სოფრადექსი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

საერთაშორისო დასახელება: ფრამიცეტინი, გრამიციდინი, დექსამეტაზონი /FRAMYCETIN; CRAMICIDIN; DEXAMETHASONE

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიმიკრობული და ანთების საწინააღმდეგო კომბინირებული პრეპარატი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა: წვეთები ყურის/თვალის: ფლაკონში 5 მლ
1 მლ
ფრამიცეტინის სულფატი…………     5 მგ
გრამიციდინი…………………………  50მკგ
დექსამეტაზონი…………………….   500 მკგ
დამხმარე ნივთიერებები:
ლითიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ციტრატი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ფენილეთილის სპირტი, მეთილირებული სპირტი, გამოხდილი წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფრამიცეტინის სულფატი წარმოადგენს ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკს. იგი მიკრობული უჯრედის ცილს სინთეზის დარღვევით რიბოსომების დონეზე მოქმედებს ბაქტერიციდულად. ახასიათებს ანტიბაქტერიული მოქმედების ფართო სპექტრი. აქტიურია გრამდადებითი (სტაფილოკოკები, პნევმოკოკები და სხვა) და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების (ნაწლავის ჩხირი, დიზენტირიის ჩხირი, პროტეუსი) მიმართ.
ნაკლებად ეფექტურია სტეროპტოკობების მიმართ. არ მოქმედებს პათოგენურ სოკოებზე, ვირუსებზე, ანაერობულ ფლორაზე. მიკროორგანიზმების მდგრადობა ფრამიცეტინის სულფატის მიმართ ვითარდება ნელა.
გრამიციდინს
ახასიათებს ბაქტერიციდულ და ბაქტერიოსტატური მოქმედება. აქტიურია სტრეპტოკოკების, სტაფილოკოკების, ანაერობული ინფექციის გამომწვევების და სხვა მიკროორგანიზმების მიმართ.
დექსამეტაზონი გლუკოკორტიკოსტეროიდია. მას არ ახასიათებს მინერალოკორტიკოიდული აქტივობა. იგი პრაქტიკულად არ იწვევს ნატრიუმისა და წყლის შეკავებას ორგანიზმში. პრეპარატს ახასიათებს ძლიერად გამოხატული ანთების საწინააღმდეგო და მადესენსიბილიზირებელი და იმუნოდეპრესიული მოქმედება. დექსამეტაზონი ანთების მედიატორების გამონთავისუფლების ბლოკირებით, ლიზოსომური მემბრანების სტაბილიზაციით პოხიერი უჯრედების მიგრაციის და კაპილარების განვლადობის დაქვეითებით აფერხებს ანთებითი პროცესების განვითარებას.

ჩვენებები:
თვალის ანთებითი ბაქტერიული დაავადებები – ბლეფარიტი, კონიუნქტივიტი, კერატიტი (ეპითელიუმის დაზიანების გარეშე), ირიდოციკლიტი, სკლერიტი, ეპისკლერიტი, ქუთუთოს კანის ინფიცირებული ეგზემა.

მიღების წესი და დოზირება:
თვალის დაავადების დროს: მსუბუქად მიმდინარე ინფექციური პროცესის დროს პრეპარატის 1-2 წვეთს იწვეთებენ კონიუნქტივურ პარკში ყოველ 4 სთ-ში.
მძიმე ინფექციური პროცესისგანვითარების შემთხვევაში – ყოველ 1 სთ-ში.
ანთებითი პროცესების შემცირების შემთხვევაში მცირდება სოფრადექსის ჩაწვეთების სიხშირეც.
ყურის დაავადებების დროს: 2-3 წვეთი 3-4-ჯერ დღეში. პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 7 დღეს, გარდა აშკარად ანთებითი დინამიკით მიმდინარე დაავადებების შემთხვევაში (გლუკოკორტიკოიდი ნიღბავს ფარულად მიმდინარე ინფექციებს, ხოლო პრეპარატის ანტიმიკრობული კომპონენტების ხანგრძლივი გამოყენება ხელს უწყობს მდგრადი ფლორის წარმოქმნას).

გვერდითი მოვლენები:
ალერგიული
რეაქცია: ლორწოვანი გარსის გაღიზიანება, წვა, ტკივილი, ქავილი, დერმატიტი.
– პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებით (1 თვეზე მეტი ხნით) მისი კონიუნქტივურ პარკში ჩაწვეთებით (დექსამეტაზონთან ერთად) შესაძლებელია თვალშიდა წნევის მომატება და სუბკაფსულური კატარაქტის წარმოქმნა, რქოვანას გათხელება (რქოვანას ან სკლერის გათხელებით მიმდინარე დაავადებების დროს).
– შესაძლებელია აგრეთვე მეორადი ინფექციის განვითარება, რომელიც აღინიშნება ანტიბაქტერიული და გლუკოკორტიკოიდების შემცველი კომბინირებული პრეპარატების მიღების შემდეგ.
– რქოვანას სოკოვანი ინფექციები ხშირად ვითარდება სტეროიდების ხანგრძლივი გამოყენების დროს. აღნიშნული პრეპარატების ხანგრძლივი გამოყენების შედეგია რქოვანაზე შეუხორცებელი წყლულების წარმოქმნა, რომელიც სოკოვანი ინფექციის განვითარებაზე მეტყველებს.

უკუჩვენებები:
* პრეპარატის ან მასში შემავალ კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
* ვირუსული (მათ შორის ჰერპესით გამოწვეული) ან სოკოვანი ინფექციები, ტუბერკულოზი, თვალების ჩირქოვანი ანთება, ტრაქომა;
* დაფის აპკის პერფორაცია (ოტოტოქსიკურობის განვითარების რისკი);
* ორსულობა და ლაქტაცია;
* რქოვანას ეპითელიუმის მთლიანობის დარღვევა და სკლერის გათხელება (შესაძლებელია თვალის გარსის პერფორაცია);
* პრეპარატის მაღალი დოზები სიფრთხილით ენიშნებათ ბავშვებს ადრეულ ასაკში და ძუძუთი კვების დროს;
* ბავშვებში პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებით შესაძლებელია თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის დარღვევა.

ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატის გამოყენების შესახებ მონაცემები ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში არ მოიპოვება.

განსაკუთრებული მითითებები:
◄ სოფრადექსი შეიცავს ფრამიცეტინის სულფატს, რომელიც წარმოადგენს ამინოგლიკიზოდების ჯგუფის ანტიბიოტიკს და ხასიათდება ნეფრო და ოტოტოქსიკურობით. ამიტომ პრეპარატის მაღალი დოზებით გამოყენების დროს იგი განსაკუთრებული სიფრთხილით ენიშნებათ ღვიძლისა და თირკმელების უკმარისობით შეპყრობილ პაციენტებს.
◄ პრეპარატის თვალში ჩაწვეთებისას შესაძლებელია მხედველობის დაბინდვა, რაც აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული, ავტოტრანსპორტის მძღოლებში და იმ პირებში, რომელთაც მუშაობა უხდებათ მანქანა-დანადგარებთან.
◄ სოფრადექსის ინექციები თვალში ნებადართული არ არის.

ჭარბი დოზირება:
პრეპარატით ხანგრძლივი მკურნალობის დროს შესაძლებელია მის მიერ გამოწვეული საერთო სისტემური ეფექტების განვითარება.
მკურნალობა _ სიმპტომური.

სხვა წამლებთან ურთირეთქმედება:
სოფრადექსის დანიშვნა სხვა ანტიბიოტიკებთან ერთად, რომლებიც ხასიათდებიან ოტოტოქსიკური და ნეფროტოქსიკური მოქმედებით (სტრეპტომიცინი, მონომიცინი, კანამიცინი, გენტამიცინი) ნებადართული არ არის.

შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
მწარმოებელი: SANOFI AVENTIS

გაფრთხილება