კრაინონი

კრაინონი

კრაინონის ზოგადი ინფორმაცია

კრაინონი. CRINONE. გესტაგენური პრეპარატების ჯგუფის სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – პროგესტერონი. Progesterone. ათქ.კლასიფიკაციის კოდი – G03DA04. მწარმოებელი ფირმა – Flit Laboratoriz ltd (დიდი ბრიტანეთი).

კრაინონის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

კრაინონი. CRINONE გამოდის 8% 1.125გ ვაგინალური გელის ფორმით წინასწარ შევსებულ აპლიკატორში.1 აპლიკატორი (1,125 გ.ჟელე) შეიცავს აქტიურ ნივთიერებას: პროგესტერონს – 90 მგ.დამხმარე ნივთიერებებია: გლიცეროლი, მსუბუქი თხევადი პარაფინი, ჰიდრირებული პალმის ზეთის გლიცერიდი,კარბომერი 974P , სორბინის მჟავა, პოლიკარბოფილი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გასუფთავებული წყალი. აღწერილობა:თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, მსუბუქი კონსისტენციის, სპეციფიური სუნის მქონე ჰომოგენური ჟელე. გამოშვების ფორმა. 1,125 გრ. ჟელე, რომელიც შეიცავს 90 მგ.პროგესტერონს, თეთრ პოლიეთილენის ვაგინალურ ერთჯერად აპლიკატორში, რომელსაც აქვს ადვილად მოცილებადი ბოლო. თითოეული აპლიკატორი შეფუთულია შემდეგი მასალის პაკეტში: ქაღალდი, ალუმინის ფოლგა, რომელიც დაფარულია იონომერული ფენით.6 ან 15 აპლიკატორი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად.

კრაინონის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

კრაინონის ფასები ფარმადეპოში
კრაინონის ფასები ავერსში
კრაინონის ფასები psp-ში
კრაინონის ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც კრაინონი, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია კრაინონის  შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

კრაინონის აქტიური ნივთიერება

პროგესტერონი. Progesterone. ქიმიური დასახელება – პრეგნ-4-ენ-3,20-დიონი. ბრუტო–ფორმულა:C21H30O2. პროგესტერონს მიაკუთვნებენ ესტროგენების,გესტაგენების;მათი ჰომოლოგების და ანტაგონისტების, ასევე სიმსივნის საწინააღმდეგო ჰორმონული საშუალებების და ჰორმონების ანტაგონისტების ჯგუფს.

კრაინონის სინონიმები

რელანტანი (RELANTAN, AVERSI, საქართველო).

კრაინონის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ლუთეინური ფაზის შენარჩუნება რეპროდუქციის დამხმარე მეთოდების გამოყენებისას
  • ამენორეა მეორადი
  • დისფუნქციური სისხლდენები საშვილოსნოდან, პროგესტერონის დეფიციტით განპირობებული
  • ჰორმონოთერაპია ჩანაცვლებითი

კრაინონის საფირმო აღწერიდან

ფარმაკოლოგიური თვისებები
პროგესტერონი წარმოადგენს ყვითელი სხეულის ჰორმონს. იგი განაპირობებს საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის გადასვლას ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონის (FSH) მიერ სტიმულირებული პროლიფერაციის ფაზიდან სეკრეტორულ ფაზაში. ამცირებს საშვილოსნოსა და საშვილოსნოს მილების კუნთოვანი ქსოვილის აგზნებადობასა და კუმშვადობას.
პროგესტერონი აინჰიბირებს FSH – ისა და LH-ის გამოთავისუფლების ჰიპოთალამური ფაქტორების სეკრეციას. თრგუნავს ჰიპოფიზში გონადოტროპული ჰორმონების წარმოქმნას და ამუხრუჭებს ოვულაციას.
პრეპარატში-კრაინონი, პროგესტერონი ვაგინალური ჟელეს სახით ჩართულია მიწოდების პოლიმერულ სისტემაში, რომელიც უკავშირდება საშოს ლორწოვანს და უზრუნველყოფს პრეპარატის მუდმივ გამოთავისუფლებას 3 დღის განმავლობაში.

ფარმაკოკინეტიკა
45 ან 90 მგ.პროგესტერონის შემცველი ჟელეს გამოყენებისას სისხლში მაქსიმალური კონცენტრაცია (7 ნგ/მლ – 45 მგ და 11 ნგ/მლ- 90მგ შორის) მიიღწევა დაახლოებით 6 საათში. მუდმივი კონცენტრაცია სისხლში 45 მგ.დოზის შემთხვევაში შეადგენს 7 ნგ/მლ. ნახევრადდაშლის პერიოდი – 34-48 სთ.
მეტაბოლიზმი
პროგესტერონი მეტაბოლიზდება უპირატესად ღვიძლში.საშოსმიერი გამოყენების ფორმა მნიშვნელოვნად აქვეითებს ღვიძლში “პირველადი გავლის” ეფექტს. ძირითადი მეტაბოლიტე, 3 – ალფა, 5 – ბეტა პრეგნანდიოლი გამოიყოფა შარდთან ერთად.

ჩვენებები
– ლუთეინური ფაზის შენარჩუნება რეპროდუქციის დამხმარე მეთოდების გამოყენებისას

– მეორადი ამენორეა, პროგესტერონის დეფიციტით განპირობებული დისფუნქციური სისხლდენები საშვილოსნოდან,

– ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპია.

მიღების წესები და დოზები
ლუთეინური ფაზის შესანარჩუნებლად რეპროდუქციის დამხმარე მეთოდების მიღების პროცესში:
1,125გრ.(90მგ.პროგესტერონი – 1 აპლიკატორი)ჟელე შეყავთ ინტრავაგინალურად დაწყებული ემბრიონის გადატანის (ჩანერგვის) დღიდან ყოველდრე 30 დღის განმავლობაში კლინიკურად დამტკიცებული ორსულობის მომენტიდან.
მეორადი ამენორეა, პროგესტერონის დეფიციტით განპირობებული დისფუნქიური საშვილოსნოსმიერი სისხლდენები:
1,125გრ.(90მგ.პროგესტერონი) ჟელე შეყავთ ინტრავაგინალურად დღეგამოშვებით მენსტრუალური ციკლის მე-15 დღიდან 25-ე დღემდე. აუცილებლობის შემთხვევაში დოზა შეიძლება შემცირდეს ან გაიზარდოს.
ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპია:
90-180 მგ პროგესტერონე (1-2 აპლიკატორი) 1-2 – ჯერ დღე-ღამეში.

გვერდითი მოვლენები
თავის ტკივილი, ძილიანობა, ტკივილი მუცელში, სარძევე ჯირკვლების მტკივნეულობა, იშვიათად სისხლდენები მენსტრუალურ შორის, საშოს ლორწოვანის გაღიზიანება აპლიკაციის ადგილზე.
უკუჩვენება
– პროგესტერონის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
– უცნობი ეტიოლოგიის ვაგინალური სისხლდენები
– პორფირია
– სასქესო ორგანოების ან სარძევე ჯირკვლების ავთვისებიანი სიმსივნეები
– მწვავე თრომბოზი ან თრომბოფლებიტები, თრომბოემბოლიური დაავადებები, თავის ტვინის

სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლილობები.(ანამნეზშიც)
– არშემდგარი გამოძევება.(არშემდგარი თვითნებური აბორტი)
– ლაქტაცია
ორსულობა და ლაქტაცია
კრაინონის გამოყენება ორსულობის პერიოდში არ შეიძლება, გარდა გამონაკლისისა , ორსულობის ადრეულ ვადაზე რეპროდუქციის დამხმარე მეთოდების ჩატარების პროცესში.
ძუძუთი კვების დროს კრაინონის გამოყენება არ შეიძლება.

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატ კრაინონის შემადგენლობაში შედის სორბინის მჟავა, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს კანის ადგილობრივი გაღიზიანება (კომტაქტური დერმატიტი).
ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში აუცილებელია რეგულარული გინეკოლოგიური გასინჯვები, რადგან თავიდან ავიცილოთ ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია.

იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ “მოსალოდნელი” აბორტის განვითარება, კრაინონის მიღებისას უნდა განვსაზღვროთ ქორიონული გონადოტროპინის დონე ან ჩატარდეს ექოსკოპიური გამოკვლევა.
ღვიძლის ფუნქციების დარღვევის შემთხვევაში პრეპარეტი გამოყენებულ უნდა იქნეს სიფრთხილით.
უეცარი სისხლდენების, ასევე არარეგულარული ვაგინალური სისხლდენების შემთხვევაში, უნდა გამოირიცხოს არაფუნქციური მიზეზი. უცნობი ეტიოლოგიის ვაგინალური სისხლდენების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს შესაბამისი გამოკვლევები.
ღადგან პროგესტაგენებს აქვთ ორგანიზმში სითხის შეკავების თვისება, პაციენტები ისეთი დაავადებებით, როგორიცაა – ეპილეფსია, შაკიკი, ასთმა, გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა, თირკმლის ფუნქციების დარღვევა უნდა იმყოფებოდნენ განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ.
ყურადღება უნდა მიექცეთ ისეთ პაციენტებს, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებათ დეპრესია და შეწყდეს მკურნალობა იმ შემთხვევაში თუ დეპრესია ძლიერდება.
პაციენტთა მცირე რაოდენობას, რომლებიც იმყოფებიან ესტროგენ-პროგესტაგენური მკურნალობის ქვეშ, შეიძლება აღენიშნებოდეთ გლუკოზის მიმართ ტოლერანტობა. ამ დარღვევის მექანიზმი ცნობილი არ არის. ამასთან დაკავშირებით, შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტები პროგესტერონით მკურნალობის პროცესში უნდა იმყოფებოდნენ განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ.
პრეპარატის გავლენა ავტომობილის ტარებასა და სხვა მექანიზმების მართვაზე
რადგანაც კრაინონის გამოყენების შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს დაღლილობის შეგრძნება, საჭიროა სიფრთხილე ავტომანქანისა და სხვა მექანიზმების მართვასთან დაკავშირებით. ალკოჰოლის გამოყენებამ შეიძლება ეს ეფექტი გააძლიეროს.
ინფორმაცია პაციენტისთვის

პრეპარატის დამოუკიდებლად მიღების შემთხვევაში ზუსტად დაიცავით ექიმის მითითებები პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით. კრაინონი შეიცავს ყვითელი სხეულის ჰორმონს, რომელიც არის ბუნებრივი პროგესტერონის იდენტური. კრაინონი შეჰყავთ საშოში. ჰიგიენური და გამოყენების გაადვილების თვალსაზრისით კრაინონი შეფუთულია ერთჯერად აპლიკატორში, რომელიც გამოყენების შემდეგ უნდა გადააგდონ.
1. ჰაეროვანი კონტეინერი.
2. ბრტყელი ბოლო.
3. ზედა დაბოლოება.
4. ქვედა დაბოლოება.
5. ტეხვადი თავსახური.
შეასრულეთ აპლიკაცია ინსტრუქციის შესაბამისად.
ა) მოუჭირეთ აპლიკატორს ზედა ბოლოში დიდი და საჩვენებელი თითებით. შეანჯღრიეთ აპლიკატორი სამედიცინო თერმომეტრის მსგავსად, ისე რომ ჯელე გადაადგილდეს აპლიკატორის ქვედა ბოლოში.
ბ) დაიჭირეთ აპლიკატორი ზედა ბრტყელი ბოლოთი, მოპირდაპირე ბოლოდან მოაცილეთ სახურავი მოტრიალების გზით. არ დააწვეთ ჰაეროვან კონტეინერს..
ც) მიიღეთ მწოლიარე მდებარეობა ოდნავ მოხრილი მუხლებით. ფრთხილად შეიყვანეთ აპლიკატორის ქვედა ბოლო საშოში.
დ) ძლიერად დააწექით ჰაეროვან კონტეინერს, რომ ჟელე აპლიკატორიდან გადავიდეს საშოში. მიუხედავად იმისა, რომ რაღაც რაოდენობა ჟელე აპლიკატორში რჩება, თქვენ იღებთ საჭირო დოზას. შეგიძლიათ აპლიკატორი გადააგდოთ დარჩენილ ჟელესთან ერთად. პროგესტერონი შეიწოვება ნელა და დიდი ხნის განმავლობაში.

ჭარბი დოზირება
შემთხვევები პრეპარატის დოზის გადაჭარბებასთან დაკავშირებით დღემდე ცნობილი არ არის.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
კრაინონის მიღება სხვა ინტრავაგინალურ საშუალებებთან ერთად რეკომენდებული არ არის.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება არა უმეტეს 25 გრადუსი ტემპერატურისა. გაყინვა არ შეიძლება. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა. 3 წელი. არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რაც მითითებულია კოლოფზე.

აფთიაქში გაცემის წესი
რეცეპტით.

Share this...Share on Facebook
Facebook