სპორტვისი TM

სპორტვისი TM

სპორტვისის ზოგადი ინფორმაცია

სპორტვისი TM. აქტიური ნივთიერება – რბილ ქსოვილებთან ადაპტირებული ბიოთავსებადი ჰიალურონის მჟავა. მწარმოებელი ფირმა – Hyaltech Limited (დიდი ბრიტანეთი).

სპორტვისის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

სპორტვისი TM გამოდის 1% 1,2 მლ ხსნარის ფორმით. სპორტვისიTM წარმოადგენს სტერილური 1% ნატრიუმის ჰიალურონატის წმინდა ხსნარს ფოსფატის ბუფერიზირებულ მარილიან ხსნარში, რომელიც მოთავსებულია შპრიცებში პერი-სახსროვანი ინექციების სერიებისათვის მუხლის რბილ ქსოვილებში; ერთი პერი-სახსროვანი ინექციისათვის დაზიანებიდან 48 საათის განმავლობაში და მეორე პერი-სახსროვანი ინექციისათვის პირველი ინექციიდან 2-3 დღის შემდეგ. ნატრიუმის ჰიალურონატი წარმოადგენს პოლისაქარიდების გრძელ ჯაჭვს, რომელიც შედგენილია განმეორებადი დისაქარიდების ერთეულებით, რომელსაც ბუნებრივად აქვს ადგილი სხეულში.  სპირტვისს აქვს pH და ოსმოტიკური ბიოშეთავსება რბილს ქსოვილებთან. ფილტრაციით სტერილიზებული სპორტვისის 1.2 მლ მოთავსებულია შუშაში, მზადაა გამოყენებისათვის, შპრიცებში. შპრიცი შეფუთულია ბლისტერის შეფუთვაში და გარეთა მუყაოს ყუთში.

სპორტვის TM–ის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

სპორტვის TM–ის ფასები ფარმადეპოში
სპორტვის TM–ის ფასები ავერსში
სპორტვის TM–ის ფასები psp-ში
სპორტვის TM–ის ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც სპორტვისი TM, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია სპორტვის TM–ის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

სპორტვისის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • მუხლის აღდგენის ოპტიმიზირება პირველი და მეორე რიგის გაჭიმვისას
  • შეხორცება დაზიანებული ქსოვილის

სპორტვისის საფირმო აღწერიდან

ფარმაკოლოგიური თვისებები
პირველი, ან მეორე რიგის გაჭიმვის შემდეგ ტკივილის მოსახსნელი და მუხლის აღდგენის ოპტიმიზირებელი.
ჩვენებები
სპორტივისის მიზანია მოხსნას ტკივილი და მოახდინოს მუხლის აღდგენის ოპტიმიზირება პირველი და მეორე რიგის გაჭიმვისას.
სპორტვისი ნატრიუმ ჰიალურონატი აძლიერებს ნატრიუმის ჰიალურონატს, რომელიც ბუნებრივად არსებობს მუხლის რბილ ქსოვილში და ამიტომ ქმნის იდეალურ გარემოს დაზიანებული ქსოვილის შეხორცებისათვის.
მიღების წესები და დოზები
სპორტვისის პერი-სახსრული ინექცია უნდა გაკეთდეს მხოლოდ პროფესიონალი პირის მიერ, რომელსაც აქვს შესაბამისი პრაქტიკა.
დოზირების რეჟიმი არის ერთი პერი-სახსრული ინექცია მუხლის პირველი, ან მეორე რიგის დაზიანების შემდეგ 48 საათის განმავლობაში და შემდეგი ინექცია უნდა გაკეთდეს პირველი ინექციიდან 2-3 დღის განმავლობაში.
შპრიცში მოთავსებული ხსნარი სტერილურია და უნდა ინექცია უნდა გაკეთდეს შესაბამისი ზომის სტერილური ნემსის გამოყენებით (რეკომენდირებულია 27-ე ზომის ნემსი).
ინექციამდე უნდა მოხდეს შესაბამისი არის დეზინფექცია.
პერი-სახსრული ინექციები უნდა გაკეთდეს წინა ტალოფიბულარული სახსრის გასწვრივ ერთი შეღწევით, კლინიკური ორიენტირების გამოყენებით. ინექცია კეთდება 3 სიბრტყის გასწვრივ ანტერო-პოსტრიორულიდან, საშუალო და გვერდითიდან პროქსიმალური ლიგამნეტური ორიენტირისკენ.
სპორტვისის 1.2 მლ-ს ინექცია უნდა გაკეთდეს დაზიანებიდან 48 საათის განმავლობაში, ხოლო მეორე 1.2 მლ-იანი ინექცია პირველი ინექციიდან 2-3 დღის შემდეგ.
ინექცია და ნემსი ერთჯერადი გამოყენებისაა.
გვერდითი მოვლენები
მცირე არითმია, რომელმაც ნელ-ნელა უნდა გაიაროს.
უკუჩვენება
პაციენტებში, რომელთაც აქვთ ჰიპერმგრძნობელობა ნატრიუმის ჰიალურონატის მიმართ.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები:
სპორტვისი არ უნდა გაკეთდეს სისხლძარღვებში, რადგანაც ნატრიუმის ჰიალურონატს აქვს პოტენციალი ჩაკეტოს სისხლძარღვები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ემბოლია, ან ინფარქტი.
არ მოახდინოთ ინექცია რბილ ქსოვილში, თუ შესაბამსი არე ანთებულია, ინფიცირებული, ან თუ ნათელია, რომ სახეზეა კანის მწვავე, ან ქრონიკული დაავადება.
არ არსებობს სპორტვისის უსაფრთხოების მტკიცებულება ორსულობისას და ლაქტაციისას. მისი გამოყენება ორსულობისას, ან ლაქტაციისას უნდა განისაზღვროს სამედიცინო სფეროში მომუშავე პროფესიონალი პირის მიერ.
დაუშვებელია ნემსების მეორედ გამოყენება
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
სპორტვისის შეთავსებოდობა სხვა პერი-სახსროვან ინექციებთან არ არის გამოკვლეული. ამიტომ არ არის რეკომენდირებული მისი ერთდროული გამოყენება სხვა პერი-სახსროვან ინექციებთან ერთად.
შენახვის პირობები და ვადები
ტემპერატურაზე 20oC-25oC. არ გაყინოთ. დაიცავით სინათლისგან.
გამოიყენეთ მხოლოდ ერთჯერადად.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.