დეპაკინი ქრონო

დეპაკინი ქრონო

დეპაკინი ქრონოს ზოგადი ინფორმაცია

დეპაკინი ქრონო. DEPAKINE CHRONO. ანტიეპილეფსიური სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – ვალპროის მჟავა. Valproic acid. ათქ.კლასიფიკაციის კოდი – N03AG01. მწარმოებელი ფირმა – Sanofi Aventis (საფრანგეთი).


დეპაკინი ქრონო აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


დეპაკინი ქრონოს შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

დეპაკინი ქრონო. DEPAKINE CHRONO გამოდის 300 მგ და 500 მგ შემოგარსული ტაბლეტის  ფორმით.

დეპაკინ ქრონოს ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

დეპაკინ ქრონოს ფასები ფარმადეპოში
დეპაკინ ქრონოს ფასები ავერსში
დეპაკინ ქრონოს ფასები psp-ში
დეპაკინ ქრონოს ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც დეპაკინი ქრონო , იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია დეპაკინ ქრონოს  ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ   mpifarm@gmail.com

დეპაკინი ქრონოს აქტიური ნივთიერება

ვალპროის მჟავა.Valproic acid. ქიმიური დასახელება – 2-პროპილვალერიანის მჟავა (და კალციუმის,მაგნიუმის ან ნატრიუმის მარილის სახით). ბრუტო–ფორმულა: C8H16O2. ვალპროის მჟავას მიაკუთვნებენ ნორმოტიმიკების და  ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებების ჯგუფებს. CAS-კოდი:99-66-1.

დეპაკინი ქრონოს სინონიმები

დეპაკინი 300 ენტერიკი (DEPAKINE 300 ENTERIC, Sanofi Aventis, საფრანგეთი), დეპაკინი სიროფი (DEPAKINE SYRUP, Sanofi Aventis, საფრანგეთი).

დეპაკინი ქრონოს გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ეპილეფსია სხვადასხვა ტიპის
  • ბიპოლარული აფექტური მოშლილობა
  • მანიაკალური სინდრომი

დეპაკინი ქრონოს საფირმო აღწერიდან

ფარმაკოლოგიური თვისებები
დეპაკინ ქრონო მიეკუთვნება სამკურნალო პრეპარატთა იმ ჯგუფს, რომელიც ცნობილია როგორც ანტიკონვულსანტები ან ანტიეპილეფსიური საშუალებები
ჩვენებები
დეპაკინ ქრონო გამოიყენება სხვადასხვა ტიპის ეპილეფსიის სამკურნალოდ ბავშვებსა და მოზრდილებში ბიპილარული აფექტური მოშლილობისას, მანიაკალური სინდრომის პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის.
მიღების წესები და დოზები
პრეპარატი საჭიროა მიღებულ იქნეს თქვენი მკურნალი ექიმის რეკომენდაციების მიხედვით, ჩვეულებრივ საწყის დოზას შეადგენს 10-15 მგ/კგ ავადმყოფის მდგომარეობის შესაბამისად. პრეპარატზე რეაქციის გათვალისწინებით დოზა შეიძლება იყოს გაზრდილი ან შემცირებული. პრეპარატის მიღება შეიძლება დღეში ერთხელ, ის ეძლევა ბავშვებს, თუ მათ შეუძლიათ მიიღონ ის ასეთი ფორმით (გაითვალისწინეთ დოზირება და 500 მგ დეპაკინი ქრონოს ტაბლეტების ზომები, რადგან ისინი ძირითადად განკუთვნილია მოზრდილებისა და ბავშვებისათვის რომელთა წონა მეტია 17 კგ-ზე)
გვერდითი მოვლენები
– პრეპარატის მიღების დროს ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნებოდა შემდეგი გვერდითი ეფექტები:
– გულისრევა ან ტკივილები მუცელში (მკურნალობის დაწყების დროს)
– მადის და წონის მომატება
– მენსტრუალური დაღრვევები
– კანის რეაქციები, თმის ცვენა
– ხელების მსუბუქი კანკალი, ძილიანობა
– ღვიძლის ან პანკრესასის ფუნქციის დარღვევა
– სისხლის შედედების დარღვევა
– სმენის დაკარგვა ან თირკმლის ფუნქციის დროებითი დარღვევა
– ამ გვერდითი ეფექტების განოვლენისთანავე დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
– ღვიძლის (სიყვითლე) ან თირკმელების ფუნქციის დარღვევა
– საჭმლის მონელების მოშლა (მადის დაკარგვა, გულრევა, განმეორებითი ღებინებით, ტკივილი მუცელში და კუჭში)
– ნერვული მოშლილობა აზროვნების არევით ან განმეორებითი გულყრების
– კანის რეაქციები
– სხვა გვერდითი ეფექტების გამოვლენისას ასევე საჭიროა ექიმის ინფორმირება მათ შესახებ
უკუჩვენება
– დეპაკინი ქრონოს მიიღება დაუშვებელია შემდეგ შემთხვევებში:
– პეპატიტი (სიყვითლე)
– თუ კი თქვენ ან თქვენს უახლოეს ნათესავებს წარსულში ჰქონდათ მწვავე ჰეპატიტი, განსაკუთრებით კი, თუ იგი გამოწვეული იყო სამკურნალო საშუალებების გამოყენებით
– ნატრიუმის ვალპროატის გამოყენებისას ალერგიული რეაქციები:
– თირკმლისმიერი პორფირია
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა: თუ კი თქვენ ორსულად ბრძანდებით ან შეიძლება დაორსულდეთ დეპაკინი ქრონოს მიღების პერიოდში, აუცილებელია ამის შესახებ შეატყობინოთ ექიმს. იგი შეძლებს ორსულობის დაწყებისთანავე (პირველი ტრიმესტრი) თქვენი მდგომარეობისა და მკურნალობის გათვალისწენებით, დააწესოს შესაბამისი კონტროლი.
ძუძუთი კვება: აუცილებელია ექიმისგან კონსულტაციის მიღება, თუ კი თქვენ გსურთ ჩვილის ძუძუთი კვება.
განსაკუთრებული მითითებები
დეპაკინი ქრონოს გამოყენებამ შეიძლება გააუარესოს ზოგიერთი მდგომარეობა:
დაღლილობის, ძილიანობის, მადის დაკარგვის, ღვიძლის ან თირკმელების პრობლემების, განმეორებითი ღებინების, გულისრევის, მუცელში ტკივილის ან გულყრის განმეორების შემთხვევებში, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ექიმს, განსაკუთრებით თუ ეს ეხება ბავშვს, მკურნალობის პირველი ექვსი თვის განმავლობაში. თქვენ უნდა აცნობოთ ექიმს წარსულში ან ამჟამად გადატანილ ყველა დაავადების შესახებ.
საქმის კურსში ჩააყენეთ ექიმი, თუ კი თქვენ (ან რომელიმე თქვენი უახლოესი ნათესავს) აღენიშნებოდა მომატებულ გრძნობელობა მედიკამენტების მიმართ, განსაკუთრებით სალიცილის მჟავას (ასპირინის) წარმოებულების მიმართ. ექიმს შეუძლია დანიშნოს სისხლში ვალპროატის კონცენტრაციის დონის, ღვიძლის ფუნქციის (განსაკუთრებით მკურნალობის პირველი ექვსი თვის განმავლობაში) და სისხლის ანალიზის მუდმივი კონტროლი.
ჭარბი დოზირება
თუ კი თქვენ შემთხვევით გამოგრჩათ პრეპარატის მიღება, ჩვეულებრივ მიიღეთ შემდეგი დოზა. მიზანშეწონილი არ არის 2 ტაბლეტის ზედიზედ მიღება, გამოტოვებული დოზის აღდგენის მიზნით.
შემთხვევით პრეპარატის მაღალი დოზის მიღებისას ან ბავშვის მიერ ტაბლეტების დიდი რაოდენობის მიღებისას, აუცილებელია მიმართოთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
– მკურნალობის პერიოდში ნებისმიერი წამლის მიღების შესახებ აცნობეთ ექიმს. მათ შორის ურეცეპტოდ გაცემულზე. აუცილებლად შეიატყობინეთ თქვენი ექიმი თუ კი ამჟამად იღებთ ზოგიერთ წამლებს:
– ნეიროლეფსიურებს, ანტიდეპრესანტებს, ანქსიოლოტებს (ბენზოდიაზეპინები) ანტიკონვულსანტებს (ფენობარბიტალი, ფენიტიონი, პრიმიდონი, ლამოტრიდჟინი, კარბამაზეპინი).
– ზიდოვუდინს
– სალიცილის მჟავას (ასპირინი)
– მალარიის საწინააღმდეგო საშუალებების (მეფლოქინი) ან ანტიბიოტიკებს (ერითრომიცინი, ნეიროპენი, პანიპენი).
– ციმეტიდინს
– ანტიკოაგულანტების რომლებიც მოქმედებენ K ვიტამინის ფაქტორზე
– თქვენი ექიმი განსაზღვრავს ამ პრეპარატის მიღების ან მკაცრი კონტროლის აუცილებლობას და მკურნალობის რეჟიმისა და დოზის შეცვლის შესაძლებლობას.
გავლენა ავტომანქანის მართვის უნარზე და იმ საქმიანობაზე, რომელიც მოითხოვს მაქსიმალურ ყურადღებას:
მცირეა დეპაკინ ქრონოს გავლენის ალბათობა ავტომანქანის მართვის უნარზე და იმ სამუშაოს შესრულებაზე, რომელიც მოითხოვს ზედმეტ ყურადღებას. თუმცა მკურნალობისას შეიძლება გამოვლინდეს ძილიანობის შეგრძნება, განსაკუთრებით, თუ კი თქვენ იღებთ ანტიკონვულსანტებს ბენზოდიაზეპინებთან ერთად. თუ პრეპარატის მიღების შემდეგ თქვენ იგრძნობთ ძილიანობას არ უნდა მართოდ ავტომანქანა ან შეასრულოთ სამუშაო, რომელიც მოითხოვს მომატებულ ყურადღებას.
შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატის მიღება დაუშვებელია შეფუთვაზე ან ფლაკონზე მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ.
ინახება ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
პრეპარატი ინახება მშრალ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე (25°C-მდე) დამცავ შეფუთვაში
ტაბლეტები კონტეინერიდან წინასწარ არ ამოიღოთ.
აფთიაქში გაცემის წესი
რეცეპტით