდში ხანგრძლივი მკურნალობისას.
უკუჩვენებები:
*მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ;
*ჰიპერკალციემია, ჰიპერკალციურია;
*შარდ-კენჭოვანი დაავადება (კალციუმის კენჭების წარმოქმნა);
*ოსტეოპოროზი განპირობებული ხანგრძლივი იმობილიზაციით.
ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. ყოველდღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 1500 მგ კალციუმსა და 600 სე ვიტამინ D3-ს.
ორსულობის დროს დაუშვებელია ვიტამინი D3-ის დოზის გადაჭარბება. პრეპარატის ჭარბმა დოზირებამ ორსულობის დროს შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის ფსიქიური და ფიზიკური განვითარების დარღვევა.
*პრეპარატი არ გამოიყენება ლაქტაციის პერიოდში, ვინიდან ვიტამინი D3 და მისი მეტაბოლიტები აღწევენ დედის რძეში.
განსაკუთრებული მითითებები:
– იდეოსით ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში რეკომენდებულია კალციურიის კონტროლი. თუ კალციურიის დონე აღემატება 7.5 მმოლ/24 სთ (300 მგ/24 სთ), საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა ან დოზის შემცირება.
– მხედველობაში უნდა მივიღოთ, რომ D3 დოზა ერთ მიღებაზე შეადგენს 400 სე ვიტამინ D3 და კალციუმის დამატებითი დანიშვნა უნდა იყოს მკაცრი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ კალციემიისა და კალციურიის ყოველკვირეული კონტროლით.
პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ კეთილთვისებიანი გრანულომატოზი, რადგან შესაძლებელია ვიტამინი D3 მეტაბოლიზმის გაძლიერება. ასეთ პაციენტებში აუცილებელია კალციურიისა და კალციემიის კონტროლი;
პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მიიღონ იმ პირებმა, რომელთაც აღენიშნებათ თირკმლის უკმარისობა. მათთვის საჭიროა ფოსფორის და კალციუმის ბალანსის კონტროლი.
ჭარბი დოზირება:
ჭარბი დოზირება ვლინდება ჰიპერკალციურიისა და ჰიპერკალციემიის სახით. პაციენტებს აღენიშნებათ შემდეგი სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, პოლიდიფსია, პოლიურია, ყაბზობა.
მკურნალობა: კალციუმისა და D3 მიღების შეწყვეტა, რეჰიდრატაცია. ქრონიკულად ვიტამინი D3დოზის გადაჭარბებამ, ჰიპერკალციემიის შედეგად შეიძლება გამოიწვიოს სისხლძარღვებისა და ქსოვილების კალციფიკაცია.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
– საგულე გლიკოზიდები: კალციუმისა და ვიტამინ D3 მიღება აძლიერებს საგულე გლიკოზიდების ტოქსიკურობას (რითმის დარღვევის რისკი). აუცილებელია მკაცრი კლინიკური დაკვირვება, საჭიროების შემთხვევაში ელექტროკარდიოგრამის და კალციემიის კონტროლი.
– ბიფოსფონატი, ნატრიუმის ფტორიდი: რეკომენდებულია 2 საათიანი ინტერვალის დაცვა კალციუმის მიღებამდე (ბიფოსფონატისა და ნატრიუმის ფტორიდის შეწოვის დაქვეითების რისკი ნაწლავებში).
– თიაზიდური დიურეზული საშუალებები: რეკომენდებულია კალციემიის კონტროლი (ქვეითდება შარდით კალციუმის გამოყოფა).
– ტეტრაციკლინის მიღება: საჭიროა 3 საათიანი შუალედის დაცვა კალციუმის მიღებამდე (შესაძლებელია ტეტრაციკლინის შეწოვის დაქვეითება); მაღალი დოზებით ვიტამინი D3დამატებითი დანიშვნისას აუცილებელია კალციურიის და კალციემიის ყოველკვირეული კონტროლი.
– ფენიტოინი, ბარბიტურატები: შესაძლებელია ვიტამინ D3 მოქმედების დაქვეითება.
– გლუკოკორტიკოიდები: შესაძლებელია ვიტამინ D3 მოქმედების დაქვეითება.
– საკვები:  შესაძლებელია ურთიერთქმედება საკვებთან (მაგალითად საკვებთან, რომელიც შეიცავს მჟაუნმჟავას, ფოსფატებს, ფიტინის მჟავას).
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
მწარმოებელი: Laboratorie INNOTECH INTERNATIONAL, INNOTHERA CHOUZY,საფრანგეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook