თავშავას ბალახი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ფიტოპრეპარატები. ნაღვლმდენი, დიურეზული და ამოსახველებელი საშუალება.
შემადგენლობა
თავშავას ბალახი შეიცავს ეთეროვან ზეთებს, ფენოლებს, თიმოლს, გერანილაცეტატს, კარვაკროლს და სხვა არომატულ შენაერთებს, აგრეთვე ცხიმოვან ზეთებს, ასკორბინის მჟავას და მთრიმლავ ნივთიერებებს.
ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი აძლიერებს ნაწლავის პერისტალტიკას და ტონუსს, ზრდის კუჭის წვენის სეკრეციას. იგი საშვილოსნოს გლუვი მუსკულატურის შეკუმშვაზე ახდენს მატონიზირებელ მოქმედებას. თავშავას ბალახს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული და ტკივილგამაყუჩებელი თვისებები. რეკომენდირებულია, როგორც ნაღვლმდენი, დიურეზული და ამოსახველებელი საშუალება, გააჩნია გამოხატული სედაციური მოქმედება.
ჩვენებები
როგორც ცალკე, ასევე სხვა მცენარეებთან ან კომპლექსურ პრეპარატებთან ერთად ინიშნება მადის გასაძლიერებლად, აგრეთვე საჭმლისმონელების გასაუმჯობესებლად, განსაკუთრებით ეფექტურია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სეკრეტორული უკმარისობის, ნაღვლმდენი გზების დისკინეზიის და ქოლეცისტიტის, მეტეორიზმის და ყაბზობის თანმხლები ენტეროკოლიტის სამკურნალოდ. თავშავა ინიშნება მწვავე ქრონიკული ბრონქიტის დროს როგორც ამოსახველებელი საშუალება, აგრეთვე ანგინის, ქრონიკული ტონზილიტის და გინგივიტების შემთხვევაში. ნაყენი რეკომენდირებულია როგორც სედაციური და კრუნჩხვების სამკურნალო საშუალება. გამოიყენება აგრეთვე გარეგანად კომპრესის სახით კანის ჩირქოვანი დაავადებების და დიათეზის დროს
გამოშვების ფორმა: 50 გრ. მცენარე მუყაოს კოლოფში
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი კომპანია: ნატურფარმი, საქართველო

გაფრთხილება