კატაბალახას ფესვები და ფესურები

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კატაბალახა/valeriana

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სედაციური საშუალება. ფიტოპრეპარატები
შემადგენლობა

კატაბალახას ფესვები და ფესურები შეიცავს ეთერზეთებს (0,5-1%), მთრიმლავ ნივთიერებებს, თავისუფალ იზოვალერიანის მჟავას, ალკალოიდებს.
ფარმაკოლოგიური თვისებები
მცენარე ამცირებს ცნს-ის აღგზნებადობას და ავლენს სპაზმოლიზურ მოქმედებას.
ჩვენებები

გამოიყენება მომატებული ნერვული აღგზნებადობის, უძილობის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნევროზის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სპაზმების დროს. კატაბალახას ფართოდ იყენებენ ნევრასთენიის და ფსიქოსთენიის მსუბუქი ფორმების, გულ-სისხლძარღვთა ნევროზების, სტენოკარდიის საწყისი სტადიის, ჰიპერტონული დაავადებების, აგრეთვე ღვიძლისა და ნაღვლსადენი გზების ზოგიერთი დაავადებებისას, კუჭისა და ნაწლავების სპაზმის დროს.
გვერდითი მოვლენები
პრეპარატი ხასიათდება კარგი ტოლერანტობით, მაგრამ მისი ზედმეტი დოზით მიღება იწვევს მოთენთილობას, დათრგუნვის შეგრძნებას. გვერდითი მოვლენები ქრება მცენარის მიღების შეწყვეტის შემდეგ.
გამოშვების ფორმა: 25 მლ. ხსნარი ფლაკონში მუყაოს შეფუთვით, 50გ გრანული მოთავსებული ქილაში მუყაოს შეფუთვით, 50გ მცენარე მუყაოს კოლოფში
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: ნატურფარმი, საქართველო

გაფრთხილება