კოთხუჯის ფესვები

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი: ფიტოპრეპარატები
შემადგენლობა
კოთხუჯის ფესვები შეიცავს მწარე ნივთიერება-აკორინს, ეთეროვან ზეთებს (არანაკლებ 1,5%), აგრეთვე მთრიმლავ ნივთიერებებს, ვიტამინ C.
ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი ხასიათდება მადის აღმძვრელი და ნაღვლმდენი მოქმედებით.
ჩვენებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: მადის აღმძვრელი და ნაღვლმდენი საშუალება.
გამოიყენება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებებისას, ეფექტურია თირკმლისა და შარ-საწვეთი გზების ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ. კოთხუჯი გამოიყენება, როგორც არომატული და მატონიზირებელი საშუალება, ხელს უწყობს კუჭის მოქმედებას, აძლიერებს მადას.
გამოშვების ფორმა: 50გ მცენარე მუყაოს კოლოფში
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: ნატურფარმი, საქართველო

გაფრთხილება