სინამაქის ფოთოლი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: საფაღარათო საშუალება.

შემადგენლობა
სინამაქის ფოთოლი შეიცავს ანტრაგლიკოზიდებს (A და B სენიდინებს, რეინს, ალოე ემოდინს), რომელთა არსებობაც ფოთლებში განაპირობებს მცენარის ბიოლოგიურ აქტივობას. მცენარის გლიკოზიდების ძირითად აგლიკონს წარმოადგენს ალოე-ემოდინი. გარდა ამისა, მცენარეში აღმოჩენილია ორგანული მჟავეები (პალმიტინი, ლინოლინი, სტეარინი და სხვა), გლიკოზიდები — კემპფეროლი და კემპფერინი, ალკალოიდები, სტერინები და სხვა.

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატის საფაღარათო მოქმედება ანტრაგლიკოზიდების შემცველი სხვა მცენარეული საფაღარათო საშუალებების მოქმედების მსგავსია. მცენარე ასტიმულირებს მსხვილი ნაწლავის პერისტალტიკას, მისი მოქმედება აღინიშნება მიღებიდან 8-10 სთ-ის შემდეგ. პრეპარატი არ იწვევს შეჩვევის სინდრომს და არ მოქმედებს საჭმლის მონელებაზე. მცენარე მოქმედებს მსუბუქად, რაც გამოარჩევს აღნიშნულ პრეპარატს სხვა საფაღარათო საშუალებებიდან (მაგნიუმის სულფატი, ხეჭრელას ქერქი), რომლებიც მოქმედებენ ძლიერად, მაგრამ იშვიათად იწვევენ ფაღარათს და ნაწლავებში ტკივილს

ჩვენებები:

გამოიყენება ყაბზობის დროს, რომელიც განპირობებულია ჰიპოტონიითა და მსხვილი ნაწლავის დუნე პერისტალტიკით. პრეპარატი ინიშნება სხვადასხვა ეტიოლოგიის ატონიური და სპასტიური ყაბზობის სამკურნალოდ

გვერდითი მოვლენები:
მეტეორიზმი, მუცლის ტკივილი ჭვალის სახით, მუცელში ყურყური აღინიშნება იშვიათად და ქრება პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ.

უკუჩვენება
ნაწლავების გაუვალობა, მუცლის უცნობი ეტიოლოგიის ტკივილი.

გამოშვების ფორმა: 50 გრ. გრანული მოთავსებული ქილაში მუყაოს შეფუთვით, 50 გრ. მცენარე მუყაოს კოლოფში

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: ნატურფარმი, საქართველო

გაფრთხილება