გინკგო ბილობას ნაყენი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

გინკგო ბილობას ნაყენის საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

გინკგო ბილობას ნაყენის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ფიტოპრეპარატები


გინკგო ბილობას ნაყენი აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა

გინკგო ბილობას ფოთოლი შიცავს ფენოლურ ნაერთებს, ბიფლავონოიდებს,გინკოლიდებს, კატექინებს.
ფარმაკოლოგიური თვისებები
გინკგო ბილობას ფენოლური შენაერთები კვერცეტინის გლიკოზიდები, ბიფლავონოიდები (ბილობეტინი, გინკეტინი), გინკოლიდები (ბილობალიდი) და კატექინები აფართოებენ სისხლძარღვებს, აუმჯობესებენ სისხლის მიმოქცევას და მის რეოლოგიურ თვისებებს. გინკგო ბილობას ნაყენი ხელს უწყობს თავის ტვინის ჟანგბადითა და გლუკოზით უზრუნველყოფას, ასევე ქვედა კიდურებში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას.
ჩვენებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ცერებრალური და პერიფერიული სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებელი საშუალება.
გამოიყენება თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევის, მეხსიერების და ყურადღების დაქვეითების, თავბრუსხვევის, ქვედა კიდურებში სისხლის მიმოქცევის დარღვევის შემთხვევაში. ეფექტურია სიარულის დროს ტკივილის და კიდურებში სიცივის შეგრძნებისას.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.
გამოშვების ფორმა: 25 მლ. ხსნარი ფლაკონში მუყაოს შეფუთვით
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: ნატურფარმი, საქართველო

გაფრთხილება