პროქტო-გლივენოლი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ტრიბენოზიდი, ლიდოკაინი/
TRIBENOSIDE; LIDOCAINE

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბუასილის სამკურნალო საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
კრემი: ტუბში 30 გ
1 გ
ტრიბენოზიდი………………………..        50 მგ
ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი………     20 მგ
რექტალური სანთლები: შეფუთვაში 10 ც.
1 სანთელი
ტრიბენოზიდი………………………….    400 მგ
ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი…………. 40 მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პროქტოგლივენოლი ამცირებს ბუასილით განპირობებულ სიმპტომებს, როგორიცაა: ტკივილი, წვა, კანის დაჭიმულობა, ქავილი, რომლებიც წარმოიქმნება უმთავრესად მეორადი ანთებისას ანალურ მიდამოში.
პროქტო-გლივენოლის თერაპიული აქტივობა პაციენტებში, რომლებსაც აწუხებს ბუასილი, აიხსნება პირველ რიგში მისი სპეციფიკური ფარმაკოლოგიური მოქმედებით. კერძოდ მისი უნარით შეამციროს კაპილარების გამტარობა, გააუმჯობესოს სისხლძარღვთა ტონუსი ადგილობრივი ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით, რომელსაც იგი ავლენს ზოგიერთი ენდოგენური ნივთიერების მიმართ ანტაგონისტური ზემოქმედებით (რომლებიც ასრულებენ მედიატორის როლს ანთების განვითარებისას და ასევე ტკივილის ფორმირებისას).
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ლიდოკაინი ხელს უწყობს დაავადების სიმპტომების სწრაფ შესუსტებას.
ფარმაკოკინეტიკა:
ვინაიდან პროქტო-გლივენოლი განკუთვნილია ადგილობრივი მოქმედებისთვის, სასურველია, რომ სისტემური აქტიური ნივთიერების, ტრიბენოზიდის აბსორბცია იყოს მინიმალური. სანთლიდან გამოთავისუფლებული ტრიბენოზიდის ბიოშეღწევადობა აღწევს მხოლოდ 30% იმ რაოდენობიდან, რომელიც ხვდება სისხლის სისტემურ ცირკულაციაში პრეპარატის შიგნით მიღებისას (კაფსულის სახით).
პიკური კონცენტრაცია პლაზმაში 1 სანთლის (400 მგ ტრიბენოზიდი) რექტალურად შეყვანისას, ვლინდება 2 საათის შემდეგ.
ორგანიზმში ტრიბენოზიდი განსაზღვრული ხარისხით მეტაბოლიზდება. 1 სანთლის შეყვანისას დოზის 20-27% გამოიყოფა შარდთან ერთად მეტაბოლიტების სახით, ტრიბენოზიდის 2-20% შემავალი კრემის შემადგენლობაში, აბსორბირდება კანიდან. აბსორბირებული ლიდოკაინის რაოდენობის მიუხედავად, გულზე მისი ზემოქმედება უმნიშვნელოა.
ჩვენებები:
გარეგანი და შინაგანი ბუასილი.
მიღების წესი და დოზირება:
კრემი ან 1 რექტალური სანთელი გამოიყენება დილით და საღამოთი მწვავე სიმპტომების სრულ მოხსნამდე. დოზა შეიძლება სისტემატურად შევამციროთ და გამოვიყენოთ კრემი ან 1 სანთელი მხოლოდ ერთხელ დღეში.
30 გ კრემი (1 ტუბი) საკმარისია 20-30 გამოყენებისათვის.
გვერდითი მოვლენები:
პროქტო-გლივენოლი კარგი ამტანობით ხასიათდება.
♦ განსაკუთრებულ შემთხვევებში, კრემის გამოყენებისას ან სანთლის შეყვანისას, აღინიშნება მსუბუქი წვის შეგრძნება, ტკივილი ან ნაწლავების გაძლიერებული პერისტალტიკა.
უკუჩვენებები:
* მომატებული მგრძნობელობა პროქტო-გლოვენოლის აქტიური ნივთიერებისადმი.
ორსულობა და ლაქტაცია:
* ორსულობის დროს პროქტო-გლივენოლი მიღებული უნდა იქნეს დიდი სიფრთხილით, განსაკუთრებით ფეხმძიმობის პირველი 3 თვის განმავლობაში. უცნობია, ხვდება თუ არა აქტიური ნივთიერებები დედის რძეში. აუცილებელია გავითვალისწინოთ შესაძლებელი რიკი, როგორც დედისათვის, ასევე ბავშვებისათვის.
განსაკუთრებული მითითებები:
◄ თუ დისკომფორტის შეგრძნება არ ქრება ან ვლინდება რაიმე უჩვეულო ნიშნები ან სიმპტომები, საჭიროა მივმართოთ ექიმს, რათა გამოვრიცხოთ შესაძლებლობა, რომ გამოვლენილი სიმპტომები გამოწვეულია სხვა რაიმე დაავადებით და არა ბუასილით.
◄ ამასთან ერთად ბუასილის სამკურნალო პროქტო-გლივენოლის გამოყენებისას აუცილებელია ყურადღება მიექცეს ანალური მიდამოს ჰიგიენას, თავიდან ავიცილოთ მეტისმეტი დაძაბულობა, და მივიღოთ ყველა ზომები, რათა შევინარჩუნოთ რბილი კონსტიტენციის განავალი.
შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე.
მწარმოებელი: NOVARTIS CONSUMER HEALTH S.A., შვეიცარია

გაფრთხილება