ჭინჭრის ფოთოლი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰემოსტაზური, სისხლის შემადედებელი საშუალება. ფიტოპრეპარატები
შემადგენლობა

ჭინჭრის ფოთოლი შეიცავს ვიტამინ C (0,1%-0,2%), კაროტინს, ვიტამინ K, მთრიმლავ ნივთიერებებს, მინერალურ მარილებს, გლიკოზიდებს, საპონინებს
ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი ხასიათდება სისხლდენის შემაჩერებელი და სისხლძარღვების შემავიწროებელი მოქმედებით
ჩვენებები

გამოიყენება ფილტვებიდან, თირკმელებიდან, საშვილოსნოდან და ნაწლავებიდან სისხლდენის შესაჩერებლად, ხელს უშლის თირკმელებში კენჭის წარმოშობას, აგრეთვე ეფექტურია შარდსადენი გზების ინფექციური დაავადებების მკურნალობის და თმის ცვენის დროს. ჭინჭარს იყენებენ ქრონიკული ვარიკოზული წყლულების და სისხლნაკლულობის შემთხვევაში. მცენარეს გააჩნია ნერვული სისტემის დამამშვიდებელი მოქმედება.
გამოშვების ფორმა: 50 გრ. მცენარე მუყაოს კოლოფში
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: ნატურფარმი,  საქართველო

გაფრთხილება