ნაზივინი

ნაზივინი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება)ოქსიმეტაზოლინი/ OXYMETAZOLINE

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფიალფა2-ადრენომიმეტური საშუალება. სისხლძარღვთა შემავიწროვებელი საშუალება ადგილობრივი გამოყენებისთვის ოტორინოლარინგოლოგიაში.

ათქ კოდი: R01AA05.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ხსნარი-წვეთები 0.01%: მინის ფლაკონში 5 მლ, დოზირებული პიპეტით.
1 მლ
ოქსიმეტაზოლინის ჰიდროქლორიდი………………        100 მკგ
ხსნარი-წვეთები 0.025%: მინის ფლაკონში 10 მლ, დოზირებული პიპეტით.
1 მლ
ოქსიმეტაზოლინის ჰიდროქლორიდი……………….       250 მკგ
ხსნარი-წვეთები 0.05%: მინის ფლაკონში 10 მლ, დოზირებული პიპეტით.
1 მლ
ოქსიმეტაზოლინის ჰიდროქლორიდი……………    500 მკგ
ნაზალური
სპრეი 0.05%: ფლაკონში 10 მლ
1 მლ
ოქსიმეტაზოლინის ჰიდროქლორიდი…………….   500 მკგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ნაზივინი მიეკუთვნება ადგილობრივი მოქმედების სისხლძარღვების შემავიწროვებელ საშუალებათა ჯგუფს (დეკონგესტანტებს). ავლენს ალფა-ადრენომიმეტურ მოქმედებას.
წარმოადგენს რა იმიდაზოლინის წარმოებულს, დაბალი დოზირების შემთხვევაში ავლენს ძირითადად α2-ადრენომიმეტურ მოქმედებას, ხოლო მაღალი დოზით გამოყენებისას მოქმედებს αა1-ადრენორეცეპტორებზეც.
მოქმედების არეში, ადგილობრივად ავიწროებს სისხლძარღვებს, ამცირებს ცხვირისა და ზემო სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის შეშუპებას. ნაზალური გამოყენებისას თერაპიულ დოზებში არ იწვევს ლორწოვანის გაღიზიანებას და ჰიპერემიას.
ოქსიმეტაზოლინის კვლევებმა მონიშნული რადიოაქტიური იზოტოპით გვიჩვენა, რომ ეს რინოლოგიური საშუალება, ინტრანაზალური გამოყენებისას სისტემური მოქმედებით არ ხასიათდება.

ჩვენებები:
მწვავე რინიტი (მათ შორის ალერგიული);
ვაზომოტორული რინიტი;
პარანაზალური სინუსიტი;
ევსტაქიიტი;
შუა ყურის ანთება;
ლორწოვანი გარსის შეშუპების მოხსნა სადიაგნოზო მიზნით (ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ).

მიღების წესი და დოზირება:
0.01%, 0.025% და 0.05% ნაზივინის წვეთები განკუთვნილია ცხვირში ჩასაწვეთებლად.
მოზრდილები და ბავშვებიწლის ასაკის ზევით:
0.05%-იანი ნაზივინის წვეთები -1-2 წვეთი თითოეულ ნესტოში 2-3-ჯერ დღეში ან 0.05%-იანი ნაზივინის ნაზალური სპრეი – 1 შეფრქვევა თითოეულ ნესტოში 2-3-ჯერ დღეში.
ერთიდანწლის ასაკამდე ბავშვები: 0.025%-იანი ნაზივინის წვეთები – 1-2 წვეთი თითოეულ ნესტოში 2-3-ჯერ დღეში.
1 წლამდე ასაკის ბავშვები: 4 კვირამდე ასაკის ბავშვებს უნიშნავენ 0.01%-იანი ნაზივინის 1 წვეთს თითოეულ ნესტოში 2-3-ჯერ დღეში.
– მე-5 კვირიდან 1 წლამდე- 1-2 წვეთს თითოეულ ნესტოში 2-3-ჯერ დღეში. ზუსტი დოზირების უზრუნველსაყოფად 0.01%-იანი ნაზივინის ფლაკონი აღჭურვილია დოზირებული პიპეტით, რომელიც წვეთების რაოდენობას უჩვენებს. მაგალითად, თუ დანიშნულია 1 წვეთი, პიპეტი უნდა შეივსოს აღნიშვნამდე 1.
დამტკიცებულია ასევე შემდეგი პროცედურის ეფექტურობა: 0.01%-იანი ნაზივინის 1-2 წვეთი ასაკის მიხედვით უნდა დავაწვეთოთ ბამბას და მოვათავსოთ ბავშვის ცხვირის ღრუში.
ნაზივინის გამოყენება რეკომენდებულია 3-5 დღის განმავლობაში. რეკომენდებულზე დიდი დოზით გამოყენება უნდა ხდებოდეს მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

გვერდითი მოვლენები:
ზოგჯერ ცხვირის ლორწოვანი გარსის წვა და სიმშრალე, ცემინება.
იშვიათად
-ნაზივინის მოქმედების შეწყვეტის შემდეგ – „გაჭედილი ცხვირის“ უფრო ძლიერი შეგრძნება (რეაქტიული ჰიპერემია).
ადგილობრივი
ნაზალური
გამოყენების
დროს
დოზის
მრავალჯერადი
გადაჭარბება ხანდახან იწვევს ისეთ სისტემურ სიმპატომიმეტურ ეფექტს, როგორიცაა პულსის გახშირება (ტაქიკარდია) და არტერიული წნევის მომატება.
ძალიან
იშვიათად აღინიშნება მოუსვენრობა, უძილობა, დაღლილობა, თავის ტკივილი და გულისრევის შეგრძნება.

უკუჩვენებები:
* მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
*  ატროფიული რინიტი;
* დახურულკუთხოვანი გლაუკომა;
* 1 წლამდე ასაკი – 0.025% და 0.05% ნაზივინის წვეთებისთვის და 0.05% ნაზივინის სპრეისთვის;
* 6 წლამდე ასაკი – 0.05% ნაზივინის წვეთებისა და სპრეისთვის.

ორსულობა და ლაქტაცია:
* ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში რეკომენდებული დოზის გადაჭარბება დასაშვები არ არის. პრეპარატის გამოყენება უნდა ხდებოდეს დედისა და ნაყოფისთვის რისკისა და სარგებლის შეფარდებით გათვალისწინებით.

განსაკუთრებული მითითებები:
* შეშუპების საწინააღმდეგო საშუალებების ხანგრძლივმა ჩაწვეთებამ ცხვირის ღრუში შეიძლება შეასუსტოს მათი მოქმედება. ამ საშუალებების ბოროტად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ლორწოვანი გარსის ატროფია და რეაქტიული ჰიპერემია მედიკამენტური რინიტით, ასევე ლორწოვანის ეპითელუმის დაზიანება და მისი აქტივობის დათრგუნვა. საჭიროა თავი ავარიდოთ ასეთი პრეპარატების ხანგრძლივ გამოყენებას და დოზის გადაჭარბებას.
* ოქსიმეტაზოლინის შემცველი სურდოს საწინააღმდეგო საშუალებების რეკომენდებულ დოზაზე მეტი რაოდენობით მიღებისას ან მათი ხანგრძლივი გამოყენებისას არ არის გამორიცხული ზოგადი მოქმედება გულ-სისხლძარღვთა სისტემასა და ცნს-ზე. ამ დროს სატრანსპორტო საშუალებებისა ან მექანიზმების მართვის უნარი შეიძლება დაქვეითდეს.

როგორ უნდა ხდებოდეს ნაზივინის 0.05%-იანი ნაზალური სპრეის გამოყენება?
ნაზივინის 0.05%-იანი ნაზალური სპრეის შეფრქვევა ხდება ფლაკონზე მკვეთრი დაწოლით თითოეულ ნესტოში.

ჭარბი დოზირება:
დოზის მნიშვნელოვანი გადაჭარბებისას ან შემთხვევით პერორალური მიღებისას შეიძლება აღინიშნოს შემდეგი
სიმპტომები:
გუგების შევიწროვება, გულისრევა, ღებინება, ციანოზი, ტემპერატურის მომატება, ტაქიკარდია, არითმია, სისხლძარღვოვანი უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია, სუნთქვის დარღვევა, ფილტვების შეშუპება, გულის გაჩერება. გარდა ამისა, შეიძლება განვითარდეს ფსიქიური დარღვევები, აგრეთვე ცნს-ის ფუნქციათა დათრგუნვა, რომელსაც შეიძლება თან ახლდეს ძილიანობა, სხეულის  ტემპერატურის დაქვეითება, ბრადიკარდია, არტერიული ჰიპოტონია, სუნთქვის გაჩერება და კომის განვითარება.
თერაპიული ღონისძიებები დოზის გადაჭარბებისას: კუჭის ამორეცხვა, გააქტივებული ნახშირის მიღება და დაუყოვნებლივი კონსულტაცია ექიმთან.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ნაზივინის რეკომენდებული დოზით გამოყენებისას არ არის ცნობილი მისი ურთიერთქმედება ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან ან მაო-ს ინჰიბიტორებთან.
– პრეპარატის დოზის მნიშვნელოვანი გადაჭარბებისას ან პერორალური გამოყენებისას და ტრიციკლური ანტიდეპრესანტების ან მაო-ს ინჰიბიტორების უშუალოდ ნაზივინის გამოყენების წინ მიღებისას ან მათი ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელი არტერიული წნევის მომატება.
დღეისათვის სამკურნალო საშუალებებთან შეუთავსებლობა ცნობილი არ არის.

შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

მწარმოებელიMERCK KGaA for NYCOMED

გაფრთხილება