მარიმერი

მარიმერი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ზღვის წყლის ხსნარი/ sea water

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:  რინიტისა და სინუსიტის დროს გამოსაყენებელი საშუალება
მარიმერი არის ბუნებრივი პროდუქტი და წარმოადგენს ფიზიოლოგიურ, სტერილურ და მიკროდიფუზირებულ ზღვის წყლის ხსნარს. ის ბუნებრივად მდიდარია მინერალური მარილებითა და ზღვის მიკროელემენტებით. მარიმერი რეკომენდებულია ჩვილების, ბავშვებისა და მოზრდილებისათვის ნაზალური არხების ყოველდღიური გაწმენდისათვის, განსაკუთრებით ცხვირის გამოშრობისას და გაჭედვისას.

მარიმერის მიკროდიფუზიური სისტემა უზრუნველყოფს ნაზალური სეკრეციების გაშრობას. დამცავი საწვეთურის წყალობით შესაძლებელია პროდუქტის უსაფრთხოდ გამოყენება ახალშობილებში. მარიმერის მიღება ნებისმიერ მდგომარეობაში არის შესაძლებელი.

ცხვირის ჰიგიენის სათანადოდ დაცვა ხელს უწყობს ლორწოვანი გარსის დაცვას გარე ფაქტორების ზემოქმედებისაგან (როგორიცაა მაგ. ცივი ამინდი, ალერგია, მშრალი ჰაერი, დაბინძურება) და ცხვირი საშუალებით ნორმალურ სუნთქვას.

შემადგენლობა
100%-ით გაზავებული სტერილური და იზოტონური ზღვის წყალი.

ჩვენებები
მარიმერის გამოყენება რეკომენდებულია მთელი ოჯახისათვის შემდეგი მიზნებისათვის:
          ნაზალური არხების ყოველდღიური ჰიგიენისათვის
          ცხვირის გამომშრალი ლორწოვანი გარსის დატენიანებისათვის
          ცხვირ-ყურ-ხახის ინფექციების მკურნალობისას დამატებითი საშუალების სახით.

დოზირება
1 შესხურება თითოეულ ნესტოში დღეში 1-4-ჯერ, საჭიროების მიხედვით. მარიმერის გამოყენება შეიძლება ყოველ დღე ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

გამოყენების წესი
          მოათავსეთ საწვეთური ნესტოში.
          გადაწიეთ თავი გვერდზე და შეისხურეთ მარიმერი ნესტოში.
          იგივე გაიმეორეთ მეორე ნესტოში.
          თავი უკან გადაწიეთ, რათა მოხდეს ლორწოვანი ნივთიერების გარეთ გამოდევნა, რის შემდეგაც დარჩენილი ჭარბი ხსნარი მოწმენდილი უნდა იყოს.

ჰერმეტული ქილა უნდა ინახებოდეს მზის სინათლისაგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 500ჩ-ზე. ქილის გახვრეტა ან ცეცხლში გადაგდება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის ცარიელია, არ შეიძლება.
პროდუქტი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
პროდუქტი არ გამოიყენება ქილაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

მწარმოებელი: Laboratories GILBERT, საფრანგეთი

გამოშვების ფორმა: აეროზოლი 100მლ ფლაკონი # 1

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

გაფრთხილება