დეკატილენი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტისეპტიკური საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება 1 საწუწნი ტაბლეტი შეიცავს დექვალინიუმ ქლორიდს 0.25მგ და დიბუკაინ ჰიდროქლორიდს 0.03მგ.
დამხმარე ნივთიერებებს: სორბიტოლს, ტალკს, მაგნიუმის სტეარატს, სილიციუმ დიოქსიდს კოლოიდურს,, პიტნის არომატიზატორს და პიტნის ზეთს

ფარმაკოლოგიური თვისებები
დეკატილენს ახასიათებს ანტიბაქტერიული, სოკოს საწინააღმდეგო და ანთების საწინაარმდეგო მოქმედება.როგორც ბაქტერიციდული და ფუნგისტატური აგენტი დექვალინიუმ ქლორიდი მოქმედებს მიკროორგანიზმებზე, რომლებიც იწვევენ პირის ღრუსა და ყელის შერეულ ინფექციურ ანთებას. ამ ადგილობრივი ქიმიოთერაპიული საშუალების აქტიურობის სპექტრი ძალზე ფართოა და მოიცავს გრამ- დადებითი და გრამ-უარყოფითი მიკროორგანიზმების უმეტესობას, აგრეთვე სოკოებს და სპიროქეტებს.
დიბუკაინის ჰიდროქლორიდს გააჩნია სუსტი ანესთეზიური ეფექტი, ამცირებს ტკივილს პირის ღრუსა და ყელში ინფექციების დროს.
დექვალინიუმის ქლორიდის მიმართ რეზისტენტული მიკროორგანიზმები ცნობილი არ არის.
რადგან დეკატილენი არ შეიცავს შაქარს იგი გამოიყენება შაქრიანი დიაბეტით აავადებულებშიც.
არ იწვევს კარიესის გაჩენას.
მთავარი აქტიური ინგრედიენტი აბსორბირდება უმნიშვნელო რაოდენობით.
ჩვენებები
პირის ღრუსა და ყელის მწვავე ანთებითი დაავადებები, გინგივიტი, წყლულოვანი სტომატიტი, აფტოზური სტომატიტი, ტონზილიტი, ლარინგიტი და ფარინგიტი. ასევე პირის ღრუსა და ყელის შერეული ინფექციები.
რეკომენდებულია ტონზილექტომიისა და კბილის ამოღების შემდგომ პერიოდში, აგრეთვე პირის ღრუში უსიამოვნო სუნის დროსაც.
მიღების წესები და დოზები
მოზრდილებსა და 12 წლის ზემოთ ასაკის ბავსვებში ინიშნება თითო ტაბლეტი ყოველ 2 საათში. ანთების ნიშნების შემცირების შემდეგ კი – თითო ტაბლეტს 4 საათში ერთხელ.
ბავშვებში 4 წლის ასაკის ზემოთ ნიშნავენ 1 ტაბლეტს 3 საათში ერთხელ, ხოლო ანთების ნიშნების შემცირების შემდეგ კი – თითო ტაბლეტს 4 საათში ერთხელ.
ტაბლეტები უნდა გაიწუწნოს ნელა დაღეჭვის გარეშე. მაქსიმალური დღიური დოზა მოზრდილებსა და ბავშვებში მწვავე პერიოდში შეადგენს 10-12 ტაბლეტს, ხოლო მწვავე სიმპტომების გაქრობის დღიდან 6 ტაბლეტს დღეში.
დეკატილენის მიღების ხანგრძლივობა: რეკომენდებულია მისი მიღება დაავადების სიმპტომების სრულ გაქრობამდე. თუ მდგომარეობა არ უმჯობესდება 5 დღის მანძილზე აუცილებელია ექიმის კონსულტაცია მკურნალობის ტაქტიკის გადასახედად.
გვერდითი მოვლენები
ზოგჯერ დექვალინიუმის მიღების შემდეგ აღინიშნება ზემგრძნობელობა. რაიმე უჩვეულო რეაქციის შემჩნევისას შემდგომი მკურნალობის ტაქტიკის გადასაწყვეტად აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე შემადგენელის მიმართ. პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ამონიუმის მეოთხეული ნაერთების (მაგ. ბენზალკონიუმის ქლორიდი) მიმართ ალერგიის დროს.

განსაკუთრებული გაფრთხილებები
გამოყენება ორსულებსა და მეძუძურ ქალებში: დასაბუთებული გამოკვლევები არ ჩატარებულა. პრეპარატის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ექიმის დანიშნულენით, როდესაც
პრეპარატის გამოყენებით მოსალოდნელი ეფექტი ჭარმომს ბავშვზე ზემოქმედების რისკს.
ბავშვები – მოცემული ფორმის მედიკამენტს არ ნიშნავენ 4 წლამდე ბავშვებში.
ჭარბი დოზირება
ცნობები არ არის
სხვა
წამლებთან ურთიერთქმედება
ანიონურ დეტერგენტებთან (მაგ. კბილის პასტებთან) ერთდროული გამოყენებისას ანტიბაქტერიული ეფექტი სუსტდება
შენახვის პირობები და ვადები
3 წელი. არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. შეინახეთ მშრალ ადგილზე 25 გრადუსამდე ტემპერატურაზე.
გამოშვების ფორმა: 0.25მგ/0.03მგ საწუწნი აბი #20
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი კომპანია: ტევა, უკრაინა

გაფრთხილება