ირდა

ირდა

ირდას ზოგადი ინფორმაცია

ირდა. Irda. ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტების ჯგუფის სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – ირბესარტანი. Irbesartan. მწარმოებელი ფირმა – NOBELFARMA ILAC SANAYII ve TICARET A.S  (თურქეთი).

ირდას შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ირდა. Irda გამოდის 75მგ–, 150მგ– და  300მგ–იანი შემოგარსული აბის ფორმით. ირდას 75 ყოველი შემოგარსული ტაბლეტი აქტიური ნივთიერების სახით შეი-ცავს 75 მგ ირბესარტანს. აგრეთვე, საღებავი ნივთიერებების სახით შეიცავს ტიტანის დიოქსიდს. ირდას 150 ყოველ შემოგარსული ტაბლეტი აქტიური ნივთიერების სახით შეი-ცავს 150 მგ ირბესარტანს. აგრეთვე, საღებავი ნივთიერებების სახით შეიცავს ტიტანის დიოქსიდს.  ირდას 300 ყოველ შემოგარსული ტაბლეტი აქტიური ნივთიერების სახით შეი-ცავს 300 მგ ირბესარტანს. აგრეთვე, საღებავი ნივთიერებების სახით შეიცავს ტიტანის დიოქსიდს.

ირდას ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ირდას ფასები ფარმადეპოში
ირდას ფასები ავერსში
ირდას ფასები psp-ში
ირდას ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც ირდა, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია ირდას ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

ირდას აქტიური ნივთიერება

ირბესარტანი. Irbesartan. ქიმიური დასახელება – 2-ბუტილ-3-[[2′-(1H-ტეტრაზოლ-5-ილ)[1,1′-ბიფენილ]-4-ილ]მეთილ]-1,3-დიაზასპირო [4.4]ნონ-1-ენ-4-ონი (კალიუმის მარილის სახით). ბრუტო–ფორმულა: C25H28N6O. ირბესარტანს მიაკუთვებენ ანგიოტენზინ II-ის (AT1-ქვეტიპი) რეცეპტორების ანტაგონისტების ჯგუფს. CAS-კოდი:138402-11-6.

ირდას სინონიმები                                    

აპროველი (APROVEL, Sanofi Aventis, საფრანგეთი).

ირდას მოქმედ ნივთიერებას შეიცავენ

კო-ირდა (Co-Irda, Nobel, თურქეთი; irbesartan/hydrochlorothiazide).

ირდას გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ჰიპერტენზია

პრეპარატის საფირმო აღწერიდან

ფარმაკოლოგიური თვისებები
farmakodinamika:
ირბესარტანი ძლიერი, ორალურად აქტიური, ანგიოტენზინ _ II რეცეპტორის (AT1 ქვეტიპი) სელექტიური ანტაგონისტია. ანგიოტენზინ II ძლიერი ვაზოკონსტრიქ-ტორია, რომელიც ანგიოტენზინ I-გან წარმოიქმნება ანგიოტენზინმაკონვერტი-რებელი ფერმენტის (ამფ, ACE, კინინაზა II) მიერ კატალიზებულ რეაქციაში. ანგიოტენზინ II რენინ-ანგიოტენ-ზინის სისტემის (RAS) ძირითადი პრეროსული საშუალებაა, რომელიც ასევე ალდოსტერონის სინთეზ-სა და თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის სეკრეციას, გულის კუმშვადობას, თირკმლების მიერ ნატრიუმის შეწოვას, სიმპატიკური ნერვული სისტემის აქტი-ვობასა და გლუვი კუნთების უჯრედების ზრდას ასტიმულირებს. ირბესარტანი აბლოკირებს ვაზოკონსტრიქციას და ანგიონტენზინ II-ის ალდოსტერონის მა-სეკრეტირებელ ეფექტს AT1 ანგიოტენზინ II რეცეპტორების სელექტიურად შეკავშირების გზით.
ირბერსატანი AT1 რეცეპტორების სპეციფიკური კონკურენტული ანტაგონისტია უფრო დიდი აფი-ნიტეტით (800-ჯერ უფრო მეტი) AT1 რეცეპტორებისათვის ვიდრე AT2 რეცეპტორებისათვის, აგონისტური აქტივობის გარეშე.
AT1 რეცეპტორების ბლოკადა ხსნის ანგიოტენზინ II-ის უარყოფით ზეგავლენას რე-ნინის სეკრეციაზე, მაგრამ მომატებული პლაზმური რენინის აქტივობა და მო-ცირკულირე ანგიოტენზინ II ვერ ხსნიან ირბესარტანის ეფექტს სისხლის წნევა-ზე. ორბესარტანი ამფ-ს ან რენინს ან აინიჰიბირებს და ზეგავლენას არ ახდენს სხვა ჰორმონულ რეცეპტორებსა თუ იონთა არხებზე, რომლებიც სისხლის წნე-ვის კარდიოვასკულარულ რეგულაციაში და ნატრიუმის ჰომეოსტაზში მონაწი-ლეობენ. ვინაიდან ირბესარტანი არ აინჰიბირებს აგფ-ს, იგი ზეგავლენას არ ახდენს ბრადიკინინით გამოწვეულ რეაქციაზე.
ფარმაკოკინეტიკა
ირბესარტანი ორალურად აქტური საშუალებაა, რომელიც არ საჭიროებს აქ-ტიურ ფორმად ბიოტრანსფორმაციას. ირბესარტანის პერორალური აბსორბცია სწრაფი და სრულია საშუალო აბსოლუტური ბიოშეღწევადობით, რომელიც 60-80 პროცენტია. ირბესარტანის პერორალურად მიღების შემდეგ მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა მისი მიღებიდან 1.5-2 საათში. საკვები ირ-ბესარტანის ბიოშეღწევადობაზე ზეგავლენას არ ახდენს. თერაპიულ დოზათა ფარგლებში ირბესარტანი ხაზოვან ფარმაკოკინეტიკას ამჟღავნებს. ირბესარტა-ნის ნახევრად დაშლის პერიოდი აღწევს 11-15 საათს. წონასწორული კონცენტ-რაციები მიიღწევა 3 დღის განმავლობაში. ირბესარტანის შეზღუდული აკუმუ-ლაცია ( < 20 პროცენტი) შეინიშნება მისი დღეში ერთხელ მიღების შემთხვევაში.
ირბესარტანი მეტაბოლიზდება გლუკურონიდაციის და დაჟანგვის გზით. 14C – ნიშანდებული ირბესარტანის პერორალურად ან ინტრავენურად მიღების შემ-დეგ, მოცირკულირე პლაზმური რადიოაქტიურობის დაახლოებით 80 პროცენტი შეიძლება, მიეწეროს შეუცვლელ ირბესარტანს. ძირითადი მოცირკულირე მეტა-ბოლიტია არააქტიური ირბესარტანის გლუკურონის კონიუგატი (დაახლოებით 6 პროცენტი). დანარჩენი ოქსიდაციური მეტაბოლიტები ირბესარტანის ფარმაკო-ლოგიური აქტივობისთვის უმნიშვნელოა.
ირბესარტანი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა სანაღვლე და საშარდე გზებით. 14C _ ნიშანდებული ირბესარტანი პერორალურად ან ინტრავენურად მიღების შემდეგ, რაქდიოაქტივობის დაახლოებით 20 პროცენტი ვლინდება შარდში, ხოლო და-ნარჩენი განავალში, ირბესარტანის ან ირბესარტან გლუკურონის სახით.
ციტოქრომ P450 იზოფერმენტით ირბესარტანის ჟანგვის in virto იზოფერმენტით ირბესარტანის ჟანგვის 2C9 – თი იჟანგება; 3A4 – ით მეტაბოლიზმი უმნიშვნელოა. ირბესარტანი არც მეტებოლიზდება, არც მნიშ-ვნელოვნად ასტიმულირებს ან აინჰიბირებს წამლის მეტაბოლიზმთან ხშირად ასოცირებულ ფერმენტებს (1A1, 1 A2, 2A6, 2B6, 2D6, 2E1). 3A4- ის სტიმულირება ან ინჰიბირება არ აღინიშნება.
ირბესარტანის 90 პროცენტი შეკავშირებულია შრატის ცილებთან (ძირითადად ალბუმინთან და α1_ მჟავა გლიკოპროტეინტან) სისხლის უჯრედული კომპონენტების უმნიშვნელო შეკავშირებით. განაწილების საშუალო მოცულობაა 53-93 ლიტრი. საერთო პლაზმური და თირკმლის კლირენსი მერყეობს 157-176-სა და 3.0-3.5 მლ/ლ ფარ-გებლში შესაბამისად. განმეორებითი გამოყენებისას იგი კლინიკურად უმნიშვ-ნელოდ აკუმულირდება. ცხოველებზე ჩატარებული კვლევები უჩვენებენ, რომ რადიოლოგიურად მო-ნიშნული ირბესარტანი სუსტად გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერსა და პლა-ცენტაში. ირბესარტანი გამოიყოფა მეძუძური ვირთაგვების რძეში.
ჩვენებები
ირდა 75, 150, 300 ნაჩვენებია ჰიპერტენზიის სამკურნალოდ. ამ ფიქსირებული დოზის კომბინაცია არ არის ნაჩვენები მკურნალობის დასაწყისისთვის.
მიღების წესები და დოზები
ირბესარტანის რეკომენდებული საწყისი დოზა 150 მგ დღეში. პაციენტებისათ-ვის, რომლებიც არტერიული წნევის შემდგომ დაქვეითებას საჭიროებენ, საჭი-როა ტიტრირება 300 მგ-მდე დღეში ერთხელ.
შარდმდენის დაბალი დოზა, შეიძლება, იყოს დამატებული, თუ არტერიული წნევის კონტროლი მხოლოდ ირბესარტანით ვერ ხერხდება.
ხანდაზმული პაციენტები ან პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით ან თირკმლის მსუბუქი ან მძიმე უკმარისობით დოზის კორექციას არ საჭიროებენ. პრეპარატის გამოყენება შეიძლება სხვა ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან.
ჰიპოტენზია ჰიპოვოლემიურ და მარილის დეფიციტიან პაციენტებში ირბესარ-ტანის უფრო დაბალი საწყისი დოზა (75 მგ) რეკომენდებულია პაციენტებში ინ-ტრავასკულარული ჰიპოვოლემიით (მაგ: პაციენტები, რომლებიც მკურნალობენ ძლიერი შარდმდენებით ან დიალიზით) (იხ. გაფრთხილებები).

ნეფროპატია მე-2 ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტებში:
რეკომენდებული სამიზნე შემანარჩუნებელი დოზაა 300 მგ დღეში ერთხელ. დიაბეტური ნეფროპატიის დროს ირბესარტანის უფრო დაბალი დოზების კლი-ნიკური ეფექტის შესახებ მონაცემები არ მოიპოვება.
გვერდითი მოვლენები
ჩვეულებრივ, ირბესარტანით მკურნალობა კარგი ამტანობით ხასიათდება, პლაცებოს მსგავსი გვერდითი მოვლენების განვითარების სიხშირით. ძირითა-დად, გვერდითი მოვლენები მსუბუქი და ტრანზიტორულია და არ არის დამო-კიდებული ირბესარტანის დოზაზე.
პლაცებოკონტროლირებულ კვლევებში, კლინიკური გვერდითი მოვლენების გამო მკურნალობის შეწყვეტას საჭიროებდა 33 პროცენტი პაციენტი, რომლებიც ირბესარტანით მკურნალობდნენ, შედარებით პაციენტების 4.5 პროცენტთან პლაცებო ჯგუფში.
პლაცებოკონტროლირებულ კლინიკურ კვლევებში, ირბესარტანით მკურნალ პაციენტების სულ მცირე 1 პროცენტში და უფრო მეტი სიხშირით პლაცებოს-თან შედარებით აღინიშნებოდა შემდეგი გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ მოიცავდნენ ნაკლებად ინფორმატიულ მოვლენებს და ისეთებს, რომელთა მი-ზეზობრივი კავშირი წამლის მიღებასთან არ იყო დასაბუთებული, იმიტომ რომ დაკავშირებული იყო სამკურნალო მდგომარეობასთან ან ძალიან ხშირი იყო სამკურნალო პოპულაციაში, ესენია: ფაღარათი (3 პროცენტი შედარებით 2 პრო-ცენტთან), დისპეფსიას/გულძმარვა (2 პროცენტი შედარებით 1 პროცენტთან) და სისუსტე (4 პროცენტი შედარებით 3 პროცენტთან).
ირბესარტანის გამოყენება არ იყო დაკავშირებული მშრალი ხველის მომატე-ბულ სიხშირესთან, რაც ტიპიურია აგფ ინჰიბიტორების გამოყენების დროს. პლაცებოკონტროლირებულ კვლევებში, ირბესარტანით მკურნალ პაციენტებში ხველის სიხშირე იყო 28 პროცენტი შედარებით პაციენტების 2.7 პროცენტთან, რომლებიც პლაცებოს ღებულობდნენ.
ჰიპოტენზიის ან ორთოსტატული ჰიპოტენზიის სიხშირე დაბალი იყო ირბესარ-ტანით მკურნალ პაციენტებში (0.4 პროცენტი), დამოუკიდებლად დოზირების და მსგავსი სიხშირით პლაცებოთი მკურნალ პაციენტებს შორის (2 პროცენტი). თავბრუსხვევა, გულისწასვლა აღინიშნებოდა თანაბარი ან ნაკლები სიხშირით პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ირბესარტანს პლაცებოსთან შედარებით.
კალიუმის-შემნახველი შარდმდენის ერთდროული მიღება (მაგ: ამილორდი, სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი) და კალიუმის დანამატები ზრდიან ჰიპერკა-ლემიის განვითარების საშიშროებას.
ლაბორატორიული მაჩვენებლები:
კონტროლირებულ კლინიკურ კვლევებში, სტანდარტული ლაბორატორიული პარამეტრების კლინიკური მნიშვნელობის ცვლილებები იშვიათად იყო დაკავში-რებული ირბესარტანის გამოყენებასთან.
კრეატინინი, სისხლის შარდოვანას აზოტი (BUN): ესენციური ჰიპერტენზიით დაავადებული პაციენტების არა უმეტეს 0,7 პროცენტ-ში აღინიშნებოდა BUN-ისა და შრატის კრეატინინის მცირე მომატება მხოლოდ ირბესარტანით მკურ-ნალობის შემთხვევაში.
ჰემოგლობინი: დაახლოებით 0,2 გრ/დლ კლინიკურად უმნიშვნელო საშუალო დაქვეითება აღინიშნებოდა პაციენტებში (0,2 პროცენტი) მხოლოდ ირბესარტა-ნით მკურნალობისას, შედარებით პაციენტებში (0,3 პროცენტი), რომლებიც პლაცებოს ღებულობდნენ.
გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს!
ირბესარტანი
ჰიდროქლოროთიაზიდთან, დიგოქსინთან, ვარფარინთან და ნიფედიპინთან ურ-თიერთქმედების შესწავლისას ფარმაკოკინეტიკური (ან ფარმაკოდინამიკური) ურთიერთქმედებები არ აღინიშნებოდა.
პრეპარატის და კალიუმისშემნახველი დიურეზულების (ამილორდი, სპირონო-ლაქტონი, ტრიამტერინი) ერთობლივმა გამოყენებამ, შეიძლება, გაზარდოს ჰი-პერკალიემიის რისკი.
ჰიდროქლოროთიაზიდი
ერთად გამოყენებისას შემდეგ წამლებს შეუძლიათ თიაზიდურ შარდმდენებ-თან ურთიერთქმედება:
ალკოჰოლი, საძილე საშუალებები ან ნარკოტიკები: შესაძლებელი ორ-თოსტატული ჰიპოტენზიის გაძლიერება.
ანტიდიაბეტური წამლები (პერორალური საშუალებები და ინსულინი): შეიძ-ლება საჭირო გახდეს ანტიდიაბეტური წამლების დოზების კორექცია.
სხვა ანტიჰიპერტენზიული პრეპარატები: დამატებითი ან გამაძლიერებელი ეფექტი.
ქოლესტერამინი და ქოლესტიპოლის შემცვლელები: ანიონური ცვლის არსებობისას ჰიდროქლოროთიაზიდი შეწოვა დარღვეული. ქოლესტერამინის ან ქოლესტიპოლის ერთჯერადი დოზა უკავშირდება ჰიდროქლოროთიაზიდს და ამცირებს მის შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან 85 და 43 პროცენტით შესაბამისად
კორტიკოსტეროიდები, ACTH: ელექტროლიტების დისბალანსი, განსაკუთრებით ჰიპოკალემია.
პრესორული ამინები (მაგ: მორეპინეფრინი): პრესორული ამინების დაქვეი-თებული ეფექტი, თუმცა არასაკმარისი მის მოსახსნელად.
ჩონჩხის კუნთების რელაქსანტები, არამადეპოლარიზებელი საშუალებები (მაგ: ტუბოკურარინი): შესაძლო მომატებული ეფექტი.
ლითიუმი: ჩვეულებრივ არ გამოიყენება შარდმდენებთან. შარდმდენი საშუა-ლებები ამცირებენ ლითიუმის თირკმლისმიერ კლირენსს და ზრდიან ლითიუ-მის ტოქსიურობის საშიშროებას.
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები: ზოგიერთ პა-ციენტში, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენე-ბამ შეიძლება შეამციროს მარყუჟოვანი, კალიუმისშემნახველი და თიაზიდური შარდმდენების დიურეზული, ნატრიურეზული და ანტიჰიპერტენზიული ეფექტე-ბი. ამიტომ, კოირდასა და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალე-ბების ერთად გამოყენებისას, აუცილებელია პაციენტის სათანადო კონტროლი, იმის დასადგენად, მიიღწევა თუ არა სასურველი ეფექტი.
უკუჩვენება
ირდა 75, 150, 300 უკუნაჩვენებია პაციენტებში მისი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის არსებობისას. პრეპარატის გამოყენება არ შეიძ-ლება იმ პაციენტების მიერ, რომელთაც აღენიშნებათ არტერიის ბილატერალუ-რი სტენოზი ან პირველადი ალდოსტერონიზმი. იგი ასევე უკუნაჩვენებია ორსუ-ლობის მესამე ტრიმესტრში.
უსაფრთხოების ზომები:
ნაყოფის/ახალშობილთა ავადობა და სიკვდილიანობა:
წამლებს, რომლებიც პირდაპირ მოქმედებენ რენინ-ანგიოტენზინის სისტემაზე ორსულ ქალებში გამოყენების შემთხვევაში შეუძლიათ, გამოიწვიონ ნაყოფისა და ჩვილის ავადობა და სიკვდილი. მსოფლიო ლიტერატურაში არის რამდენიმე ათეული შემთხვევის შესახებ ინფორმაცია პაციენტებში, რომლებიც ღებულობ-დნენ ანგიოტენზინმაკონვერტირებელი ფერმენტის ინჰიბიტორებს, ორსულობის დადასტურებისას, პრეპარატი სასწრაფოდ უნდა მოიხსნას.
ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში წამლების გამოყენება, რომლე-ბიც პირდაპირ მოქმედებენ რენინ-ანგიოტენზინის სისტემაზე ასოცირებულია ნა-ყოფისა და ახალშობილის დაზიანებებთან, ჰიპოტენზიის, ქალას ჰიპოპლაზიის, ანურიის, თირკმლების შექცევადი და შეუქცევადი ნაკლოვანების და ლეტალო-ბის ჩათვლით. ასევე აღინიშნებოდა ოლიგოჰიდრამნიონი, რომელიც, სავარაუ-დოდ, გამოწვეული იყო ნაყოფის თირკმლის ფუნქციის დაქვეითებით; ამ შემთხ-ვევაში ოლიგოჰიდრამნიონი დაკავშირებულია ნაყოფის კიდურების კონტრაქტუ-რებთან, ქალა-სახის დეფორმაციასთნ და ფილტვების ჰიპოპლაზიურ განვითა-რებასთან. ასევე აღინიშნებოდა დღენაკლულობა, საშვილოსნოს შიგნით ზრდა-ში ჩამორჩენა და ductus arteriosus, თუმცა წამალთან მიზეზობრივი კავშირი დადგენილი არ არის.
ეს გვერდითი მოვლენები სავარაუდოდ არ უკავშირდება საშვილოსნოს შიდა წამლის ექსპოზიციას, რომელიც შეზღუდული იყო პირველ ტრიმესტრში. დედე-ბი, რომელთა ემბრიონები და ნაყოფები განიცდიდნენ ანგიოტენზინ II რეცეპ-ტორების ანტაგონისტების მიმართ ექსპოზიციას, მხოლოდ პირველ ტრიმესტრ-ში უნდა იყვნენ გაფრთხილებულნი. მიუხედავად ამისა, პაციენტის დაორსულე-ბისას, ექიმმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეაწყვეტინოს მას პრეპარატის მი-ღება.
პაციენტი (ალბათ ერთ შემთხვევაზე ნაკლები ყოველ ათას ორსულზე), ინ-ფორმირებული უნდა იყო ნაყოფისათვის პოტენციური საშიშროებების შესახებ და მრავალი ულტრბგერითი გამოკვლევა უნდა შესრულდეს ინტრამნიონური გარემოს შესაფასებლად.
ოლიგოჰიდრამნიონის აღმოჩენისას, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს, თუ ამას დედისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა არა აქვს. შეკუმვის დაძაბვის (CST), არდაძაბვის ტესტი (NST), ან ბიოფიზიკური პროფილი (BPP) შეიძლება, გამოვლინდეს, რაც დამოკიდებულია ორსულობის კვირაზე. პაციენ-ტებმა და ექიმებმა უნდა იცოდნენ, რომ ოლიგოჰიდრამნიონი შეიძლება არ გა-მოვლინდეს მანამ სანამ ნაყოფი შეუქცევად დაზიანებას არ განიცდის.
უნდა მოხდეს ახალშობილზე სათანადო დაკვირვება ჰიპოტენზიაზე, ოლიგუ-რიასა და ჰიპერკალემიაზე, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტებით ინ უტერო ექსპოზიციის ისტორიით. ოლიგურიის განვითარების სემთხვევაში, საყუ-რადღებოა არტერიული წნევისა და თირკმელის პერფუზიის შენარჩუნება. ჰიპო-ტენზიის სამკურნალოდ და/ან თირკმლის დარღვეული ფუნქციის აღსადგენად შეიძლება საჭირო გახდეს გაცვლითი ტრანსფუზია ან დიალიზი.
ჰიპოტენზია ჰიპოვოლემიურ და მარილის დეფიციტიან პაციენტებში:
არტერიული წნევის ძლიერი დაქვეითება იშვიათად აღინიშნებოდა პაციენტებ-ში გაურთულებელი ჰიპერტენზიით, რომლებიც მხოლოდ ირბესარტანით ( < 0.1 პროცენტი) მკურნალობდნენ. ანტიჰიპერტენზიული მკურნალობის დაწყებამ, შე-იძლება გამოიწვიოს სიმპტომური ჰიპოტენზია პაციენტებში ინტრავასკულარული ჰიპოვოლემიით ან მარილოვანი დეფიციტით, მაგ: პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ძლიერი შარდმდენებით ან დიალიზით. ასეთი ჰიპოვოლემია ანჰიპერტენზიული საშუალებების გამოყენებამდე უნდა გამოსწორდეს.
ჰიპოტენზიის განვითარების შემთხვევაში, პაციენტი უნდა მოთავსდეს ჰორი-ზონტალურ მდგომარეობაში და თუ საჭიროა, გაუკეთდეს ნორმალური მარილი-ანი ხსნარის ინტრავენური ინფუზია. გარდამავალი ჰიპოტენზიური ეფექტი მკურნალობის გაგრძელებისათვის უკუჩვენებას არ წარმოადგენს, სისხლის წნე-ვის მოწესრიგების შემდეგ იგი ყოველგვარის სირთულის გარეშე შეიძლება, გაგრძელდეს.
თირკმლის ფუნქციის დარღვევა:
მგრძნობიარე პირებში, რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის დათრ-გუნვის შედეგად, მოსალოდნელია თირკმლის ფუნქციის ცვლილებები. პაციენ-ტებში, რომლებშიც თირკმლის ფუნქცია დამოკიდებულია რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის აქტივობაზე (მაგ: პაციენტები გულის მძიმე შეგუბე-ბით უკმარისობით), ანგიოტენზინ-მაკონვერტირებელი ფერმენტით მკურნალობა დაკავშირებულია ოლიგურიასთან და/ან პროგრესულ აზოტემიასთან და (იშვია-თად) თირკმლის მწვავე უკმარისობასთან და/ან სიკვდილთან. ირბესარტანი სა-ვარაუდოდ მსგავსად მოქმედებს. აგფ ინჰიბიტორების შესწავლისას პაციენტებ-ში თირკმლის არტერიის ცალმხრივი ან ორმხრივი სტენოზით, აღინიშნებოდა შრატის კრეატინინის ან BUN – ის მომატება. არ არის ცნობილი ირბესარტანის გამოყენების შესახებ პაციენ-ტებში თირკმლის არტერიის ცალმხრივი ან ორმხრივი სტენოზით, თუმცა ისე-თივე შედეგია მოსალოდნელი.
ბავშვებში გამოყენება:
ბავშვებში გამოყენების
უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.
ხანდაზმულებში გამოყენება:
ჰიპერტენზიის შემსწავლელ კონტროლირებულ კლინიკურ კვლევებში, პირთა მხოლოდ 15 პროცენტი იყო 65 წლის და ზემოთ, მაშინ როდესაც მცირე ნაწი-ლი იყო 75 წელს გადაცილებული. ამ პირთა და ახალგაზრდებს შორის ეფექ-ტურობისა და უსაფრთხოების საერთო განსხვავება არ აღინიშნებოდა, თუმცა ზოგიერთი ზრდასრული პირის უფრო მეტი მგრძნობელობა არ უნდა გამოი-რიცხოს.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის კატეგორიები C (პირველი ტრიმესტრი) და D (მეორე და მესამე ტრიმესტრები)
არ არის ცნობილი, გამოიყოფა თუ არა ირბესარტანი დედის რძეში, თუმცა ირბესარტანი და მისი ზოგიერთი მეტაბოლიტი სეკრეტირდება მეძუძური ვირ-თაგვების რძეში დაბალი კონცენტრაციებით. ჩვილისათვის შესაძლო მავნე ზგავლენის გამო, მიღებულ უნდა იქნეს გადაწყვეტილება ძუძუთი კვების გაგრ-ძელების ან წამლის მოხსნის შესახებ, დედისათვის წამლის მნიშვნელობის გათვალისწინებით.
განსაკუთრებული მითითებები

ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზეგავლენა:
ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზაგავლენის შემსწავლელი კვლევები არ ჩატარებულა. მის ფარმაკოდინამიკურ თვისებებზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ ირბესარტანი ნაკლებად იმოქმედებს ამ უნარზე. ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობისას, გასათვალისწინებელია მკურნალობის დროს თავბრუს და მოთენთილობის შესაძლო განვითარება.
ჭარბი დოზირება
900 მგ დღიური დოზები 8 კვირის განმავლობაში კარგი ამტანობით ხასიათ-დება. ჭარბი დოზირების ყველაზე მოსალოდნელი გამოვლინება შეიძლება იყოს ჰიპოტენზია და ტრაქიკარდია; შეიძლება ბრადიკარდიაც განვითარდეს. ირბესარტანი ჰემოდიალიზით არ გამოიყოფა.
შენახვის პირობები და ვადები
ინახება ოთახის ტემპერატურაზე 25 გრადუსამდე თავის ორიგინალურ შეფუთ-ვაში. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი
აფთიაქში გაცემის წესი
გაიცემა ექიმის რეცეპტით.

Share this...Share on Facebook
Facebook