შავბალახას ბალახი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ფიტოპრეპარატები. სედაციური საშუალება.
შემადგენლობა
შავბალახას ბალახი შეიცავს შაქარს, გლიკოზიდებს, ალკალოიდებს, ეთერის ზეთს, ფლავონოიდებს (კვერცეტინი, რუტინი, კვინკელოზიდები), პროვიტამინი A, ასკორბინის მჟავას, მთრიმლავ და მღებავ ნივთიერებებს, მწარეებს, მინერალურ მარილებს.
ფარმაკოლოგიური თვისებები
მცენარეს ახასიათებს სედაციური, ჰიპოტენზიური და კარდიოტონური მოქმედება.
ჩვენებები
გამოიყენება ნერვული აღგზნებადობის, კარდიონევროზის, ჰიპერტონული დაავადებების ადრეული სტადიის, სტენოკარდიის დროს. რეკომენდირებულია სისხლის მაღალი წნევის ნორმალიზაციისთვის, კრუნჩხვების საწინააღმდეგოდ. ეფექტურია ნერვული აშლილობის და შიშების შემთხვევაში.
გამოშვების ფორმა: 25 მლ. ხსნარი ფლაკონში მუყაოს შეფუთვით., 50 გრ. მცენარე მუყაოს კოლოფში
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: ნატურფარმი, საქართველო

გაფრთხილება