ომეპრაზოლი

ომეპრაზოლი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ომეპრაზოლი/omeprazole

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები

შემადგენლობა
1 კაფსულა შეიცავს 20 მგ ომეპრაზოლის შემცველ 0,233გ გრანულებს

ფარმაკოლოგიური თვისებები
ომეპრაზოლი წარმოადგენს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების სამკურნალო მაღალეფექტურ საშუალებას. ომეპრაზოლი ხასიათდება მკვეთრად გამოხატული ლიპოფილური თვისებებით, ადვილად აღწევს კუჭის ლორწოვანის პარიეტალურ უჯრედებში, იგი გროვდება ამ უკანასკნელში და აქტივირდება კუჭში მჟავიანობის მომატებისას. ახდენს პარიეტალური უჯრედების აპიკალურ მემბრანაზე H+-K+ ATF-აზის (პროტონული ტუმბოს) ინჰიბირებას. აბლოკირებს წყალბადის იონების სეკრეციას კუჭის სანათურში და კუჭში მარილმჟავას სეკრეციის დასკვნით სტადიას, ამცირებს ბაზალური და სტიმულირებული სეკრეციის დონეს.
ომეპრაზოლი აგრეთვე ავლენს მკვეთრად გამოხატულ ბაქტერიციდულ ეფექტს Helicobacter pylori – ს მიმართ.

ფარმაკოკინეტიკა
ომეპრაზოლი სრულად იწოვება 3-6 საათის განმავლობაში. სისტემური ბიოშეღწევადობა შეადგენს 35%, განმეორებითი, დღეში ერთჯერადი მიღების შემდეგ კი 60%. პლაზმაში მისი 95% უკავშირდება ცილებს. ომეპრაზოლი განიცდის ბიოტრანსფორმაციას ძირითადად ღვიძლში, T1/2 შეადგენს 40 წუთს. ჯანმრთელ ადამიანებთან შედარებით, ჰეპატიტით დაავადებულ ავადმყოფებში პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდის ხანგრძლივობა იზრდება 3 სთ-მდე. იგი გამოიყოფა ძირითადად მეტაბოლიტების სახით (80%), თირკმლების და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის საშუალებით.

ჩვენებები
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება; რეფლუქს ეზოფაგიტი (მათ შორის პროფილაქტიკა), გასტრიტი, ზოლინგერ-ელისონის სინდრომი.

მიღების წესები და დოზები
პრეპარატი ინიშნება პერორალურად უზმოზე, მცირე რაოდენობის სითხესთან ერთად. არ შეიძლება კაფსულის დაღეჭვა. წყლულოვანი დაავადებისა და რეფლუქს ეზოფაგიტის დროს ინიშნება 20 მგ – 1 კაფსულა დღეში ერთხელ (საჭიროების შემთხვევაში 40 მგ). თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს 2-4 კვირის განმავლობაში, ხოლო კუჭის წყლულისა და რეფლუქს ეზოფაგიტის დროს 4-8 კვირის განმავლობაში. ზოლინგერ-ელისონის სინდრომის დროს საწყისი დოზა შეადგენს 20-60 მგ დღეში, რომელსაც თანდათანობით ზრდიან 80-120 მგ-მდე. ამ შემთხვევაში დღიური დოზა უნდა გაიყოს 2 მიღებაზე.

გვერდითი მოვლენები
ომეპრაზოლით მკურნალობის დროს გვერდითი მოვლენები გვხვდება იშვიათად, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ შესაძლებელია განვითარდეს გულისრევის შეგრძნება, დიარეა, ყაბზობა, მეტეორიზმი, პირის სიმშრალე. ცნს მხრივ თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ზოგადი სისუსტე. ალერგიული რეაქცია კი შესაძლებელია გამოვლინდეს კანზე გამონაყარის სახით

უკუჩვენება
აბსოლუტური წინააღმდეგჩვენება არ არსებობს;
ომეპრაზოლი წინააღმდეგნაჩვენებია ან შედარებით მცირე დოზებში ინიშნება ღვიძლის ქრონიკული დაავადებების დროს;
პრეპარატის დანიშვნა რეკომენდებული არ არის პეპტიური წყლულის პროფილაქტიკისათვის.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის.
ბავშვებში გამოყენება:
ომეპრაზოლის უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის სრულად შესწავლილი ბავშვთა ასაკში ამიტომ ამ პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდირებული პედიატრიული პაციენტებისთვის

განსაკუთრებული მითითებები
იმ შემთხვევაში, როდესაც ომეპრაზოლი ინიშნება ქრონიკული ჰეპატიტის მქონე ავადმყოფებში, მკურნალობა იწყება პრეპარატის დაბალი დოზებით.
ღვიძლის დაავადებების გადატანის შემთხვევაში აუცილებელია ექიმის ინფორმირება. პრეპარატი არ ახდენს გავლენას მანქანა დანადგარებზე მომუშავე პერსონალიზე.

ჭარბი დოზირება
პრეპარატის ჭარბი დოზებით მიღების დროს ტოქსიკური ეფექტები არ არის აღწერილი.
სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ომეპრაზოლი აინჰიბირებს სამკურნალო საშუალებების მეტაბოლიზმში მონაწილე ღვიძლის ფერმენტულ სისტემებს, რის გამოც ახდენს ზეგავლენას სხვა პრეპარატების მეტაბოლიზმზე, მათ კონცენტარაციაზე სისხლში და ელიმინაციის პროცესზე. სხვა მხრივ იგი აქვეითებს კუჭის მჟავიანობას და ცვლის ბიოლოგიურ სითხეებში ყველა სამკურნალო საშუალების კონცენტრაციებს, რომელთა რეზორბციაც დამოკიდებულია PH–ზე.
ომეპრაზოლი აფერხებს ორგანიზმიდან დიაზეპამის, ანტიკოაგულანტების, ფენიტოინის და ვარფარინის გამოყოფას. მათი ერთდროული მიღების დროს საჭიროა სისხლის სურათის რეგულარული კონტროლი სისხლდენის თავიდან აცილების მიზნით.
ომეპრაზოლი ამცირებს ამპიცილინის, რკინის მარილების და კეტოკონაზოლის რეზორბციას.

შენახვის პირობები და ვადები
მშრალ და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა _ 3 წელი.

გამოშვების ფორმა: 10მგ კაფსულა №30

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: გამა, საქართველო

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook