ინტალი ინჰალატორი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ნატრიუმის კრომოგლიკატი/
CROMOGLICIC ACID

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ალერგიის საწინააღმდეგო საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
დოზირებული აეროზოლი: ბალონში 200 დოზა.
1 დოზა
ნატრიუმის კრომოგლიკატი……………..   1 მგ
დოზირებული აეროზოლი: ბალონში 112 დოზა
1 დოზა
ნატრიუმის კრომოგლიკატი……………..    5 მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
წარმოადგენს ანტიალერგიულ საშუალებას, რომელიც აბლოკირებს პოხიერ უჯრედებში კალციუმის იონების შესვლას, ხელს უშლის მათ დეგრანულაციას, ალერგიის მედიატორების და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების გამოთავისუფლებას. ახდენს ბრონქული ასთმის შეტევების და სხვა დაუყოვნებელი ტიპის ალერგიული რეაქციების პრევენციას.
ჩვენებები:
ინტალის ინჰალატორი გამოიყენება ბრონქული ასთმის სამკურნალოდ. ფიზიკური დატვირთვის ასთმის ჩათვლით. იგი განსაკუთრებით ეფექტურია ახალგაზრდა ასაკის პაციენტებში, რომელთაც ჯერ არა აქვთ განვითარებული შეუქცევადი ცვლილებები ფილტვებში.
მიღების წესი და დოზირება:
რამდენადაც საწყის ეტაპზე ინტალით მკურნალობას გააჩნია პრევენციული ხასიათი, მნიშვნელოვანია, რომ პაციენტს მიღებული ჰქონდეს ინსტრუქტაჟი პრეპარატის რეგულარული გამოყენების აუცილებლობის შესახებ, იმ პრეპარატების სიტუაციური მიღებისგან განსხვავებით, რომლებიც მხოლოდ სიმპტომების შესამსუბუქებლად გამოიყენება.
მოზრდილები და ბავშვები:
ინჰალატორის 2 ინჰალაცია 4-ჯერ დღეში ბრონქული ასთმის რუტინული პროფილაქტიკისათვის. დოზირება შესაძლებელია გაიზარდოს: 2 ინჰალაცია – 6-დან 8-მდე დღეში, ბრონქული ასთმის მძიმედ მიმდინარეობისას, ასევე გამოხატული ანტიგენური ზემოქმედების პერიოდში. პრეპარატის დამატებითი დოზები შესაძლებელია ასევე დაინიშნოს მოსალოდნელი ფიზიკური დატვირთვის წინ, ფიზიკური დატვირთვის ასთმის პროფილაქტიკისათვის.
ხანდაზმული პაციენტებისათვის:
რეკომენდებულია იგივე დოზირება, როგორც მოზრდილებისათვის.
დამატებითი ინფორმაცია:
თანმხლები თერაპია ბრონქოდილატატორებით:
ბრონქოდილატატორებით თანმხლები მკურნალობისას საჭიროა მათი მიღება ინტალის ინჰალაციის წინ.
თანმხლები თერაპია გლუკოკორტიკოსტეროიდებით:
იმ პაციენტებს, რომლებიც იტარებენ მკურნალობას გლუკოკორტიკოსტეროიდებით, ინტალის მიღებისას, შესაძლებელია შეუმცირდეთ გლუკოკორტიკოიდის დოზა ან მთლიანად მოეხსნათ ისინი. გლუკოკორტიკოსტეროიდების დოზის შემცირებისას აუცილებელია პაციენტზე დაკვირვება; გლუკოკორტიკოსტეროიდების დოზის შემცირების მისაღები სიჩქარეა – 10% კვირაში. თუ შესაძლებელი გახდა გლუკოკორტიკოსტეროიდების დოზის შემცირება, არ უნდა მოხდეს ინტალის მიღების შეწყვეტა, გლუკოკორტიკოსტეროიდების დოზირების ახალი რეჟიმის შემუშავებამდე.
ინჰალატორის მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენებისათვის აუცილებელია:
– ინსტრუქციის დაცვა;
– ინჰალატორის სისუფთავის დაცვა;
– მისი გარეცხვა კვირაში 2-ჯერ.
დროდადრო შეამოწმეთ ინჰალატორის გამოყენების სისწორე სარკის წინ. თუ თქვენ ხედავთ აეროზოლის ნისლს, რომელიც გამოდის პირიდან ან ბალონის გვერდებიდან, ყველაზე მეტად შესაძლებელია, რომ თქვენ დააჭირეთ ბალონს ამოსუნთქვამდე. შეეცადეთ, მიაღწიოთ იმას, რომ აეროზოლი შესუნთქვასთან ერთად მთლიანად მოხვდეს სასუნთქ გზებში.
სასარგებლო რჩევები მშობლებს:
ბავშვებს შესაძლებელია დასჭირდეთ დახმარება ინტალის ინჰალატორის სწორად გამოყენებისათვის. თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთნ მათ, დააჭიროთ ბალონს მაშინ, როდესაც ბავშვი ასრულებს შესუნთქვას.
გვერდითი მოვლენები:
შესაძლებელია აღინიშნოს ქავილი ყელის მიდამოში, ხველა და გარდამავალი ბრონქოსპაზმი. ძალზე იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია განვითარდეს გამოხატული ბრონქოსპაზმი, გარეგანი სუნთქვითი ფუნქციის მნიშვნელოვანი გაუარესებით. ასეთ შემთხვევებში, პრეპარატით მკურნალობა წყდება და აღარ განახლდება. ძალიან იშვიათია მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, გამონაყარი კანზე.
უკუჩვენებები:
სპეციფიკური უკუჩვენებები არ არის აღწერილი.
*მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;
*ბავშვთა ასაკი 5 წლამდე.
ორსულობა და ლაქტაცია:
სხვა სამკურნალო პრეპარატების მსგავსად, აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა ინტალის დანიშვნისას ორსულობის პირველი ტრიმესტრის განმავლობაში და ლაქტაციის პერიოდში.
განსაკუთრებული მითითებები:
რამდენადაც ინტალით მკურნალობას გააჩნია პროფილაქტიკური ხასიათი, დიდი მნიშვნელობა ენიჭება მკურნალობის გაგრძელებას იმ პაციენტებში, რომელთაც უკვე გამოუვლინდათ მდგომარეობის გაუმჯობესება.
თუ მკურნალობის შეწყვეტა აუცილებელია, იგი წარმოებს თანდათანობით ერთი კვირის განმავლობაში. ამ შემთხვევაში შესაძლებლია განახლდეს ბრონქული ასთმის სიმპტომები.
სიფრთხილეა საჭირო ღვიძლის და თირკმელების დაავადებების პერიოდში. პრეპარატი იძლევა საშუალებას, რათა მკურნალობის პერიოდში შემცირდეს გლუკოკორტიკოსტეროიდების დოზები.
მკურნალობის პერიოდში არ არის მიზანშეწონილი ბრომჰექსინის და ამბროქსოლის მიღება.
ჭარბი დოზირება:
არ საჭიროებს რაიმე ღონისძიებას, პაციენტზე ჩვეულებრივი სამედიცინო დაკვირვების გარდა.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე. ბალონი იმყოფება წნევის ქვეშ. იგი დაცული უნდა იქნას მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგან. არ შეიძლება მისი გახვრეტა ან ცეცხლში ჩაგდება, თუნდაც ცარიელი იყოს.
ინჰალატორის მოვლის ინსტრუქცია:
წამლის ფხვნილის ნაწილაკების ნადების წარმოქმნის თავიდან აცილების მიზნით, ძალზე მნიშვნელოვანია დავიცვათ ინჰალატორის პლასტიკური კორპუსის სისუფთავე. იგი უნდა გაირეცხოს სულ ცოტა 2-ჯერ კვირაში, თუმცა შესაძლებელია ყოველდღიურად.
გამოიღეთ ლითონის ბალონი ინჰალატორის პლასტიკური კორპუსიდან და მოხსენით დამცავი ჩაჩი; გულდასმით გარეცხეთ ინჰალატორის კორპუსი და დამცავი ჩაჩი გამდინარე თბილი წყლის ჭავლის ქვეშ. გადმოფერთხეთ წყლის ნარჩენები და დატოვეთ გასაშრობად თბილ ადგილას; ერიდეთ მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებას; მოათავსეთ ლითონის ბალონი ინჰალატორის პლასტიკურ კორპუსში და დაახურეთ მუნდშტუკს დამცავი ჩაჩი.
ლითონის ბალონი არ მოათავსოთ წყალში და არ მოაცილოთ პლასტიკური თავი.
მწარმოებელი: SANOFI AVENTIS

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook