ფლუიმუცილი

ფლუიმუცილი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): აცეტილცისტეინი/acetylcysteine

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მუკოლიზური საშუალებები

შემადგენლობა
ერთი ტაბლეტი შეიცავს: აქტიური ნივთიერება – 600მგ აცეტილცისტეინი; დამხმარე ნივთიერებები: ლიმონმჟავა, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ასპარტამი, ლიმონის არომატიზატორი.
აღწერილობა: თეთრი ფერის ტაბლეტები ლიმონის სუნით.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა.
პრეპარატი წარმოადგენს მუკოლიზურ საშუალებას. იგი ათხელებს ნახველს, ზრდის მოცულობას, აადვილებს მის გამოყოფას და ამოხველების პროცესს. აცეტილცისტეინის მოქმედება დაკავშირებულია მასში შემავალი სულფჰიდრილური ჯგუფის თვისებასთან დაარღვიოს ნახველის მჟავე მუკოპოლისაქარიდების დისულფიდური კავშირები, რაც იწვევს მუკოპროტეინების დეპოლიმერიზაციას და ლორწოს სიბლანტის შემცირებას. ინარჩუნებს აქტივობას ჩირქოვანი ნახველის არსებობისას.
ამცირებს ბაქტერიების ადჰეზიას ბრონქების ლორწოვანი გარსის ეპითელურ უჯრედებზე. პრეპარატს გააჩნია ანტიოქსიდაციური მოქმედება, გამოწვეული თავისუფალი SH- ჯგუფების არსებობით. აცეტილცისტეინი ადვილად აღწევს უჯრედის შიგნით, დეაციტილირდება L – ცისტეინად, რომლისგანაც სინთეზირდება უჯრედშიდა გლუტატიონი. გლუტატიონი – მაღალრეაქტიული ტრიპეპტიდი, ძლიერი ანტიოქსიდანტი, ციტოპროტექტორი, რომელიც უკავშირდება ენდოგენურ და ეგზოგენურ თავისუფალ რადიკალებს და ტოქსინებს. აცეტილცისტეინი ზრდის გლუტატიონის სინთეზს, რაც ხელს უწყოფს მავნე ნივთიერებების დეტოქსიკასიას და მონაწილეობს უჯრედების ჟანგვა-აღდგენით პროცესებში. ამით აიხსნება აცეტილცისტეინის მოქმედება ანტიდოტის სახით, პარაცეტამოლით მოწამვლისას. იცავს ალფა1-ანტიტრიფსინს (ელასტაზის ინჰიბიტორი) ფაგოციტების მიელოპეროქსიდაზის მიერ გამოყოფილი HºCl – დამჟანგველის ინაქტივირებული მოქმედებისაგან. გარდა ამისა აცეტილცისტეინს გააჩნია ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება (ამცირებს თავისუფალი რადიკალების და აქტიური ჟანგბადშემცველი ნივთიერებების სინთეზს, რომლებიც იწვევენ ფილტვის ქსოვილის ანთებას).

ფარმაკოკინეტიკა
ფლუიმუცილი კარგად აბსორბირდება პერორალური მიღებისას, სწრაფად დეაცეტილირდება ღვიძლში. სისხლში აღინიშნება თავისუფალი და პლაზმის ცილებთან დაკავშირებული აცეტილცისტეინის და მისი მეტაბოლიტების (ცისტეინი, ცისტინი, დიაცეტილცისტეინი) ცვალებადი თანაბარდობა. აცეტილცისტეინის ბიოშეხწევადობა შეადგენს 10%. იგი აღწევს უჯრედშორის სივრცეში, უპირატესად ნაწილდება ღვიძლში, თირკმელებში, ფილტვებში, ბრონქიალურ სეკრეტში.
მაქსიმალური კონცეტრაცია პლაზმაში მიიღწევა პერორალური მიღებიდან 1-3 სთ-ს შემდეგ და შეადგენს 15 მმოლ/ლ, პლაზმის ცილებთან შეკავშირება – 50%. გამოიყოფა თირკმელების საშუალებით არააქტიური მეტაბოლიტების სახით (არაორგანული სულფატი, დიაცეტილცისტეინი), უმნიშვნელი რაოდენობა შეუცვლელი სახით გამოიყოფა ნაწლავებიდან. გადის პლაცენტარულ ბარიერს.

ჩვენებები
წებოვანი, ძნელადამოსახველებელი ნახველის სეკრეციით მიმდინარე სასუნათქი სისტემის დაავადებები: ბრონქიტი, ტრაქეიტი, ბრონქიოლიტი, პნევმონია, ბრონქოექტაზიური დაავადება, მუკოვისციდოზი, ფილტვის აფცესი, ემფიზემა, ლარინგოტრაქეიტი, ფილტვების ინტერსტიციალური დაავადება, ფილტვების ატელექტაზი.
კატარული და ჩირქოვანი ოტიტი, ჰაიმორიტი, სინუსიტი (აუმჯობესებს სეკრეტის გამოყოფას), სასუნთქი გზებიდან წებოვანი ლორწოს გამოყოფა ტრავმისშემდგომ და ოპერაციისშემდგომ პერიოდში.

მიღების წესები და დოზები
მიიღება პერორალურად. მოზრდილებში: 1 შუშხუნა ტაბლეტი 600მგ იხსნება 1/3 ჭიქა წყალში და მიიღება ერთჯერ დღეში. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა განისაზრვრება ინდივიდუალურად. მწვავე დაავადებების დროს მურნალობის კურსი შეადგენს 5 – 10 დღეს, ქრონიკული დაავადებების დროს – რამდენიმე თვის განმავლობაში (ექიმის რეკომენდაციის მიხედვით).

გვერდითი მოვლენები
იშვიათ შემთხვევაში: გულისრევა, გულძმარვა, კუჭის ავსების შეგრძნება, ღებინება, დიარეა, გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის ციება, ცხვირიდან სისხლდენა, ხმაური ყურებში. აცეტილცისტეინის მიღებისას აღწერილია ბრონქოსპაზმის, კოლაფსის, სტომატიტის, თრომბოციტების აგრეგაციის შემცირების შემთხვევებიც.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა აცეტილცისტეინის მიმართ, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების სტადიაში, ბავშვთა ასაკი 18 წლამდე, ლაქტაციის პერიოდი.

ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატი ორსულობის დროს ინიშნება იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სასარგებლო შედეგი სჭარბობს ნაყოფზე უარყოფითი მოქმედების პოტენციურ რისკს. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღების აუცილებლობის შემთხვევაში, ძუძუთი კვება წყდება.

განსაკუთრებული მითითებები
ბრონქული ასთმისა და ობსტრუქციული ბრონქიტის დროს აცეტილცისტეინი ინიშნება ბრონქიალური გამავლობის სისტემატური კონტროლის ქვეშ.
პრეპარატი შეიცავს ასპარტამს, ამიტომ არ არის მისანშეწონილი მისი მიღება ფენილკეტონურიის დროს.
აცეტილცისტეინის გახსნისას აუცილებელია შუშის ჭურჭელი, მოვარიდოთ რეზინისა და ლითონის ზედაპირსს.
სიფრთხილით ინიშნება: კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს, კუჭის ვენების ვარიკოზული გაგანიერება, სისხლიანი ნახველი, სისხლდენა ფილტვიდან, ფენილკეტონურია, ბრონქული ასთმა, თირკმელზედა ჯირკვლის დაავადება, თირკმლისა და ღვიძლის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია.

ჭარბი დოზირება
აცეტილცისტეინის მიღება დოზით 500მგ/კგ/დღეში არ იწვევს ჭარბი დოზირების სიმპტომების გამოვლენას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
აცეტილცისტეინისა და ხველის საწინააღმდეგო სხვა პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას ხველის რეფლექსის დათრგუნვის გამო შეიძლება განვითარდეს ლორწოს შეგუბება.
აცეტილცისტეინის მიღება ისეთ ანტიბიოტიკებთან, როგორიცაა ტეტრაციკლინი (დოქსოციკლინის გარდა), ამპიცილინი, ამფოტერიცინ B, შესაძლებელია მათი დაკავშირება აცეტილცისტეინის თიოლის ჯგუფთან, რაც ამცირებს ანტიბიოტიკების შეწოვას, ამიტომ ინტერვალი მათი მიღებიდან უნდა შეადგენდეს არუადრეს 2 საათისა.
აცეტილცისტეინის მიღებამ ნიტროგლიცერინთან ერთად შესაძლებელია გააძლიეროს ამ უკანასკნელის სისხლძარღვთა გამაფართოებელი და დეზაგრეგაციული მოქმედება.
აცეტილცისტეინი ამცირებს პარაციტამოლის ტოქსიურ ეფექტებს.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე,
ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა
3 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

გამოშვების ფორმა: 600მგ შუშხუნა ტაბლეტი შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად №10

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

გაფრთხილება