ოტრივინი

ოტრივინი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ქსილომეტაზოლინი / XYLOMETAZOLINE

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სისხლძარღვების შემავიწროვებელი საშუალებაა ადგილობრივი გამოყენებისათვის ოტორინოლარინოლოგიაში.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ცხვირის წვეთები 0.05% ბავშვებისათვის: ფლაკონში 10 მლ
1 მლ
ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდი……..   0.5 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ნატრიუმის ფოსფატი ერთჩანაცვლებული, ნატრიუმის ფოსფატი ორჩანაცვლებული, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ედეტატი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, მეთილჰიდროქსიპროპილცელულოზა, სორბიტოლი, გასუფთავებული წყალი.

ცხვირის სპრეი დოზირებული 0.1%:
ფლაკონში 10 მლ
1 მლ
ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდი………. 1 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ნატრიუმის ფოსფატი ერთფუძიანი ორწყლიანი, ნატრიუმის ფოსფატი ორფუძიანი თორმეტწყლიანი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ედეტატი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, მეთილჰიდროქსიპროპილცელულოზა 4000 mPa S, სორბიტოლი 70%, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ქსილომეტაზოლინი განეკუთვნება ადგილობრივი სისხლძარღვების შემავიწროვებელი საშუალებების ჯგუფს (დეკონგესტანტები) α-ადრენომიმეზური მოქმედებით, იგი  იწვევს ცხვირის ლორწოვანას სისხლძარღვების შევიწროვებას. ყელ-ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპებისა და ჰიპერემიის მოხსნით. აადვილებს ცხვირით სუნთქვას რინიტების დროს.

თერაპიულ კონცენტრაციებში არ აღიზიანებს ლორწოვანს, არ იწვევს ჰიპერემიას. მოქმედება იწყება რამდენიმე წუთში და რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდება.

ფარმაკოკინეტიკა:
ადგილობრივად გამოყენებისას პრაქტიკულად არ აბსორბირდება, კონცენტრაციები პლაზმაში იმდენად მცირეა, რომ მათი განსაზღვრა თანამედროვე ანალიტიკური მეთოდებით შეუძლებელია.

ჩვენებები:
მწვავე რესპირატორული დაავადება რინიტის (სურდოს) მოვლენებით;
მწვავე ალერგიული რინიტი;
პოლინოზი;
სინუსიტი;
ევსტაქიტი;
შუა ოტიტი (ყელ-ცხვირის ლორწოვანას შეშუპების შესამცირებლად);
ავადმყოფის მომზადება დიაგნოსტიკური მანიპულაციებისათვის ცხვირის გზებში.

მიღების წესი და დოზირება:
ცხვირის წვეთები 0.05% ბავშვებისათვის:
▪ ჩვილ ბავშვებსა და 6 წლამდე ასაკის ბავშვებში – 1-2 წვეთი თითოეულ ნესტოში 1-2-ჯერ დღეში, არა უმეტეს 3-ჯერ დღეში.
▪ 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში – 2-3 წვეთი თითოეულ ნესტოში 3-4-ჯერ დღეში.

ცხვირის სპრეი 0.1%:
▪ მოზრდილებში და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში: 1 შესხურება თითოეულ ნესტოში (საჭიროების შემთხვევაში შეიძლება განმეორდეს); ჩვეულებრივ საკმარისია 3-4 შესხურება დღეში.

გვერდითი მოვლენები:
ხშირი და/ან ხანგრძლივი გამოყენებისას: ყელ-ცხვირის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება და/ან სიმშრალე, წვა, ჩხვლეტები, ცემინება, ჰიპერსეკრეცია.
იშვიათად: ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება, გულისცემა, ტაქიკარდია, არითმიები, აწ-ს მომატება, თავის ტკივილი, ღებინება, უძილობა, მხედველობის დარღვევა; დეპრესია (მაღალი დოზებით ხანგრძლივი გამოყენებისას).

უკუჩვენებები:
* ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
* არტერიული ჰიპერტენზია;
* ტაქიკარდია;
* გამოხატული ათეროსკლეროზი;
* გლაუკომა;
* ატროფიული რინიტი;
* ჰიპერთირეოზი;
* ქირურგიული ჩარევები ტვინის გარსებზე (ანამნზეში).

! სიფრთხილით – შაქრიანი დიაბეტის დროს.

ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება შეიძლება მხოლოდ დედისათვის სარგებელისა და ნაყოფისათვის რისკის შეფასების შემდეგ, არ შეიძლება რეკომენდებულზე მაღალი დოზის მიღება.

განსაკუთრებული მითითებები:
ხანგრძლივად გამოყენება არ შეიძლება, მაგალითად, ქრონიკული რინიტის დროს.

ზეგავლენა ავტომობილის ან აღჭურვილობის მართვის უნარზე: რეკომენდებულზე მაღალი დოზებით ქსილომეტაზოლინმა შეიძლება იმოქმედოს სატრანსპორტო საშუალების ან აღჭურვილობის მართვის უნარზე.

ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: გვერდითი ეფექტების გაძლიერება.
მკურნალობა: სიმპტომატური.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
არ შეიძლება მაო-ს ინჰიბიტორებთან და ტრიციკლურ ანტიდეპრესიულებთან კომბინირება.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

მწარმოებელი: NOVARTIS CONSUMER HEALTH S.A., შვეიცარია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook