აპრიდი

აპრიდი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აპრიდის საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): სულატამიცილინი/SULTAMICILLIN

აპრიდის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიბიოტიკები (პენიცილინების ჯგუფი).


აპრიდი აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
375 და 750 მგ-იანი შემოგარსული ტაბლეტები.
აპრიდი 375
სულტამიცილინის ტოზილატი დიჰიდრატი…………..  507მგ.
რაც შეესაბამება სულტამიცილინის შემცველობას…….  375მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის სახამებლის გლკიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი, მიკოროკრისტალური ცელულოზა.
გარსის შემადგენლობა: ჰიდროქსიმეთილპროპილცელულოზა, ტიტანის დიოქსიდი, პოლიეთილენგლიკოლი.
აპრიდი 750
სულტამიცილინის ტოზილატი დიჰიდრატი…………..  1013მგ.
რაც შეესაბამება სულტამიცილინის შემცველობას…….  750მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის სახამებლის გლკიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი, მიკოროკრისტალური ცელულოზა.
გარსის შემადგენლობა: ჰიდროქსიმეთილპროპილცელულოზა, ტიტანის დიოქსიდი, პოლიეთილენგლიკოლი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფართო სპექტრის მოქმედების ანტიბაქტერიული საშუალება. წარმოადგენს ამპიცილინისა (ნახევრად სინთეზური პენიცილინი) და სულბაქტამის (ბეტა-ლაქტამაზების ინჰიბიტორები) ორმაგ ეთერს. მოქმედებს ბაქტერიციდულად, თრგუნვას რა ბაქტერიების უჯრედული კედლის სინთეზს.
სულტამიცილინი აქტიურია გრამდადებითი მიკროორგანიზმების მიმართ: Staphylococcus spp., Streptococcus spp. (მათ შორის Enterococcus); აერობული სპორების არწარმომქნელი ბაქტერიები; Listeria monocytogenes. პრეპარატი ასევე აქტიურია გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ: აერობული – Neisseria gonorrhoeae, Neisseria meningitides, Escherichia coli, Shigella spp., Salmonella spp., Bordetella pertussia, Haemophilus influenzae-ს ბაქტერიების ზოგიერთი შტამი, მათ შორის ბეტა-ლაქტამაზების წარმომქმნელი.
ფარმაკოკინეტიკა:
პერორალური მიღებისას სულთამიცილინი ჰიდროლიზდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან შეწოვის პროცესში. ამასთან ერთად სისტემურ სისხლის მიმოქცევაში ყალიბდება თანაფარდობა ამპიცილინი და სულბაქტამი 1:1. ბიოამთვისებლობა პერორალური მიღებისას შეადგენს 80%-ს ინტრავენურ შეყვანასთან შედარებით, საკვების მიღებასთან დამოუკიდებლად. სულბაქტამთან კომპლექსში მიღებისას ამპიცილინის მაქსიმალური შემცველობის სიდიდე ორჯერ უფრო დიდია, ვიდრე მხოლოდ ამპიცილინის მიღების დროს. სისხლის ცილებთან შექცევადი შეკავშირება შეადგენს 28%-ს ამპიცილინისათვის და 38%-ს სულბაქტამისათვის. ნახევრად დაშლის პერიოდი შეადგენს 0,75საათსა და 1 საათს, შესაბამისად ამპიცილინისა და სულბაქტამისათვის, ამასთან ერთად თითოეული პრეპარატის 50-75% გამოიყოფა შეუცვლელი სახით შარდთან ერთად. ხანდაზმულებში და პაციენტებში, თირკმლის დარღვეული ფუნქციით ამპიცილინისა და სულბაქტამის გამოყოფის კინეტიკა დაქვეითებულია თირკმლის უკმარისობის ხარისხის შესაბამისად.

ჩვენებები:
მიკროორგანიზმების მგრძნობიარე შტამებით გამოწვეული ინფექციების მკურნალობა:
– კანის ინფექციები;
– ლორ-ორგანოების ინფექციები;
– გინეკოლოგიური ინფექციები;
– სასუნთქი გზების ინფექციები;
– შარდ-სასქესო ორგანოების ინფექციები;
– ჩირქოვან-ქირურგიული ინფექციები (აბსცესები, ფლეგმონები, ოსტეომიელიტები და სხვ.);
– ბაქტერიული სეპტიცემია, ძვლებისა და სახსრების ინფექციები;
– გონოკოკური ინფექცია;
– ინფექციის პოსტოპერაციული პროფილაქტიკა.
ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებების გარდა, ამპიცილინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციები ასევე ექვემდებარებიან პრეპარატით მკურნალობას, მის შემადგენლობაში ამპიცილინის შემცველობის გამო. ამპიცილინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით, და პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე ბეტა-ლაქტამაზების წარმომქმნელი მიკროორგანიზმებით გამოწვეული შერეული ინფექციები არ საჭიროებენ სხვა ანტიბიოტიკის დანიშვნას.

გამოყენების მეთოდი და დოზირება:
უფროსებისათვის და ბავშვებისათვის
30 კგზე მეტი სხეულის წონით დღიური დოზა შეადგენს 375-750 მგ-ს;
ბავშვებისათვის 30 კგზე ნაკლები სხეულის წონით
– 25-50 მგ/კგ (ინფექციის სიმძიმის მიხედვით). დღიური დოზა იყოფა ორად. მკურნალობის კურსი 5-14 დღეა. გაურთულებული გონორეის მკურნალობის დროს პრეპარატი შეიძლება დაინიშნოს ერთჯერადად დოზით 2,25 გრ (პრობენეციდთან კომბინაციაში).

გვერდითი მოვლენები:
შესაძლებელია ფაღარათი, ქავილი, გამონაყარი და კანის რეაქციები; იშვიათად – გულისრევა, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, კოლიკები, ძილიანობა, სისუსტე, თავის ტკივილი, ენტეროკოლიტი და ფსევდომემბრანული კოლიტი, სუპერინფექციის განვითარება (მათ შორის სოკოვანი). აღწერილია მძიმე ანაფილაქსიური რეაქციების განვითარების შემთხვევები.

უკუჩვენებები:
პენიცილინების რიგის პრეპარატების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა. ორსულობა, ძუძუთი კვება (პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში დადგენილი არ არის).
განსაკუთრებული მითითებანი:
არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება პაციენტებში ინფექციური მონონუკლეოზით. ანამნეზში ცეფალოსპორინებზე ალერგიული რეაქციების აღნიშვნისას, მხედველობაში უნდა მივიღოთ ჯვარედინი ალერგიის განვითარების შესაძლებლობა.
თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევების დროს უნდა გაიზარდოს პრეპარატის მიღებებს შორის ინტერვალი. ხანგრძლივი მკურნალობის დროს აუცილებელია პერიფერული სისხლის სურათის, თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციების კონტროლი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
პრობენეციდთან კომბინაციური გამოყენებისას შეიძლება ხანგრძლივად გაიზარდოს ორგანიზმში ამპიცილინისა და სულბაქტამის კონცენტრაციები, ასევე თირკმლების მიერ ამპიცილინისა და სულბაქტამის გამოყოფის დონის შემცირება.
ალოპურინოლთან ერთად გამოყენებისას საგრძნობლად მატულობს კანზე გამონაყარის ალბათობა. პრეპარატის დანიშვნა არ შეიძლება ანტიბიოტიკებთან-ამინოგლიკოზიდებთან ერთად. შარდში ამპიცილინის მაღალმა კონცენტრაციებმა შეიძლება გამოიწვიოს შარდში გლუკოზის დონის განსაზღვრის ანალიზების ცრუ დადებითი რეაქციები.
ორსულ ქალებში პრეპარატის გამოყენების დროს ასევე აღწერილია შეკავშირებული ესტრიოლის, ესტრიოლ-გლუკურონიდის, შეკავშირებული ესტორნისა და ესტრადიოლის დონეების დროებითი დაქვეითება.

შენახვის პირობები:
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, 15-30ºC ტემპერატურის პირობებში.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი

გაცემის რეჟიმი: რეცეპტით.

მწარმოებელი: ნობელი, თურქეთი.

გაფრთხილება