მეტოპროლოლი

მეტოპროლოლი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): მეტოპროლოლი/ metoprolol

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიჰიპერტენზიული საშუალება,  ბეტა ადრენომაბლოკირებელი საშუალება

შემადგენლობა
პრეპარატი მეტოპროლოლ ტარტრატი ტაბლეტები, USP (METOPROLOL TARTRATE TABLETS, USP) აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს მეტოპროლოლ ტარტრატს.

ჩვენებები
არტერიული ჰიპერტენზია, სტენოკარდია, გულის რითმის დარღვევები (სუპრავენტრიკულური ტაქიკარდიის ჩათვლით), კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომ პერიოდში, გულის მუშაობის ფუნქციური დარღვევები, რომლებსაც ახლავს ტაქიკარდია, შაკიკის შეტევების პროფილაქტიკა, ჰიპერთირეოზი (გულის რითმის სიხშირის შესამცირებლად).

მიღების წესები და დოზები
ტაბლეტების მიღება შესაძლებელია როგორც საკვებთან ერთად, ასევე უზმოზე.

არტერიული ჰიპერტენზიის დროს:
100-200მგ ერთჯერადად დილით ან ორჯერადად – დილით და საღამოს.

სტენოკარდიის დროს:
100-200მგ Dდღე-ღამეში ორ მიღებაზე, დილით და საღამოს.

გულის რითმის დარღვევების დროს:
100-200მგ Dდღე-ღამეში ორ მიღებაზე, დილით და საღამოს.

შემანარჩუნებელი თერაპია მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომ:
შემანარჩუნებელი დოზა 200მგ Dდღე-ღამეში ორ მიღებაზე, დილით და საღამოს.

ტაქიკარდიის თანხლებით მიმდინარე გულის მუშაობის ფუნქციური დარღვევების დროს:
100მგ ერთჯერ დღეში, რეკომენდებულია პრეპარატის მიღება დილით. აუცილებლობის შემთხვევაში დოზა შეიძლება გაიზარდოს.

შაკიკის შეტავების პროფილაქტიკა:
100-200მგ Dდღე-ღამეში ორ მიღებაზე, დილით და საღამოს.

ჰიპერთირეოზის დროს:
150-200მგ დღეში 3-4 მიღებაზე.

გვერდითი მოვლენები
მეტოპროლოლი კარგად აიტანება პაციენტების მიერ, გვერდითი მოვლენები ჩვეულებრივ მსუბუქია და შექცევადი ხასიათის.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: შესაძლოა ბრადიკარდია, არტერიული ჰიპოტენზია, AAV-გამტარებლობის დარღვევა, გულის უკმარისობის სიმპტომების გაჩენა.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: თერაპიის დასაწყისში შეიძლება აღინიშნოს პირის სიმშრალე, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ყაბზობა, ცალკეულ შემთხვევებში – ღვიძლის ფუნქციის დარღვევები.
ცნს-ისა და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თერაპიის დასაწყისში შეიძლება აღინიშნოს სისუსტე, ადვილად დაღლა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, სიცივისა და პარესთეზიის შეგრძნება კიდურებში, საცრემლე სითხის სეკრეციის შემცირება, კონიუნქტივიტი, რინიტი, დეპრესია, ძილის დარღვევები, ღამის კოშმარები.
სისხლმბადი სისტემის მხრივ: ცალკეულ შემთხვევებში – თრომბოციტოპენია.

ენდოკრინული სისტემის მხრივ: ჰიპოგლიკემიური მდგომარეობა შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში.

სასუნთქი სისტემის მხრივ: წინასწარი განწყობის მქონე პაციენტებში შესაძლოა ბრონქული ობსტრუქციის სიმპტომების გაჩენა.

ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი.

უკუჩვენება
II და III ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა; გულის უკმარისობა დეკომპენსაციის სტადიაში; კლინიკურად მნიშვნელოვანი სინუსური ბრადიკარდია;
სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი; კარდიოგენული შოკი; პერიფერიული სისხლისმიმოქცევის გამოხატული დარღვევები, არტერიული ჰიპოტენზია, მომატებული მგრძნობელობა მეტოპროლოლის ან სხვა ბეტა-ბლოკატორების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის და ლაქტაციის დროს მეტოპროლოლი ინიშნება მხოლოდ მაშინ, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის ჭარბობს შესაძლო რისკს ნაყოფისთვის ან ჩვილისთვის.

განსაკუთრებული მითითებები
სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ სასუნთქი გზების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი, რეინოს დაავადება, ფეოქრომოციტომა, ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის გამოხატული დარღვევები. მეტოპროლოლით მკურნალობის ხანგრძლივი კურსის დასრულება უნდა მოხდეს თანდათანობით (არანაკლებ 10 დღის განმავლობაში) ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. არ არის რეკომენდებული მეტოპროლოლის ერთდროული გამოყენება მაო-ს ინჰიბიტორებთან.
კლონიდინთან კომბინირებული თერაპიის დროს, ამ უკანასკნელის მიღება უნდა შეწყდეს მეტოპროლოლის მოხსნიდან რამოდენიმე დღეში ჰიპერტონული კრიზის თავიდან ასაცილებლად. ჰიპოგლიკემიურ საშუალებებთან ერთდროული მიღებისას საჭიროა მათი დოზირების რეჟიმის კორექტირება.
ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან, შარდმდენებთან, ანტიარითმულ საშუალებებთან, ნიტრატებთან ერთდროული გამოყენებისას ჩნდება გამოხატული არტერიული ჰიპოტენზიის, ბრადიკარდიის, AV-ბლოკადის განვითარების საფრთხე. ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებთან ერთდროული გამოყენებისას შესაძლოა მეტოპროლოლის ანტიჰიპერტენზიული მოქმედების შესუსტება.
პერორალურ კონტრაცეპტივებთან, ჰიდრალაზინთან, რანიტიდინთან, ციმეტიდინთან ერთდროული გამოყენებისას, იზრდება მეტოპროლოლის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება 20-25°С ტემპერატურაზე.

მწარმოებელი: Ipca Laboratories, ინდოეთი

გამოშვების ფორმა: 50მგ ტაბლეტი №1000 100მგ ტაბლეტი №1000

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

გაფრთხილება