მრავალძარღვას ფოთოლი

მრავალძარღვას ფოთოლი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ამოსახველებელი საშუალება

შემადგენლობა
მრავალძარღვას ფოთოლი შეიცავს ვიტამინ C, პოლისაქარიდებს, რინანტინის გლიკოზიდს, კაროტინს, მთრიმლავ ნივთიერებებს

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი ხელს უწყობს ნახველის გათხევადებას, ამსუბუქებს მის ევაკუაციას. ავლენს სისხლის შემაჩერებელ, ჭრილობის რეგენერაციისა და ბაქტერიოციდულ მოქმედებას.

ჩვენებები
გამოიყენება ბრონქიტის, ყივანახველას, ბრონქული ასთმის, ტუბერკულოზის, ქრონიკული გასტრიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების დროს. ეფექტურია ნაღრძობის, ჭრილობის, ფურუნკულების სამკურნალოდ. მრავალძარღვას საფენები კარგად მოქმედებს სპილოს დაავადების დროს, ხელს უშლის მის განვითრებას და ამცირებს შეშუპებას. ყურში ჩაწვეთებისას აყუჩებს ტკივილს.

მწარმოებელი: ნატურფარმი, საქართველო

გამოშვების ფორმა: 50 გრ. მცენარე მუყაოს კოლოფში

გაცემის რეჟიმიIII ჯგუფი (ურეცეპტოდ)

გაფრთხილება