სალბის ფოთოლი

  სალბის ფოთოლი

სალბის ფოთოლის ზოგადი ინფორმაცია

სალბის ფოთოლი. Folia salviae. ფიტოპრეპარატების ჯგუფის ანტიმიკრობული, ანტიბაქტერიული და შემომგარსველი საშუალება. აქტიური ნივთიერება – comb. drug. მწარმოებელი ფირმა – ნატურფარმი (საქართველო).

სალბის ფოთოლის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

სალბის ფოთოლი. Folia salviae გამოდის 50 გრ მცენარეს ფორმით მუყაოს კოლოფში. სალბის ფოთოლი შეიცავს ეთერზეთებს (0,5-2%), მთრიმლავ ნივთიერებებს, B ჯგუფის ვიტამინებს.

სალბის ფოთლის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

სალბის ფოთლის ფასები ფარმადეპოში
სალბის ფოთლის ფასები ავერსში
სალბის ფოთლის ფასები psp-ში
სალბის ფოთლის ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც სალბის ფოთოლი, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია სალბის ფოთლის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

სალბის ფოთოლის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ცხვირ-ხახის დაავადებები, ანთებითი
  • პირის ღრუს დაავადებები, ანთებითი
  • ზედა სასუნთქი გზების დაავადებები, ანთებითი
  • კანის დაავადებები, ანთებითი
  • წყლულები ჩირქოვანი
  •  ჭრილობები
  • მოყინვა მსუბუქი
  • დამწვრობები მსუბუქი
  • გასტრიტები
  • კოლიტი
  • ღვიძლის დაავადებები
  • თირკმლების დაავადებები
  • ბრონქიტი
  • ოფლიანობა ძლიერი, განსაკუთრებით კლიმაქტორულ პერიოდში.
  • ფერიმჭამელები

სალბის ფოთოლის საფირმო აღწერიდან

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატს გააჩნია შემომგარსველი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
ჩვენებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: შემომგარსველი, შემკვრელი და ანტაციდური საშუალება.
გამოიყენება ცხვირ-ხახის, პირის ღრუს და ზედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებების შემთხვევაში, როგორც სავლები, საინჰალაციო საშუალება. ეფექტურია კანის ანთებითი დაავადებების, ჩირქოვანი წყლულების, ჭრილობების, მსუბუქი მოყინვისა და დამწვრობების სამკურნალოდ. სალბის ფოთოლი გამოიყენება გასტრიტების, კოლიტის, ღვიძლის, თირკმელების დაავადებების, ბრონქიტის დროს. რეკომენდირებული როგორც ამოსახველებელი, შარდმდენი საშუალება. მისი მიღება ამცირებს ოფლის გამოყოფას, ამიტომ იღებენ მას ძლიერი ოფლიანობის შემთხვევაში, განსაკუთრებით კლიმაქტორულ პერიოდში. სალბის ნაყენი გამოიყენება როგორც კოსმეტიკური საშუალება ფერიმჭამელების სამკურნალოდ.
უკუჩვენება
ორსულობის პერიოდში, აგრეთვე ნეფრიტით დაავადებულ პაციენტებში პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..