ფესტალი

  ფესტალი

ფესტალის ზოგადი ინფორმაცია

ფესტალი. FESTAL. საჭმლის მომნელებელი ფერმენტების შემცველი პრეპარატების ჯგუფის სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერებები – ჰემიცელულაზა + ნაღვლის კომპონენტები + პანკრეატინი. Hemicellulase + Bile components + Pancreatin. ათქ.კლასიფიკაციის კოდი – A09AA02. მწარმოებელი ქვეყანა – ინდოეთი.

ფესტალის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ფესტალი. FESTAL გამოდის დრაჟეს ფორმით.

ფესტალის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ფესტალის ფასები ფარმადეპოში
ფესტალის ფასები ავერსში
ფესტალის ფასები psp-ში
ფესტალის ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც ფესტალი, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია ფესტალის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

ფესტალის აქტიური ნივთიერებები

ჰემიცელულაზა + ნაღვლის კომპონენტები + პანკრეატინი. Hemicellulase + Bile components + Pancreatin. ჰემიცელულაზას + ნაღვლის კომპონენტებს + პანკრეატინს მიაკუთვნებენ ფერმენტების და ანტიფერმენტების ჯგუფს.

ფესტალის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • კუჭის ავსების შეგრძნება,ცხიმიანი ან ზედმეტი საკვების მიღებით გამოწვეული
  • მეტეორიზმი, ცხიმიანი ან ზედმეტი საკვების მიღებით გამოწვეული
  • საჭმლისმონელების პროცესის დარღვევა,  საღეჭი ფუნქციის მოშლასთან, აგრეთვე პაციენტის ხანგრძლივ იმობილიზაციასთან დაკავშირებული
  • კუჭქვეშა ჯირკვლის გარესეკრეტული უკმარისობა

ფესტალის საფირმო აღწერიდან

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატი მაღალი კონცენტრაციით შეიცავს საჭმლისმომნელებელ, კუჭქვეშა ჯირკვლის ფერმენტებს. იგი ხელს უწყობს ცხიმების, ცილებისა და ნახშირწყლების მონელების პროცესს, რაც იწვევს წვრილი ნაწლავიდან მათ მთლიან შეწოვას. კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადების დროს ფესტალი ხელს უწყობს ეგზოკრინული ფუნქციის უკმარისობის კომპენსაციას და უზრუნველყოფს საჭმლის მონელების პროცესის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური მდგომარეობის გაუმჯობესებას. პრეპარატს გააჩნია დამცავი გარსი, რომელიც წვრილ ნაწლავში მოხვედრამდე არ იხსნება, რითაც იცავს მასში შემავალ ფერნმენტებს კუჭის წვენის ზემოქმედებისაგან.

ჩვენებები

– კუჭის ავსების შეგრძნება ან მეტეორიზმი, რომელიც გამოწვეულია ცხიმიანი ან ზედმეტი საკვების მიღებით;

– საჭმლისმონელების პროცესის დარღვევა, რაც დაკავშირებულია საღეჭი ფუნქციის მოშლასთან, აგრეთვე პაციენტის ხანგრძლივ იმობილიზაციასთან;

– ჩანაცვლებითი თერაპიისათვის კუჭქვეშა ჯირკვლის გარესეკრეტული უკმარისობის დროს.

მიღების წესები და დოზები

პრეპარატი ინიშნება საჭმლის მიღების დროს 2-3 დრაჟეს ოდენობით. Dდრაჟე უნდა მივიღოთ მთლიანად, მცირე რაოდენობის სითხის მიყოლებით. აუცილებლობის შემთხვევაში დოზა შესაძლოა გავზარდოთ. მკურნალობის ხანგრძლივობა დგინება ინდივიდუალურად.

გვერდითი მოვლენები

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: მაღალი დოზით პრეპარატის მიღებისას იშვიათად აღინიშნება დიარეა, გულისრევა, ეპიგასტრალურ მიდამოში ტკივილი.

ალერგიული რეაქციების მხრივ: კანის სიწითლე, ცემინება, ცრემლდენა.

უკუჩვენება

– პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

– მწვავე პანკრეატიტი;

– ქრონიკული პანკრეატიტი გამწვავების ფაზაში.

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში დასაშვებია.

პაციენტებში, რომლებმაც გადაიტანეს მწვავე პანკრეატიტი, ან აღენიშნებათ ქრონიკული პანკრეატიტის გამწვავება, ფესტალის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

ჭარბი დოზირება

არ არის აღწერილი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

არ არის აღწერილი.

შენახვის პირობები და ვადები

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, გრილ, სინათლისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა – 3 წელი.