ლეკოკლარი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): კლარითრომიცინი/CLARITHROMYCIN

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნახევრად სინთეზური მაკროლიდური ანტიბიოტიკი.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 14 ც.
1 ტაბ.
კლარითრომიცინი………………    250 მგ
შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 14 ც.
1 ტაბ.
კლარითრომიცინი……………..    500 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ბირთვი: კროსკარმელოზას ნატრიუმი, უწყლო კოლოიდური კაჟბადი, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, პოვიდონი, ტალკი, სტეარინის მჟავა, პრეჟელატინირებული სახამებელი.
გარსი: ვანილის არომატიზატორი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, ჰიპრომელოზა, რკინის ყვითელი ოქსიდი (E172), მაკროგოლ 400, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი (E171).

ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატის ანტიმიკრობული მოქმედება განპირობებულია ბაქტერიების უჯრედების კედლების ცილების სინთეზის დათრგუნვით, რის შედეგადაც წარმოიქმნება ძირითადი ბაქტერიული ცილების დეფიციტი, რაც იწვევს მიკროორგანიზმების ნორმალური სიცოცხლისუნარიანობის დარღვევას.

ჩვენებები:
ლეკოკლარის ტაბლეტები გამოიყენება კლარითრომიცინისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ:
ზედა სასუნთქი გზების ინფექციები: სტრეპტოკოკული ტონზილოფარინგიტი, შუა ყურის მწვავე ანთება, მწვავე სინუსიტი;
ქვედა სასუნთქი გზების ანთება; მწვავე ბაქტერიული ბრონქიტი, ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება, არაჰოსპიტალური პნევმონია (ასევე ატოპიური პნევმონია);
კანისა და კანის დანამატების ინფექციები;
მიკრობაქტერიული ინფექციები, რომლებიც გამოწვეულია M. avium კომპლექსის (MAC), M. kansassi, M. marinum და M. leprae შედეგად Helicobacter pylory-ის ერიდაკაცია 12-გოჯა ნაწლავისა და კუჭის წყლულით დაავადებულ პაციენტებში (ყოველთვის კომბინირებულია სხვა სამკურნალო პრეპარატთან ერთად).
მიღების წესი და დოზირება:
ტაბლეტი არ უნდა დაიღეჭოს, იგი უნდა გადაიყლაპოს მცირე რაოდენობით სითხესთან ერთად. საკვები არ მოქმედებს კლარითრომიცინის აბსორბციის ხარისხზე, თუმცაღა იწვევს ამ პროცესის შენელებას. დოზა დამოკიდებულია ინფექციის სიმწვავეზე და განისაზღვრება მკურნალი ექიმის მიერ.
მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ზემოთ: მოზრდილებში პრეპარატის ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 250-500 მგ-ს 2-ჯერ დღეში 7-14 დღის განმავლობაში.
კლინიკური კვლევებიდან დადგინდა, რომ წვავე ბრონქიტის და შუა ყურის მწვავე ანთების ხანმოკლე მკურნალობა (5-6 დღე) ასევე ეფექტურია.
შიდსით ან MAC-ით დაავადებულმა პაციენტებმა ყოველდღიურად უნდა მიიღონ 1-2 გ კლარითრომიცინი. მოზრდილებში მაქსიმალური დასაშვები დოზა შეადგენს 2 გ.
12 წელზე უმცროს ბავშვებში: 12 წელზე უმცროს ბავშვებში ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 7.5 მგ/კგ 2-ჯერ დღეში.
დასაშვები მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 250 მგ 2-ჯერ დღეში.
6 თვემდე ასაკის ბავშვებში კლარითრომიცინის უსაფრთხოება არ არის დადგენილი.
20 თვემდე ასაკის MAC ინფექციებით დაავადებულ ბავშვებში კლარითრომიცინის უსაფრთხოება არ არის დადგენილი.
– დოზის დარეგულირება ღვიძლის და/ან თირკმლის დაავადების დროს: თუ თირკმლის ფუნქცია ნორმალურია ღვიძლის მსუბუქი და საშუალო ხარისხის დარღვევის დროს არ არის საჭირო პრეპარატის დოზის შემცირება.
– თირკმლის მძიმე ხარისხის დარღვევის მქონე პაციენტებში, მიუხედავად იმისა აქვთ თუ არა მათ ღვიძლის დაავადება, დოზა უნდა განახევრდეს ან დოზირების ინტერვალი უნდა გაორმაგდეს.
– დოზის დარეგულირება ხანდაზმულ პაციენტებში: პაციენტებში დოზის კორექცია არ არის საჭირო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღინიშნება თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევა.
მკურნალობის ხანგრძლივობა: მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია პაციენტის კლინიკურ მდგომარეობაზე და განისაზღვრება მკურნალი ექიმის მიერ. მკურნალობა ჩვეულებრივ გრძელდება 7-14 დღე მოზრდილებში და 10 დღე – ბავშვებში.
ლეკოკლარის დოზის გამოტოვების შემთხვევაში: არ შეიძლება გაორმაგებული დოზის მიღება, უბრალოდ პაციენტმა უნდა მიიღოს ჩვეულებრივი დოზა რაც შეიძლება მალე და მკურნალობა უნდა გაგრძელდეს დოზირების რეჟიმის მიხედვით.
გვერდითი მოვლენები:
ისევე როგორც სხვა მედიკამენტებს, ლეკოკლარსაც გააჩნია გვერდითი მოვლენები. თუ პაციენტს გამოუვლინდა ან ეჭვობს, რომ გამოუვლინდა გვერდითი მოვლენები, დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს თავის მკურნალ ექიმს.
გვერდითი მოვლენების უმრავლესობა ზომიერი ხასიათისაა და გარდამავალია.
ხშირი გვერდითი მოვლენები (1/10-ზე იშვიათად, მაგრამ 1/100-ზე ხშირად): აბდომინალური დარღვევები (დიარეა, გულისრევა, დისპეფსიური მოვლენები, მუცლის ტკივილი, ღებინება, სტომატიტი, გლოსტი, გემოს დარღვევა, ენის და კბილის ფერის გარდამავალი შეცვლა);
თავის ტკივილი; შრატში სისხლის აზოტის მომატება.
არც ისე ხშირი გვერდითი მოვლენები (1/100-ზე იშვიათად, მაგრამ 1/1000-ზე ხშირად), ჰემატოლოგიური პარამეტრების გარდამავალი ცვლილებები (ლეიკოციტების შემცირებული რაოდენობა, ეოზინოფილების მომატებული რაოდენობა, გლოსიტი, გემოს დარღვევა, ენის და კბილების ფერის გარდამავალი შეცვლა);
თავის ტკივილი. პროთრომბინის დროის და შრატის კრეატინინის დონის გაზრდა, ღვიძლის ფერმენტების გარდამავალი მომატება.
იშვიათი გვერდითი მოვლენები (1/100-ზე იშვიათად, მაგრამ 1/1000-ზე ხშირად): ღვიძლის ფერმენტების გარდამავალი ცვლილებები; ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (გამონაყარი კანზე, ურტიკარია, ანაფილაქსია); ყურების შუილი.;
ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (1/100-ზე იშვიათად): ჰემატოლოგიური პარამეტრების გარდამავალი ცვლილება (თრომბოციტების და ნეიტროფილების შემცირებული რაოდენობა), მძიმე ალერგიული რეაქციები (სტივენს-ჯონსის სინდრომი), შიში, უძილობა, ვიზუალური ჰალუცინაციები, დაბინდული გონება, ღამის კოშმარები, ფსიქოზი, მანია, თავბრუსხვევა, სმენის გარდამავალი დაქვეითება (რაც უფრო ხშირია ხანდაზმულ ქალებში), გახანგრძლივებული QT ინტერვალი, არითმიები (ვენტრიკულური ტაქიკარდიის და ტორსადეს-დე პოინტეს სახით), ფსევდომემბრანული კოლიტი, პანკრეატიტი, ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები ქოლესტაზურ სიყვითლესთან ერთად ან მის გარეშე, კუნთების და სახსრების გახანგრძლივებული ტკივილი, ნეფროტოქსიკურობა. შესაძლებელია განვითარდეს ჰიპოგლიკემია იმ პაციენტებში, ვინც ღებულობს ჰიპოგლიკემიურ პრეპარატებს და ინსულინს.
უკუჩვენებები:
*მომატებული მგრძნობელობა კლარითრომიცინის, ლეკოკლარის ტაბლეტებში შემავალი ნებისმიერი ინგრედიენტის და/ან მაკროლოდის ანტიბიოტიკის მიმართ;
* თუ პაციენტი ღებულობს ერგოტამინის, ტერფენადინის, ასტემიზოლის, ცისაპრიდის ან პიმოზიდის წარმოებულებს;
*თუ შრატის კალიუმის კონცენტრაცია არის დაბალი.
ორსულობა და ლაქტაცია:
თუ პაციენტი არის ორსულად, მკურნალობის დაწყებამდე კონსულტაციისათვის უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, რადგან არ არის ცნობილი თუ რამდენად უსაფრთხოა ორსულობის დროს ლეკოკლარის ტაბლეტების გამოყენება.
ლაქტაციის პერიოდი- მკურნალობის დაწყებამდე პაციენტმა კონსულტაციისათვის უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, რადგან არ არის ცნობილი თუ რამდენად უსაფრთხოა ლაქტაციის პერიოდში ლეკოკლარის ტაბლეტების გამოყენება.
განსაკუთრებული მითითებები:
ლეკოკრალი განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
* ნებისმიერი სახის ღვიძლის დაავადება; თირკმლის ფუნქციის მძიმე ხარისხის დარღვევა;
* თუ მკურნალობის დროს განვითარდა მუდმივი ან მძიმე დიარეა, დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს, რადგან ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია გამოვლინდეს ფსევდომემბრანული კოლიტი.
* ლეკოკლარის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად: საკვები არ მოქმედებს კლარითრომიცინის ტაბლეტების მოქმედებაზე. ლეკოკლარის მკურნალობის დროს არ შეიძლება ალკოჰოლური სასმელების მიღება.
მანქანის და სხვა მექანიზმების მართვა: მანქანის და სხვა მექანიზმების მართვისას საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა, რადგან შესაძლებელია განვითარდეს თავბრუსხვევა.
ჭარბი დოზირება:
კლარითრომიცინის დიდი დოზების მიღებისას შესაძლებელია განვითარდეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ სიმპტომები. მედიკამენტის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ექიმის კონსულტაცია აუცილებელია თუ პაციენტი ღებულობს შემდეგ სამედიცინო პრეპარატებს:
ალპრაზოლამი, მიდაზოლამი, ტრიაზოლამი (სედატიური საშუალება), კარბამაზეპინი, ფენიტოინი ან ვალპროატი (ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატი), ცილოსტაზოლი ან პერორალური ანტიკოაგულანტები, ბეტა-ლაქტამის ანტიბიოტიკები, ლინკომიცინი, კლინდამიცინი, ციკლოსპორინი, პიმოზიდი, რიფაბუტინი, ზიდოვუდინი ან რიტონავრი (ზოგიერთი ინფექციის სამკურნალო ნივთიერება), დიზოპირამიდი, ქინიდინი (გულის დაავადებების სამკურნალო მედიკამენტი), სეკალე (ერგოტ) ალკალოიდი (გულის დაავადებების და შაკიკის სამკურნალო მედიკამენტი), ლოვასტატინი ან სიმვასტატინი (მომატებული ქოლესტეროლისთვის), მეთილპრედნიზოლონი (ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტი), სილდენაფილი (ერექციის დისფუნქციისთვის), ტაკროლიმუსი (ორგანოთა ტრანსპლანტაციისთვის), ტერფენადინი (ალერგიისთვის), თეოფილინი (ბრონქოლიზური საშუალება), ვინბლასტინი (სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატი).
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.
მწარმოებელი: LEK, სლოვენია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook