nostalgia

მკურნალობა უცხოეთში


  ორკბილას ბალახი

ორკბილას ბალახის ზოგადი ინფორმაცია

ორკბილას ბალახი. Herba Bidentis. ფიტოპრეპარატების ჯგუფის შემომგარსველი, შემკვრელი და ანტაციდური სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – comb. drug. მწარმოებელი ფირმა – ნატურფარმი (საქართველო).

ორკბილას ბალახის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ორკბილას ბალახი. Herba Bidentis გამოდის 50 გრ მცენარეს ფორმით მუყაოს კოლოფში. ორკბილას ბალახი შეიცავს ფლავონოიდებს, კაროტინოიდებს, მთრიმლავ და მწარე ნივთიერებებს, აცეტილსალიცილის მჟავას, ეთერზეთებს, მიკროელემენტებს, ასკორბინის მჟავას, ამინებს და სხვ.

ორკბილას ბალახის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ორკბილას ბალახის ფასები ფარმადეპოში
ორკბილას ბალახის ფასები ავერსში
ორკბილას ბალახის ფასები psp-ში
ორკბილას ბალახის ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც ორკბილას ბალახი, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია ორკბილას ბალახის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

ორკბილას ბალახის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • დიათეზი
  • კანის დაავადებები, ჩირქოვანი
  • დიათეზიანი ბავშვები
  •  სასუნთქი გზების დაავადებები
  •  რაქიტი
  •  ნეკრესის ქარი
  •  ღვიძლის დაავადებები
  • სუსტი დამამშვიდებელი მოქმედება

ორკბილას ბალახის საფირმო აღწერიდან

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატს ახასიათებს დიურეზული, ანთების საწინააღმდეგო, ბაქტერიოციდული და ჭრილობის შემახორცებელი თვისება
ჩვენებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: შემომგარსველი, შემკვრელი და ანტაციდური საშუალება.
გამოიყენება დიათეზის,კანის ჩირქოვანი დაავადებების დროს. მცენარეს ახასიათებს ანთების და ალერგიის საწინააღმდეგო თვისებები. ფართოდ იყენებენ დიათეზიანი ბავშვების სამკურნალოდ აბაზანების სახით. ორკბილას იყენებენ როგორც სუსტ შარდმდენ და ოფლისმომგვრელ საშუალებას სასუნთქი გზების დაავადებების შემთხვევაში. ეფექტურია რაქიტის, ნეკრესის ქარის, ღვიძლის დაავადებების დროს, ახასითებს სუსტი დამამშვიდებელი მოქმედება.

Comments are closed.

დარგობრივი საიტები

vaka