ელოქსატინი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ოქსალიპლატინი/OXALIPLATIN
აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
:
სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალება; მაალკირებელი ნაერთი
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად: ფლაკონში 10 მლ
1 მლ 1 ფლ.
ოქსალიპლატინი……………………..    5 მგ 50 მგ
კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად: ფლაკონში 20 მლ
1 მლ 1 ფლ.
ოქსალიპლატინი …………………..    5 მგ 100 მგ

მიღების წესი და დოზირება:
დოზას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი. მითითებისამებრ, რეკომენდებული დოზა არის 85 მგ/მ2 სხეულის ზედაპირზე ყოველ ორ კვირაში. თუ მიგაჩნიათ, რომ ელოქსატინის 5მგ/მლ, კონცენტრატის საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად, ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ჩვეულებრივ, ამ მედიკამენტის შეყვანა ხდება ინტრავენური ინფუზიის გზით 2-დან 6 საათის განმავლობაში.
ამას განსაზღვრავს ექიმი. როგორც ზემოთ იყო მითითებული, წამლის მიღება შესაძლებელია განმეორდეს ყოველ ორ კვირაში ერთხელ.
გვერდითი მოვლენები:
სხვა წამლების მსგავსად, ელოქსატინის (5 მგ/მლ, კონცენტრატს საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად) გამოყენებას შესაძლებელია ახლდეს გვერდითი მოვლენები.
– ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენაა გულისრევა, პირღებინება, დიარეა (რამაც უარეს შემთხვევაში შესაძლებელია გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის მოშლა, მეტაბოლური აციდოზი (მჟავიანობის ზრდა სისხლში) და კუჭ-ნაწლავის მხრივ სერიოზული გართულებები), წყლულები პირის ღრუში, მადის დაკარგვა, ასევე კიდურების მგრძნობელობის შეცვლა, რაც შეიძლება გამოიწვიოს ან გააუარესოს გაცივებამ. თუ შენიშნავთ ხელებში ან ფეხებში ჩხვლეტის შეგრძნებას ან ტკივილს ან მოძრაობის გაძნელებას, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. ასევე შეატყობინეთ მას პირის ღრუში ან ყელში სპაზმის შეგრძნების ან მგრძნობელობის დარღვევის შემთხვევაშიც.
– სხვა გვერდითი მოვლენა შესაძლებელია გამოიწვიოს სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირებამ. სავარაუდოდ ეს იწვევს ანემიას (სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის დაქვეითება), პათოლოგიურ სისხლდენას ან სისხლჩაქცევებს (თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება) ან ინფექციებს, რაც ზოგ შემთხვევაში მწვავე ხასიათისაა (სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის დაქვეითება). ასეთ შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
ოქსალიპლატინით მკურნალობის დროს აუცილებელია სისხლის სრული შემადგენლობის კონტროლი.
– ვენის გარეთ შემთხვევითმა ინექციამ შესაძლებელია გამოიწვიოს ანთება ან ლოკალური ტკივილი.
– მკურნალობის დროს, ჩვეულებისამებრ, ადგილი აქვთ შემდეგი სახის გვერდით მოვლენებს: სიცხე, დაღლილობა, წონის მომატება, თავის ტკივილები, აბდომინალური და ზურგის ტკივილები, ხველება, თმის ცვენა, კანის სტრუქტურის მოშლა, მადის ცვალებადობა, ყაბზობა, ასევე ალერგიული რეაქციები (როგორიცაა კანის აქერცვლა, კონიუნქტივიტი, რინიტი, სისუსტის შეგრძნება, სისხლის წნევის დაცემა და სუნთქვის გაძნელება). შესაძლებელია შეიცვალოს ზოგიერთი ბიოქიმიური პარამეტრი (ღვიძლის პარამეტრები, შაქრის, მარილის და კალციუმის დონე სისხლში).
– ჩვეულებრივ აღწერილია შემდეგი სახის გვერდითი მოვლენები: წამოხურება, ტკივილი გულ-მკერდის არეში, სისუსტე, რინიტი, სასუნთქი გზების ინფექციები, წონის დაკარგვა, კისრის გაშეშება, საჭმლის მონელების დარღვევები, კუჭის და საყლაპავი მილის რეფლუქსი, სლოკინი, გაუწყლოება, სახსრების ტკივილი, სისხლის შედედების ფუნქციის დარღვევა, დეპრესია, უძილობა, დანამატების დარღვევები, შარდის გამოყოფის მოშლა და მხედველობის დარღვევა.
– უფრო ნაკლებად იქნა დაფიქსირებული ნევროზის შემთხვევები და იშვიათად – მხედველობის დაქვეითება (რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ექიმს), მხედველობის ნერვის ანთება, სმენის დაქვეითება, სიყრუე, მეტყველების დარღვევა და ფილტვების ფუნქციათა მოშლა.
ოქსალიპლატინით მკურნალობის განმავლობაში თუ შენიშნავთ ცვლილებას თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობაში ან თავს შეუძლოთ იგრძნობთ, დაუყოვნებლივ შეატყობინეთ ექიმს ამის თაობაზე.
მოახსენეთ ექიმს ან ფარმაცევტს რაიმე გვერდითი ან არასასიამოვნო მოვლენის შემთხვევაში, რაც არაა აღწერილი ამ ბროშურაში.
ორსულობა და ლაქტაცია:
ოქსალიპლატინის გამოყენება არაა რეკომენდებული ორსულობისას. თუ ორსულობის რისკის წინაშე ხართ, უნდა მიმართოთ კონტრაცეფციის მეთოდს. თუ კონტრაცეპტიული ზომების მიუხედავად, მაინც დაორსულდით, დაუყოვნებლივ შეატყობინეთ ექიმს.
ძუძუთი კვება უკუნაჩვენებია ოქსალიპლატინის მიღების დროს.
მედიკამენტის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
განსაკუთრებული მითითებები:
– თქვენმა დაავადებამ და მისმა მკურნალობამ შესაძლებელია გამოიწვიოს სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება. საჭიროა სისხლის ანალიზის ჩატარება რეგულარულად. ამ ანალიზს არსებითი მნიშვნელობა ენიჭება თქვენს დაავადებაზე სამეთვალყურეოდ.
– პერიფერიული ნერვული სისტემის მოშლის ნიშნები თან ერთვის ამ მედიკამენტის მიღებას, განსაკუთრებით კი გაცივების შემთხვევაში (მაგალითად, ტემპერატურის მკვეთრი ცვლილების დროს). ეს დარღვევა, ჩვეულებისამებრ, თანდათან მცირდება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. ასევე, მკურნალობის დროს ან წამლის გამოყენების შემდეგ რამდენიმე საათის განმავლობაში შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს პერიორალური მიდამოებისა და ხორხის სენსორულ აშლილობას, რაც ყოველთვის მცირდება ყოველგვარი გართულების გარეშე. ეს შეიძლება აგრეთვე გამოიწვიოს გაცივებამ (მაგალითად, ცივი სასმელების მიღებამ). ამიტომ, მიმართეთ თქვენს ექიმს ხელების, ფეხებისა და ყელის მიდამოებში ჩხვლეტის, ტკივილის შეგრძნების ან მოძრაობის გაძნელების შემთხვევაში.
– მკურნალობის დროს შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს ალერგიულ რეაქციებს. თუ თქვენ ალერგიული ხართ სხვა მედიკამენტების მიმართ, შეატყობინეთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს.
– შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს ლოკალიზებულ ანთებას ან ტკივილს შემთხვევით ვენის გარეთ ინექციის დროს: ინექცია უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ და ჩატარდეს ადგილობრივი მკურნალობა.
გამაფრთხილებელი ზომები წამლის გამოყენების დროს:
– არ შეიძლება ოქსალიპლატინის გამოყენება ფეხმძიმე ქალების მიერ.
– გულისრევისა და პირღებინების თავიდან ასაცილებლად, ექიმმა უნდა დაგინიშნოთ შესაბამისი წამალი.
ეჭვის შემთხვევაში, უყოყმანოდ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისათვის.

ჭარბი დოზირება:
ელოქსატინი 5 მგ/მლ, კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად- წამლის ზედმეტი დოზით გამოყენების შემთხვევაში, თქვენმა ექიმმა უნდა შეწყვიტოს მკურნალობა და განახორციელოს დაკვირვება, ასევე სავარაუდო სიმპტომების მკურნალობა. მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
გთხოვთ, შეატყობინოთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ახლახან დაასრულეთ სხვა მედიკამენტის მიღება, იმ შემთხვევაშიც კი თუ მედიკამენტს იღებდით ექიმის დანიშნულების გარეშე.

შენახვის პირობები და ვადები:
თავდაპირველი შეფუთვისას: განზავებამდე წამალი უნდა ინახებოდეს 30°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, ისე რომ მუყაოს შეფუთვით დაცული იყოს სინათლისაგან. არ გაყინოთ.
5%-იან დექსტროზის ხსნარში განზავების შემდეგ, განზავებული ხსნარის ფიზიკოქიმიური სტაბილურობა 24 საათის განმავლობაში უნდა უჩვენებდეს +2°C-დან +8°C-ს ან 6 საათის განმავლობაში +25°C
ამგვარად, მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, საინექციო პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ.
თუ არ მოხდა მისი გამოყენება დაუყოვნებლივ, მაშინ პრეპარატის განზავებამდე და გამოყენების შემდეგ მისი შენახვის პირობებსა და ხანგრძლივობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს და არ უნდა აჭარბებდეს 24 საათს +2°C დან +8°C-მდე, გარდა იმ შემთხვევისა თუ განზავება განხორციელდა კონტროლის ქვეშ და დამტკიცებულ ასეპტიკურ პირობებში. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი
მწარმოებელი: SANOFI AVENTIS

გაფრთხილება