ლანსოპრაზოლი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება
(
აქტიური ნივთიერება): ლანსოპრაზოლი/lansoprazole

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
წყლულის სამკურნალო საშუალებები
შემადგენლობა
აქტიური სუბსტანცია: ლანსოპრაზოლი – 30 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: სახამებელი, ლაქტოზა, ტალკი, კალციუმის კარბონატი, ტიტანის ორჟანგი, საქაროზა, ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა, სორბიტოლი;
ფარმაკოლოგიური თვისებები
კუჭის წყლულოვანი დაავადების სამკურნალო საშუალებაა. აბლოკირებს მარილმჟავას წარმოქმნის ბოლო სტადიას. კუჭის პარიეტალურ უჯრედებში გარდაიქმნება აქტიურ ფორმად – სულფონამიდად. ამცირებს ბაზალურ და მასტიმულირებელ (საკვები, პენტაგასტრინი, ინსულინი) სეკრეციას და სეკრეტის მოცულობას. მარილმჟავას სეკრეციის ინჰიბირების სიჩქარე დამოკიდებულია დოზაზე. გააჩნია გასტროპროტექტორული მოქმედება: ლორწოვანი გარსის ოქსიგენაციის და ბიკარბონატების სეკრეციის გაძლიერება. თრგუნავს Helicobacter pylori-ს ზრდას, ამცირებს კუჭის ანტრალურ ნაწილში სისხლის მიმოქცევას და თრგუნავს კუჭის მოტორულ-ევაკუაციურ ფუნქციას.
ჩვენებები
არაწყლულოვანი დისპეფსია, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, ეროზიულ-წყლულოვანი ეზოფაგიტი, რეფლუქს-ეზოფაგიტი, ზოლინგერ – ელისონის სინდრომი, Helicobacter pylori-ს ინფექცია (კომბინირებული მკურნალობა).
მიღების
წესები და დოზები
პერორალურად დილით. არაწყლულოვანი დისპეფსია: 15-30 მგ/დღეში. თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული: 30 მგ/დღეში 2-4 კვირის განმავლობაში. კუჭის წყლული: 30-60 მგ/დღეში 4-8 კვირის განმავლობაში, რეფლუქს-ეზოფაგიტი: 30 მგ/დღეში – 4 კვირა, ზოლინგერ-ელისონის სინდრომი: დოზა შეირჩევა ინდივიდუალურად, რომელიც უზრუნველყოფს ბაზალურ მჟავიანობის დონეს 10 მმოლ/სთ. Helicobacter pylori-ს ინფექცია: 30 მგ 2-ჯერ დღეში (კომბინირებული მკურნალობა).
გვერდითი
მოვლენები
კუჭნაწლავის ტრაქტი: დიარეა, იშვიათად მადის მომატება ან შემცირება, გულისრევა, ტკივილი კუჭში, ყაბზობა. ნერვული სისტემა: თავის ტკივილი, ძილიანობა. კანი: იშვიათად გამონაყარი, ანგიოდემა, ზოგჯერ ინტერსტიციული ნეფრიტი, ღვიძლის დისფუნქცია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ავთვისებიანი წარმონაქმნები, ორსულობის პერიოდი (განსაკუთრებით I ტრიმესტრი), ბავშვთა ასაკი.
შენახვის
პირობები და ვადები
შენახვის პირობები: 15-25˚C ტემპერატურულ პირობებში.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
გამოშვების ფორმა:
30მგ ტაბლეტი #10
გაცემის რეჟიმი:
III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: ნეოფარმი, საქართველო

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook