მარიმერ უნიდოზი

  მარიმერ უნიდოზი

მარიმერ უნიდოზის ზოგადი ინფორმაცია

მარიმერ უნიდოზი. MARIMER UNIDOSE. რინიტისა და სინუსიტის დროს გამოსაყენებელი სამკურნალო საშუალება. ათქ.კლასიფიკაციის კოდი – R01AX10. მწარმოებელი ფირმა – Laboratories GILBERT 14204 Herouville-Saint-Clair (საფრანგეთი). მარიმერ უნიდოზის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

მარიმერ უნიდოზი. MARIMER UNIDOSEგამოდის ცხვირის წვეთების (5მლ ფლაკონში) ფორმით. 1 ფლაკონი შეიცავს ზღვის წყალს, გასუფთავებული წყალს, 0.9%-იანი ნატრიუმის ქლორიდს. პროდუქტი არ შეიცავს კონსერვანტებს.

მარიმერ უნიდოზის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

მარიმერ უნიდოზის ფასები ფარმადეპოში
მარიმერ უნიდოზის ფასები ავერსში
მარიმერ უნიდოზის ფასები psp-ში
მარიმერ უნიდოზის ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც მარიმერ უნიდოზი, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია მარიმერ უნიდოზის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

მარიმერ უნიდოზის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ჰიგიენა ნაზალური არხების ყოველდღიური
  • ნაზალური არხების გაჭედვა
  • ცხვირ-ყურ-ხახის ინფექციები

პრეპარატის საფირმო აღწერიდან

ჩვენებები მარიმერის ერთჯერადი გამოყენებისათვის განკუთვნილი პროდუქტი რეკომენდებულია მცირეწლოვან ბავშვებში ცხვირში ჩასაწვეთებლად ან გასაწმენად შემდეგი მიზნებისათვის: – ნაზალური არხების ყოველდღიური ჰიგიენისათვის – ნაზალური არხების გაჭედვისას, ლორწოს გამოდევნის სტიმულირებისათვის – ცხვირ-ყურ-ხახის ინფექციების მკურნალობისას დამატებითი საშუალების სახით. მიღების წესები და დოზები სტერილური ზღვის წყლის ხსნარი – ცხვირის ყოველდღიური ჰიგიენისათვის მარიმერი არის ბუნებრივი პროდუქტი და წარმოადგენს ფიზიოლოგიურ, სტერილურ ზღვის წყლის ხსნარს. ის ბუნებრივად მდიდარია მინერალური მარილებითა და ზღვის მიკროელემენტებით. მარიმერი რეკომენდებულია ჩვილების, ბავშვებისა და მოზრდილებისათვის ნაზალური არხების ყოველდღიური გაწმენდისათვის, განსაკუთრებით ცხვირის გამოშრობისას და გაჭედვისას. ცხვირის ჰიგიენის სათანადოდ დაცვა ხელს უწყობს ლორწოვანი გარსის დაცვას გარე ფაქტორების ზემოქმედებისაგან (როგორიცაა მაგ. ცივი ამინდი, ალერგია, მშრალი ჰაერი, დაბინძურება…) და ცხვირის საშულებით ნორმალურ სუნთქვას. მოცემული პროდუქტის გამოყენებისას ჰიგიენის სათანადოდ დაცვის უზრუნველსაყოფად შექმნილია ერთდოზიანი პროდუქტი ერთჯერადი მოხმარებისათვის. გამოყენების წესი ერთდოზიანი შეფუთვა უზრუნველყოფს პროდუქტის მარტივ და უსაფრთხო გამოყენებას. ამოიღეთ ფლაკონი შეფუთვიდან და მოხსენით თავსახური. ფლაკონის წვერი შეიძლება გამოყენებული იყოს თავსახურად. ხსნარის გამოყენებისას ისარგებლეთ შედეგი მითითებებით: – თავდაპირველად უნდა მოხდეს ცხვირის კარგად მოწმენდა – ჩვილები უნდა მოვათავსოთ მწოლიარე მდგომარეობაში, ბავშვები კი მჯდომარე ან მდგომარე პოზიციაში თავის გვერდზე გადაწევით. – ფლაკონის წვერი მოათავსეთ ნესტოში და მსუბუქად დააწექით. – იგივე გაიმეორეთ მეორე ნესტოში. – თავი უნდა აიწიოს ზემოთ, რათა ლორწო გამოიდევნოს, ხოლო ჭარბი სითხე მოწმენდილი უნდა იყოს. – პროდუქტის მოქმედების გახანგრძლივების მზინით, პროდუქტის მიღებისთანავე ცხვირის მოწმენდა არ უნდა მოხდეს. დოზირება ყოველდღიური ჰიგიენისათვის: თითოეულ ნესტოში დღეში 1-4-ჯერ შესხურება. ნაზალური არხების გაჭედვისას: თითოეულ ნესტოში დღეში 4-6-ჯერ, საჭიროების მიხედვით, სხვა ადგილობრივი თერაპიის გამოყენებამდე. განსაკუთრებული მითითებები – ჩვილებში შუა ყურის დაინფიცირების რისკის თავიდან ასაცილებლად, პროდუქტის ჩაწვეთება უნდა მოხდეს მინიმალური ზეწოლით. – პროდუქტი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. გაფრთხილებები – სტერილური ერთდოზიანი შეფუთვა ერთჯერადი მოხმარებისაა. – გახსნილი ან დაზიანებული პროდუქტის გამოყენება არ შეიძლება. შენახვის პირობები და ვადები – ინახება ოთახის ტემპერატურის პირობებში (15-30 C-ზე). – პროდუქტი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.