ნო-შპა ფორტე

  ნო-შპა ფორტე

ნო-შპა ფორტეს ზოგადი ინფორმაცია

ნო-შპა ფორტე. NO – SPA FORTE. მიოტროპული სპაზმოლიზური სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – დროტავერინი. Drotaverine. ათქ.კლასიფიკაციის კოდი – A03AD02. მწარმოებელი ფირმა – სანოფი ავენტისი (უნგრეთი).

ნო-შპა ფორტეს შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ნო-შპა ფორტე. NO – SPA FORTE გამოდის 80 მგ ტაბლეტის ფორმით.

ნო-შპა ფორტეს ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ნო-შპა ფორტეს ფასები ფარმადეპოში
ნო-შპა ფორტეს ფასები ავერსში
ნო-შპა ფორტეს ფასები psp-ში
ნო-შპა ფორტეს ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც ნო-შპა ფორტე, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია ნო-შპა ფორტეს ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

ნო-შპა ფორტეს აქტიური ნივთიერება

დროტავერინი. Drotaverine. ქიმიური დასახელება – 1-[3,4-დიეთოქსიფენილ)მეთილენ]-6,7-დიეთოქსი-1,2,3,4-ტეტრაჰიდროიზოქინოლინი (ჰიდროქლორიდის სახით). ბრუტო–ფორმულა:C24H31NO4. დროტავერინს მიაკუთვნებენ ვაზოდილატატორების, მიოტროპული სპაზმოლიტიკების ჯგუფს. CAS-კოდი:14009-24-6.

ნო-შპა ფორტეს სინონიმები

ნო-შპა (DOXY-DENK 100, Denk Pharma, გერმანია).

ნო-შპა ფორტეს მოქმედ ნივთიერებას შეიცავენ

ნიკოშპანი (NO – SPA FORTE, Sanofi Aventis, უნგრეთი;drotaverine, nicotinic acid), ნო-შპალგინი (NIKOSPAN, Sanofi Aventis, უნგრეთი; drotaverine, paracetamol, codeine).

ნო-შპა ფორტეს გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ტკივილის სინდრომი, გლუვი მუსკულატურის სპაზმასთან დაკავშირებული:
  • ტკივილი ქრონიკული გასტროდუოდენიტის დროს, გლუვი მუსკულატურის სპაზმასთან დაკავშირებული
  • ტკივილი  ქრონიკული ქოლეცისტიტი დროს, გლუვი მუსკულატურის სპაზმასთან დაკავშირებული
  • ტკივილი ნაღვლის კენჭების დაავადებების დროს,  გლუვი მუსკულატურის სპაზმასთან დაკავშირებული
  • ტკივილი პოსტქოლეცისტექტომიური სინდრომის დროს, გლუვი მუსკულატურის სპაზმასთან დაკავშირებული
  • ტკივილი კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების დროს, გლუვი მუსკულატურის სპაზმასთან დაკავშირებული
  • ტკივილი კარდიო – და პილოროსპაზმის დროს
  • ტკივილი სპასტიური კოლიტის დროს, გლუვი მუსკულატურის სპაზმასთან დაკავშირებული
  • სპაზმები პერიფერიული არტერიალური ძარღვების
  • სპაზმები თავის ტვინის ძარღვების
  •  კენჭოვანი დაავადებები ფილტვების
  • ალგოდისმენორეა
  • მშობიარობა
  • საშვილოსნოს კუმშვის შენელება
  • სპაზმი საშვილოსნოს ყელის
  • ინსტრუმენტალური გამოკვლევების ჩატარების დროს

ნო-შპა ფორტეს საფირმო აღწერიდან

ფარმაკოლოგიური თვისებები
ორგანოების გლუვი კუნთების ტონუსს და ნაწლავის პერისტალტიკას, აფართოებს სისხლძარღვებს. არ მოქმედებს ვეგეტატიურ ნერვულ სისტემაზე, არ აღწევს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში. გლუვ მუსკულატურაზე უშუალო მოქმედება იძლევა მისი სპაზმოლიტიკის სახით გამოყენების შესაძლებლობას, იმ შემთხვევაში როდესაც უკუნაჩვენებია M-ქოლინობლოკატორების (დახურულკუთხოვანი გლაუკომა, წინამდებარე ჯირკვლის ადენომა)
ფარმაკოკინეტიკა
პერორალური მიღების დროს აბსორბცია – მაღალი, აბსორბციის პერიოდი – 12 წთ, ბიომიღწევადობა – 100%. ზომიერად ნაწილდება ქსოვილებში, აღწევს გლუვი კუნთების უჯრედებში. მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის პერიოდი – 2 სთ. პლაზმის ცილებთან კავშირი – 95-98%. ძირითადათ გამოიყოფა თირკმელებით, დაბალი რაოდენობით – ნაღველთან. არ შეიწოვება ჰემატოენცეფალური ბარიერში
ჩვენებები
პროფილაქტიკა და მკურნალობა ფუნქციონალური მდგომარეობისა და ტკივილის სინდრომის, რომელიც დაკავშირებულია გლუვი მუსკულატურის სპაზმასთან ქრონიკული გასტროდუოდენიტის, ქრონიკული ქოლეცისტიტის, ნაღვლის კენჭების დაავადებების, პოსტქოლეცისტექტომიური სინდრომის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების, კარდიო – და პილოროსპაზმის, სპასტიური კოლიტის დროს. აგრეთვე გამოიყენება პერიფერიული არტერიალური ძარღვების, თავის ტვინის ძარღვების, ფილტვების კენჭოვანი დაავადებების, ალგოდისმენორეის სპაზმების დროს, მშობიარობის დროს საშვილოსნოს კუმშვის შენელების და საშვილოსნოს ყელის სპაზმის მოხსნის დროს, ინსტრუმენტალური გამოკვლევების ჩატარების დროს
მიღების წესები და დოზები
შინაგანი. მოზრდილები – 40-80 მგ (1/2 – 1 ტაბლეტი) 2-3 ჯერ დღეში. 6 დან 12 წლამდე ბავშვები – 20 მგ (1/4 ტაბლეტი) 1-2 ჯერ დღეში
გვერდითი მოვლენები
თავბრუსხვევა, გულისცემა, არტერიალური წნევის დაწევა, სიცხის გრძნობა, ოფლიანობა, კანის ალერგიული რეაქციები.
უკუჩვენება
პრეპარატის კომპონენტების მიმართ ამაღლებული მგრძნობელობა, გამოხატული თირკმლების, ღვიძლის, გულის უკმარისობა; II – III ხარისხის AAAV – ბლოკადა, კარდიოგენური შოკი, არტერიალური ჰიპოთენზია.
პრეპარატი სიფრთხილით ენიშნებათ კორონარული არტერიების გამოხატული ატეროსკლეროზით, წინამდებარე ჯირკვლის ადენომით, ფეხმძიმობის და ლაქტაციის პერიოდში გლაუკომით დაავადებულ პაციენტებს
ჭარბი დოზირება
დიდ დოზებში არღვევს წინაგულის პარკუჭის გამტარიანობას, ამცირებს გულის კუნთის აღმზნელობას, შეიძლება გამოიწვიოს გულის გაჩერება და სასუნთქი ცენტრის დამბლა.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ერთდროული მიღებისას ნო-შპამ შეიძლება შეამციროს ლევოდოპის ანტიპარკინსონული ეფექტი. აძლიერებს პაპავერინის, ბენდაზოლის და სხვა სპაზმოლიტიკების (მათ რიცხვში MM – ქოლინობლოკატორები), ტრიციკლური ანტიდეპრესანტებით, ქინიდინით და პროკაინამიდით გამოწვეულ ჰიპოტენზიას. ამცირებს მორფინის სპაზმოგენურ აქტიურობას. ფენობარბიტალი წევს დროტავერინის გამოხატულ სპაზმოლიტიკურ მოქმედებას
შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება ტემპერატურაზე +15 – 250oC, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
ვადა 5 წელი
დაუშვებელია პრეპარატის მიღება შეფუთვაზე მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ
აფთიაქში გაცემის წესი
ურეცეპტოდ