იმუნალი ტაბლეტები

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): მეწამული ექინაცეა/ echinacea purpurea

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: იმუნომასტიმულირებელი საშუალებები,  ფიტოპრეპარატები
შემადგენლობა
ერთი ტაბლეტი შეიცავს 80 მგ მეწამული ექინაცეის (Echinacea purpurea) ახალდაკრეფილი აყვავებული ბალახისგან მიღებულ გამომშრალ წვენს.
დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის სტეარატი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, სილიციუმის კოლოიდური უწყლო დიოქსიდი, ნატრიუმის საქარინატი, ვანილინი, ალუბლის არომატი.

გარეგანი სახე
მრგვალი, ორივე მხრიდან ბრტყელი ღია ყავისფერი ტაბლეტები ჩანართებით.

1.
რა არის იმუნალის ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება ისინი
იმუნალიâ არის  მცენარეული ნედლეულისგან დამზადებული იმუნომასტიმულირებელი პრეპარატი. იმუნალის ტაბლეტების მოქმედი ნივთიერებაა მეწამული ექინაცეის (Echinacea purpurea) ახალდაკრეფილი აყვავებული ბალახისგან გამოწურული გამომშრალი წვენი.
მეწამული ექინაცეის აქტიური ნივთიერებები აძლიერებენ ორგანიზმის ბუნებრივ დამცავ ძალებს და მოქმედებენ იმუნიტეტის არასპეციფიკური სტიმულატორების სახით.
ლეიკოციტების (გრანულოციტების და მაკროფაგების) რიცხვის გაზრდით და ფაგოციტოზის აქტივაციით, ისინი უზრუნველყოფენ დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმების განადგურებას. გარდა ამისა, დადგენილია მეწამული ექინაცეის ანტივირუსული მოქმედება გრიპისა და ჰერპესის გამომწვევებთან მიმართებაში.

გამოყენების ჩვენებები:
• იმუნიტეტის სტიმულაცია;
• გაციების და გრიპის პროფილაქტიკა და მათი სწრაფი განკურნება;
• სასუნთქი გზების გაურთულებელი ვირუსული და ბაქტერიული  დაავადებების (სურდო, ყელის ანთება, ხველა, სისუსტე) სიმპტომების შემსუბუქება;
• დამხმარე სამკურნალო საშუალების სახით ქრონიკული ინფექციური დაავადებების ხანგრძლივი ანტიბიოტიკოთერაპიის დროს.
2. იმუნალის ტაბლეტების გამოყენების წინ
არ მიიღოთ იმუნალის ტაბლეტები, თუ თქვენ გაქვთ:
• ალერგია ექინაცეაზე, რთულყვავილოვან ოჯახის მცენარეებზე (მაგალითად, გვირილაზე, არნიკაზე, გულყვითელაზე, ფარსმანდუკზე) ან პრეპარატის დამხმარე ნივთერებებზე;
• პროგრესირებადი სისტემური დაავადებები, მაგალითად, ტუბერკულოზი და სარკოიდოზი;
• აუტოიმუნური დაავადებები ისეთი, როგორიცაა კოლაგენოზი და გაფანტული სკლეროზი;
• იმუნოდეფიციტი (აივ-ინფექცია, შიდსი);
• იმუნური სისტემის დამთრგუნველი თერაპია (მაგალითად, კიბოს სამკურნალოდ ან ძვლის ტვინის ან სხვა ორგანოების გადანერგვის შემდეგ გამოსაყენებელი სამკურნალო საშუალებებით);
• სისხლის სისტემის ნებისმიერი დაავადება ლეიკოციტების დაზიანებით (მაგალითად, აგრანულოციტოზი, ლეიკოზი);
• თანდაყოლილი მიდრეკილება ალერგიული რეაქციების (ჭინჭრის ციების, ატოპიური დერმატიტის, ბრონქული ასთმის) მიმართ.
პრეპარატი უკუნაჩვენებია 1 წელზე უმცროსი ბავშვებისთვის.

სიფრთხილის ზომები
თუ პრეპარატის მიღების ფონზე სიმპტომატიკა უარესდება ან სხეულის მაღალი ტემპერატურა აღინიშნება, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
თუ არსებობს მიდრეკილება ალერგიული რეაქციების მიმართ, იმუნალის ტაბლეტების მიღების წინ საჭიროა რჩევისთვის მიმართოთ ექიმს. შესაძლოა მომატებული მგრძნობელობის მძიმე რეაქციის განვითარება.
ბავშვებში გამოყენების შესახებ იხ. „როგორ უნდა მიღებულ იქნას იმუნალის ტაბლეტები“.
თუ 10 დღის განმავლობაში არ შეამჩნევთ გაუმჯობესებას მიმართეთ ექიმს.

სხვა სამკურნალო საშუალებების მიღება
თუ თქვენ ღებულობთ რაიმე სხვა წამალს, ახლახან მიიღეთ ან აპირებთ მიღებას, მათ შორის ურეცეპტო წამალს, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
იმუნალის ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ არის აღწერილი. მიუხედავად ამისა, იმუნური სისტემის დამთრგუნველი სხვა სამკურნალო საშუალებების (ისეთი, როგორიცაა ციკლოსპორინი და მეტოტრექსატი) ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია.

ორსულობა და ძუძუთი კვება
ნებისმიერი წამლის მიღების წინ გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან. ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში იმუნალის ზემოქმედების შესახებ საკმარისი მონაცემების არარსებობის გამო მოცემული პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული ორსულებისთვის და მეძუძურე დედებისთვის, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს ექიმმა გირჩიათ.
ფერტილობაზე იმუნალის ზემოქმედების შესახებ მონაცემები არ არსებობს.

ზეგავლენა მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
არ არის გამოკვლეული.
ინფორმაცია პრეპარატის ზოგიერთი კომპონენტის შესახებ
იმუნალის ტაბლეტები შეიცავენ ლაქტოზას. თუ თქვენ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, ტაბლეტების გამოყენების წინ რჩევისთვის მიმართეთ ექიმს.

3. როგორ უნდა მიღებულ იქნას იმუნალის ტაბლეტები.
მკურნალობა უნდა დაწყებულ იქნას დაავადების პირველი ნიშნების გაჩენისას.
მოზრდილები და 12 წელზე უფროსი მოზარდები: თითო ტაბლეტი 3-4 ჯერ დღეში.
ბავშვები 6-დან 12 წლამდე: თითო ტაბლეტი 3-ჯერ დღეში; გამოყენების წინ რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია.
ბავშვები 4-დან 6 წლამდე: თითო ტაბლეტი 2-ჯერ დღეში; გამოყენების წინ რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია.

4 წელზე უმცროსი ბავშვები: პრეპარატი არ გამოდგება გამოყენებისთვის.
გამოყენების წესი
შიგნით მიღებისთვის.
ტაბლეტს უნდა მიაყოლოთ ერთი ჭიქა წყალი. მიიღეთ საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.

მიღების ხანგრძლივობა
მოკლევადიანი პროფილაქტიკისთვის და მკურნალობისთვის პრეპარატის მიღება რეკომენდებულია უწყვეტად 10 დღის განმავლობაში.
კურსი შეიძლება განმეორებულ იქნას არაუადრეს 14-დღიანი შეალედის შემდეგ.
თუ სიმპტომები მწვავდება ან შენარჩუნებულია 10 დღეზე მეტი ხნის მანძილზე, საჭიროა რჩევისთვის მიმართოთ ექიმს.

ჭარბი დოზირება
მეწამული ექინაცეის ჭარბი დოზირების შემთხვევები არ არის აღწერილი.
თუ ჭარბი დოზირების შემდეგ  აღინიშნება გვერდითი ეფექტები, მიმართეთ ექიმს.
მიღების გამოტოვება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის ანაზღაურების მიზნით. გამოყენება გააგრძელეთ მაშინ, როდესაც დადგება შემდგომი მიღების დრო.

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
ისევე, როგორც სხვა წამლებს, იმუნალის ტაბლეტებს შეუძლია გვერდითი ეფექტების გამოწვევა, თუმცა ისინი ყველასთან არ ვითარდება.
თუ იმუნალის მიღების შემდეგ ვითარდება სახის, ტუჩების, ქუთუთოების, ენის შეშუპება, რთულდება სუნთქვა, კანზე ჩნდება რეაქცია დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ ექიმს. მეწამული ექინაცეის პრეპარატებს შეუძლიათ ალერგიული რეაქციების გამოწვევა ალერგიების მიმართ თანდაყოლილი მიდრეკილების მქონე პირებში.
გვერდით ეფექტების სიხშირე უცნობია. ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა წარმოიქმნას:
– ქავილი, კანზე გამონაყარი, ჭინჭრის ციება, სახის შეშუპება;
– მომატებული მგრძნობელობის რეაქციები სასუნთქ გზებში, რომლებსაც შეუძლიათ ბრონქების შევიწროების და ასთმის გამოწვევა;
– მძიმე ალერგიული რეაქცია კანის, კანქვეშა ქსოვილების და ლორწოვანის მტკივნეული შეშუპებით (ანგიონევროზული შეშუპება), ასევე ტუჩების, ენის, ყელის, ხორხის შეშუპებით, რომელიც ართულებს სუნთქვას (კვინკეს შეშუპება);
– მძიმე რეაქციების კანის, კანქვეშა ქსოვილებისა და ლორწოვანის მხრივ ბუშტუკების, აქერცვლის და წყლულების გაჩენით;
– მომატებული მგრძნობელობის დაუყოვნებლივი რეაქცია (ე.წ. ანაფილაქსიური შოკი);
– სისხლის თეთრი სხეულების რიცხვის შემცირება ხანგრძლივი გამოყენებისას (8 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში).
აღწერილია ექინაცეის კავშირი აუტოიმუნურ დაავადებებთან (დისემინირებულ ენცეფალიტთან, კვანძოვან ერითემასთან, აუტოიმუნურ თრომბოციტოპენიასთან, ევანსის სინდრომთან, შეგრენის სინდრომთან თირკმლის მილაკების დისფუნქციით).
თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი სერიოზული ხდება ან თქვენ შეამჩნევთ გვერდით რეაქციებს, რომელიც ამ ჩანართ ფუქცელში არ არის ჩამოთვლილი, შეატყობინეთ ამის შესახებ ექიმს ან ფარმაცევტს.

5. შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
სამკურნალო პრეპარატები ყოველთვის შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში და არ გამოიყენოთ შეფუთვაზე დაბეჭდილი ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ. ვარგისიანობის ვადის ამოწურვის თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.
არ გადააგდოთ სამკურნალო საშუალებები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. იკითხეთ აფთიაქში არასაჭირო წამლების უტილიზაციის შესახებ. ეს ზომები გარემოს დაცვაში დაგეხმარებათ.

გამოშვების ფორმა: 80 მგ ტაბლეტი # 20
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: Lek d.d. სლოვენია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook