ნეგოს ყვავილი (უკვდავა)

ნეგოს ყვავილი (უკვდავა). ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ფიტოპრეპარატები

შემადგენლობა
ნეგოს ყვავილი შეიცავს ეთერზეთებს, ფლავონურ გლიკოზიდებს (სალიპუროზიდი, იზოსაიპუროზიდი, კემპფეროლი, აპიგენინი), ფისებს, მღებავ ნივთიერებებს, ვიტამინებს, ასკორბინის მჟავას.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ნაღვლმდენი საშუალება.
პრეპარატი ავლენს ნაღვლმდენ მოქმედებას, ხელს უწყობს ნაღვლის სეკრეციას, აძლიერებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სეკრეტორულ და მოტორულ ფუნქციას. სისხლძარღვებსა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე ავლენს სპაზმოლიზურ ეფექტს.

ჩვენებები
გამოიყენება ნაღველ-კენჭოვანი დაავადებების, ქრონიკული ქოლეცისტიტის, ნაღვლმდენი გზების დისკინეზიების, ქრონიკული ჰეპატიტის დროს. პრეპარატის ზემოქმედებით ორგანიზმში ძლიერდება ნაღვლის გამოყოფა, იცვლება ნაღვლის შემადგენლობა, მცირდება სისხლში ბილირუბინისა და ქოლესტერინის რაოდენობა, ამასთან იზრდება კუჭის და კუჭქვეშა ჯირკვლის სეკრეცია.

გამოშვების ფორმა: 30 გრ. მცენარე მუყაოს კოლოფში

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: ნატურფარმი, საქართველო

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook