ტოტემა

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება: რკინის გლუკონატი, სპილენძის გლუკონატი, მანგანუმის გლუკონატი/FERROUS GLUCONATE; COPPER GLUCONATE; MANGANESE GLUCONATE

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: რკინის შემცველი ანტიანემიური კომბინირებული პრეპარატი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ხსნარი პერორალური მიღებისათვის: ამპულაში 1 მლ, შეფუთვაში 20 ც.
1 მლ 1 ამპ.
რკინის გლუკონატი, მათ შორის რკინა   ………………………    5 მგ 5 მგ
მანგანუმის გლუკონატი, მათ შორის მანგანუმი…………….     133 მგ 1.33 მგ
სპილენძის გლუკონატი, მათ შორის სპილენძს…………………  70 მგ 0.70 მგ
ნატრიუმის ბენზოატი……………………………………………….   1 მგ 20 მგ
სხვა ინგრედიენტები:
გლიცეროლი, თხევადი გლუკოზა, საქაროზა, უწყლო ლიმონის მჟავა, ნატრიუმის ციტრატი, ნატირუმის ბენზოატი, პოლისორბატი, არომატიზატორი, გასუფთავებული წყალი.

ჩვენებები;
სხვადასხვა ეტიოლოგიის რკინადეფიციტური ანემია;
რკინადეფიციტური ანემიის პროფილაქტიკა მომატებული რისკ-ჯგუფის პაციენტებში (ორსულები, დღენაკლული ახალშობილები, ტყუპები, რკინადეფიციტური ანემიით დაავადებული დედისაგან დაბადებული ახალშობილები);
რკინის არასაკმარისი რაოდენობით მიღება საკვებით;
რკინადეფიციტური მდგომარეობა (ასთენია).

მიღების წესი და დოზირება:
ანემიის
კორექციისათვის: ანემიის სიმძიმიდან გამომდინარე 100-200 მგ ელემენტარული რკინა დღეში (2-4 ამპულა) 1-2 თვის მანძილზე.
რკინის
მარაგის
აღდგენისათვის: 50-100 მგ ელემენტარული რკინა (1-2 ამპულა) 2 თვის მანძილზე.
ახალშობილები 1
თვიდან: 5 მგ ელემენტარული რკინა/კგ წონაზე/დღეში.
ბავშვები 1-10
წლამდე: 5-10 მგ ელემენტარული რკინა/კგ წონაზე/დღეში.
ბავშვები 10
წლის
ასაკის
ზევით: 5-100 მგ ელემენტარული  რკინა დღეში.
ორსულებში
პროფილაქტიკის
მიზნით: 50 მგ ელემენტარული რკინა დღეში II და III ტრიმესტრის განმავლობაში.
პრეპარატის შიგთავსი უნდა გაიხსნას სუფთა ან დამტკბარ წყალში ან სხვა რაიმე უალკოჰოლო სასმელში (წვენი და სხვა). ამპულის თავების გადატეხა ხდება ხელით ქლიბის გამოყენების გარეშე.
სასურველია პრეპარატის მიღება უზმოზე.

გვერდითი მოვლენები:
შესაძლოა ჩივილები კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრიდან (გულძმარვა, ყაბზობა ან ფაღარათი, დიარეა, ტკივილები ეპიგასტრიის არეში).
უკუჩვენებები:
* ჰემოქრომოტოზი;
* ყველა სახის ანემია, რომელიც არაა გამოწვეული რკინის დეფიციტით;
* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები:
◄ ტოტემასა და სხვა საინექციო რკინის პრეპარატების ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული;
◄  პრეპარატის მიღება უმჯობესია ჭამამდე, მაგრამ, პრეპარატის მიღების დრო და, შესაძლოა, დოზირების რეჟიმიც უნდა იყოს შერჩეული პაციენტის ინდივიდუალური ამტანობის გათვალისწინებით;
◄  კბილების გამუქების თავიდან ასაცილებლად ნუ გაიჩერებთ პრეპარატს დიდხანს პირის ღრუში. მიიღეთ იგი საწრუპი მილით;
◄  უნდა გაითვალისწინოთ, რომ ერთი ამპულა შეიცავს 3 გ საქაროზას;
◄   ჩაის და ყავის დიდი რაოდენოით მიღება მკურნალობისას აქვეითებს რკინის შეწოვას.
◄  პრეპარატის კურსობრივი გამოყენების დროს შესაძლებელია განავლის შავად შეფერვა.
პედიატრიაშია
გამოყენება
სიფრთხილით უნიშნავენ პრეპარატს ბავშვებს 2 წლის ასაკამდე.

ჭარბი დოზირება:
ჭარბი დოზირების შემთხვევები აღწერილია ბავშვებში, განსაკუთრებით 2 წლამდე, რაც განპირობებული იყო პრეპარატის დიდი დოზის მიღებით. უმეტეს შემთხვევაში სიმპტომები გამოიხატებოდა გულისრევით, ღებინებით, იშვიათად შოკური მდგომარეობით. ჭარბი დოზირებისას საჭიროა სასწრაფო კვალიფიციური დახმარება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
არ არის რეკომენდებული ტოტემასთან ერთად ციკლინებით ან კალციუმის პრეპარატებით ერთდროული მკურნალობა. ამ პრეპარატების მიღების  შემთხვევაში უნდა იყოს დაცული 2 საათიანი ინტერვალი.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, გრილ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

მწარმოებელი:
Laboratoire INNOTRCH INTRNATIONAL, INNOTERA CHOUZY, საფრანგეთი

გაფრთხილება