მატიტელას ბალახი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ფიტოპრეპარატები

შემადგენლობა
მატიტელას ბალახი შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, რომლებიც შედგებიან ტანინისა და სხვა ნაერთებისაგან, აგრეთვე შაქარს, ვიტამინებს (ასკორბინის მჟავა, რუტინი), ორგანულ მჟავებს, ლორწოებს, ეთეროვან ზეთებს, ფლობაფენებსა და ფლავონოიდებს (ჰიპეროზიდები, კვარციტინი და ავიკულარინები).

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატს გააჩნია სისხლის შემაჩერებელი თვისება, მნიშვნელოვნად ზრდის გლუვ-კუნთოვანი ორგანოების, ძირითადად საშვილოსნოსა და ნაწლავების შეკუმშვის უნარს. მატიტელას ბალახი ავლენს საფაღარათო, დიურეზულ და უმნიშვნელო ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას, აგრეთვე გააჩნია სისხლძარღვთა შემავიწროებელი თვისებები

ჩვენებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ჰემოსტაზური და ნერვული დაბოლოებების გამაღიზიანებელი საშუალება.
გამოიყენება საშვილოსნოდან სისხლდენის (საშვილოსნოს ატონია, მენსტრუალური ციკლის დროს ჭარბი სისხლდენა), ბუასილის, ატონიური ყაბზობის დროს კომპლექსურ თერაპიაში

მწარმოებელი: ნატურფარმი, საქართველო
გამოშვების ფორმა: 50 გრ. მცენარე მუყაოს კოლოფში
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

გაფრთხილება